x
მეტი
  • 07.04.2020
  • სტატია:101007
  • ვიდეო:345700
  • სურათი:463785
ერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცა

image

image

V საუკუნეში ბარბაროსებმა (რომაელები ასე ეძახდნენ ძველ გერმანულ ტომებს) რომი დაიპყრეს. მუდმივი ქალაქის განადგურებისა და რომის იმპერიის დაცემასთან ერთად, დასრულდა ანტიკური ეპოქა (ძვ. წ. აღრ VII - ახ. წ. აღრ. V სს.) და დაიწყო შუა საუკუნეები, რომელიც 10 საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა და ის შემდგომში, აღორძინების ეპოქამ შეცვალა. სწორედ იმის გამო, რომ კაცობრიობის განვითარების 10 საუკუნოვანი ისტორია, ორ ეპოქას შორის არის მოქცეული, მას შუა საუკუნეები დაარქვეს, ყოველგვარი დამატებითი ტერმინების გარეშე. არა და, ეს იყო ეპოქა სამყაროს შემეცნების, სხვადასხვა სახის აღმოჩენი, მოგზაურობის, არქიტექტურის, მხატვრობის, მუსიკის, მწერლობის, დრამატურგიის...

ამ რეალური სამყაროს გვერდით, რომელიც მეცნიერების, ხელოვანების, მოგზაურების, მეომრების, მეფეების და უბრალო ხალხისგან შედგებოდა, არსებობდნენ ჯადოქრები და წინასწარმეტყველები. ზოგი მათგანი ისეთი კეთილი იყო, როგორც მერლინი – მეფე არტურის მრჩეველი და მეგობარი, ზოგიც ბოროტი – როგორც მორგანა.

ამ ზღაპრულ სამყაროში, ხალხთან ერთად ცხოვრობდნენ გოლიათები, ურჩხულები და ელფები. რაინდები იმ პერიოდში, ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც ღებულობდნენ მონაწილეობას და დრაკონებსაც ებრძვოდნენ.
შუა საუკუნეებს უამრავი მითი და ლეგენდა უკავშირდება. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამორჩეული ქვეყანა ირლანდია იყო, სადაც დღეს კელტების შთამომავლები ცხოვრობენ.

კელტები ირლანდიაში, ჩვენს ერამდე, I ათასწლეულის II ნახევარში გამოჩნდნენ. ლეგენდის თანახმად, მათ გამოჩენამდე, კუნძულზე ღმერთები ცხოვრობდნენ (ძველ დროში, ღმერთს იმ ადამიანს ეძახდნენ, ვინც დიდი ინტელექტით გამოირჩეოდა და ხალხს ცხოვრებაში ეხმარებოდა, საკუთარი ცოდნის გაზიარებით და რჩევა-დარიგებით). სავარაუდოდ, კუნძულზე მისულ კელტებს, ეტრუსკული ცივილიზაციის წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებიც ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულის ბოლოს, გამოჩდნენ ევროპაში. მათი ერთი ნაწილი დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე დასახლდა, ხოლო II – ირლანდიის კუნძულზე. სწორედ მათ გადასცეს კელტებს თავიაანთი ცოდნა* და უმაღლესი კლასის (ფენის) ბრძენებად გამოაცხადეს ისინი. ბრძენების კასტა სამი ჯგუფისგან შედგებოდა.

I ჯგუფში შედიოდნენ დრუიდები (ჯადოქრები);

II ჯგუფში - ფილიდები (წინასწარმეტყველები);

III ჯგუფში - ბარდები (მოხეტიალე პოეტი-მომღერლები);
სახელი “დრუიდი" - ეტრუსკულიდან მომდინარეობს და სიტყვა-სიტყვით – დამნახავს, ყველაფრის მცოდნეს მიშნავს. დრუიდების სწავლება 23 კანონისგან შედგებოდა, რომლებსაც შეგვიძლია ჯადოქრების წესები ვუწოდოთ. ქვემოთ რამოდენიმე კანონი არის განხილული, რომ გასაგები იყოს დრუიდული სიბრძნის არსი:
ცოდნა - მართვას, ბატონობას ნიშნავს. რაც უფრო მეტი იცი მოვლენებზე ან ადამიანზე, მით უფრო ადვილია მათი მართვა.
შეიცანი თავი შენი. თუ საკუთარ თავში არა ხარ გარკვეული და საკუთარ თავს ვერ ფლობ, როგორ შეძლებ სხვების მართვას?
სამყაროში არ არსებობს შემთხვევითი დამთხვევები. ორი ან მეტი მოვლენა, რომელიც სინქრონულად ხდება, ერთი და იმავე დროში, საერთო მიზეზი აქვს და საჭიროა ამ მიზეზის გარკვევა.
ყოველთვის უნდა წარმოიდგინოთ თქვენი ქმედების შედეგი, ვიდრე რამეს გააკეთებთ. უნდა წარმოიდგინოთ მისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, თორემ შეიძლება ისეთი შედეგი მიიღოთ, რაც არ გაწყობთ.
ნაწილი, თავის თავში, შეიცავს მთელს. ანუ ნივთი, რომელიც ადამიანს ეკუთვნის, შეიცავს მის სულის ნაწილს. თუ ამ ნივთზე ვიმოქმედებთ, ცვლილებებს გამოვიწვევთ ამ ადამიანში.
ერთხელ შექმნილი კავშირი არასოდეს ქრება. თუ ერთ ადამიანს კავშირი აქ მეორე ადამიანთან და მათ შორის გაჩნდა სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობა, დაშორების შემთხვევაში, ეს გრძნობა არ გაქრება. რაც დრო გადის, გრძნობა სულ უფრო ძლიერდება და ის მაშინაც არ ქრება, თუ ორიდან, ერთი გარდაიცვლება.
და ამაზე შევჩერდეთ, რადგან სხვა კანონები, წინასწარ მომზადებას საჭიროებს, როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში.
ჯადოქრები იყვნენ ფილიდები, მაგრამ შედარებით სუსტი, ვიდრე დრუიდები. ისინი ერთდროულად ჯადოქრებიც იყვნენ და ბარდებიც. ფილიდები ბარდების კასტაში უმაღლეს საფეხუს იკავებდნენ და ძირითადად სამეფო კარზე ან დიდგვაროვნებთან მსახურობდნენ. მათ მოვალეობაში შედიოდა ბატონების სიმღერებით გართობა. ფილიდებს კარგად უნდა სცოდნოდათ ქვეყნის ტრადიციები (ისტორია) და უნდა შეძლებოდათ მოვლენების წინასწარ განჭვრეტა და მეფისთვის (ბატონისთვის) კარგი რჩევის მიცემა.

ფილიდებისგან განსხვავებით, ბარდებს არ ევალებოდათ კანონების და ტრადიციების ცოდნა. მათ ხალხის სულსაც ეძახდნენ, რადგან სულ ხალხში ტრიალებდნენ და თავიაანთი სიმღერებით ღმერთს, ომში დაღუპულ და გამარჯვებულ გმირებს გნადიდებდნენ.

image

* იტალიაში დასახლებული ეტრუსკების ცოდნა და კულტურა რომაელებმა შეითვისეს და შემდეგში, საკუთარ კულტურად გამოაცხადეს. მაგ., რომაული ციფრები, სინამდვილეში ეტრუსკულია. ძვ. წ. აღ. I საუკუნეში ეტრუსკული ცივილიზაცია უკვე აღარ არსებობდა. მათი მიწები რომაელებმა დაიპყრეს და დროთა განმავლობაში, მოსახლეობის სრული ასიმილაცია მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეტრუსკები ბევრად უფრო განვითარებული და განათლებულები იყვნენ, ვიდრე ევროპაში მცხოვრები სხვა ხალხები. ჰქონდათ საკუთარი ენა და დამწერლობა. ყველამ იცოდა წერა-კითხვა, მათ შორის ქალებმაც, რომლებიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ.

2
1004
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1004
  
2016, 22 ივლისი, 18:18
ერში, სტატიის სათაურში, დღევანდელი ირლანდიელები იგულისხმებიან და არა სკვითები, ხოლო ცივილიზაციასთან დაკავშირებით, სიტყვა ერი ნახსენები არ არის.
2016, 22 ივლისი, 17:37
ძველ ცივილიზაციებს ეროვნება არ ქონდათ, გერმანული ტომები არ იყვნენ, უნდა გაემიჯნოს ერი და ცივილიზაცია. მაგ ლოგიკით თეთრი ადამიანები ქართველები არიან!
0 1 2