x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დემენცია/ალცჰაიმერი
imageტერმინი “დემენცია" ნიშნავს შეძენილ ჭკუასუსტობას, რომელსაც ახასიათებს მენტალური აქტივობის დაქვეითება. თანდაყოლილი ჭკუასუსტობისგან განსხვავებით, დემენცია ვითარდება ხანშიშესულ ასაკში, თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად.

განასხვავებენ დემენციის შემდეგ სახეებს:

1) სისხლძარღვოვანი დემენცია (ცერებრალური ასთეროსკლეროზი) - ჭკუასუსტობა გამოწვეულა თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანებით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვებში განვითარებული თრომბი ან სისხლძარღვებუს კედლის გახეთქვა (სისხლჩაქცევა), რაც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების დაღუპვას. მკვრად ქსოვილს უწოდებენ ინფარქტს. სისხლძარღვოვანი დემენცია არის ჭკუასუსტობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა.

2) მულტიფაქტორული დემენცია - მისი გამომწვევი მიზეზია ინფარქტების რიგი თავის ტვინში. ცალკეული მათგანი არ იწვევს ცვლილებებს ადამიანის ქცევაში, მაგრამ ერთად აღებული ხდება დემენციის მიზეზი. მულტიფაქტორული დემენციის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.


3) ალცჰაიმერის ტიპის დემენცია - თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. დაავადების აღმოცენების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ დაავადების მიზეზია რამოდენიმე გენის ცუდი კომბინაცია. შვებერმა აღმოაჩინა 21-ე ქრომოსომის სტრუქტურის დეფექტი. მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს დაავადება გამოწვეულია თავის ტვინში სპეციფიკური პროტეინის (ბეტა - ამილოიდური ცილა) სინთეზის გაზრდით, რაც იწვევს თავის ტვინში ნერვული უჯრედების სიკვდილს. ასევე, ალცჰაიმერის ტიპის დემენციის მქონდე ადამიანების ტვინის უჯრედებში აღმოაჩინეს ალუმინი, რის გამოც ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა ალუმინის ჭურჭლის გამოყენება. თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი ალუმინი დაავადების მიზეზია თუ მისი შედეგი.

ალჰაიმერის დაავდების აღმოცენების რისკი იზრდება 70 წელს ზემოთ, ხოლო 85 წლის მოხუცებში ავადდება უფრო მეტი ადამიანი. ზოგადად, ალცჰაიმერის დაავადება არ გახლავთ დაბერების ნორმალური თანდევი მოვლენა. ბევრ ასაოკვან ადამიანს საერთოდ არ აღენიშნება დემენცია.

ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელია კოგნიტური ფუნქციების პროგრესირებადი შემცირება და ქცევითი დარღვევების განვითარება. სიბერეში განვითარებული დემენციის დიდი ნაწილი სწორედ ამ დაავადებაზე მოდის.

ზოგიერთ სახელმძღვანელოში ალცჰაიმერის ტიპის დემენცია გამოიყენება იმ შემთხვევების აღსანიშნად, რომელსაც ადგილი აქვს 60 წლამდე ასაკის პაციენტებთან, ხოლო ტერმინი სენილური დემენცია იმ შემთხვევების აღსანიშნად, რომელსაც ადგილი აქვს 60 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებთან. ზოგი ავტორი იყენებს ტერმინებს - ალცჰაიმერის ტიპის სენილური დემენცია (65 წლის ასაკიდან) და ალცჰაიმერის ტიპის არასენილური დემენცია (65 წლის ასაკამდე). მართალია, ახალგაზრდა პაციენტებს დაავადების სიმპტომები უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული, ვიდრე ასაკოვან პაციენტებს, მაგრამ დაავადების სიმპტომები ექვივალენტურია. ამიტომ, ზოგი მეცნიერი თვლის, რომ დაყოფა - ახალგაზრდა - ასაკოვანი სწორი არ არის. სხვები თვლიან, რომ ალცჰაიმერის ტიპის დემენციის მრავალი ფორმა არსებობს, რომელიც დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და IQ მაჩვენებელზე.

ალცჰაიმერი დაავადების კლინიკური დახასიათება - პროგრესირებადი დემენცია, ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირება, ქერქის სხვადასხვა ნაწილში სენილური ბალთების ფორმირება.

განასხვავებენ დემენციის 3 კატეგორიას: მსუბუქი (ადამიანი არ საჭიროებს კონტროლს), საშუალო ( ხანდახან საჭიროებს კონტროლს) და მძიმე ( მუდმივად საჭიროებს კონტროლს).

დემენციის სიმპტომები:

- მეხსიერების დაქვეითება - პაციენტს ავიწყდება ასაკი, მისამართი, მიმდინარე მოვლენები, ვერ ცნობს ახლობელ ადამიანებს.

- ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება.

- აზროვნების პროცესების და დასწავლის უნარის შეფერხება, ინტელექტის დაქვეითება.

- შფოთვა, აგრესია (ფიზიკური, ვერბალური), ყვირილი, ტაცებითი მოძრაობები.

- მეტყველების დარღვევა ( აფაზია), პაციენტს უჭირს მეტყველება (ბროკის აფაზია) ან უჭირს სხვების მეტყველების გაგება ( ვერნიკეს აფაზია), დისლექსია.

- მხედველობითი აგნოზია, ვერ ცნობს მხედველობით აღქმულ საგნებს.

- აპრაქცია - პაციენტი ვერ ასრულებს ნებისმიერ მოძრაობებს.

- მოტორული უნარების დაკარგვა, პაციენტს არ შეუძლია დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა და ა.შ.

- ჰიპერორალი (ყველაფრის პირში ჩადების სურვილი) და ბულიმია ( საკვების უზომოდ მიღების სურვილი)

ემოციების დაკარგვა.

დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც სპეციალურად შეიმუშავეს ალცჰაიმერის ტიპის დემენციისთვის, ემყარება NINCDS ( National insitute of neurological and communicative disorders and stroke) და ADRDA ( Alzheimer's disease and related disorders association of America) მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს. აქ მოცემულია დაავადების დიაგნოსტირების 3 დონე: შესაძლო, სავარაუდო და გარკვეული. ბოლო დონის დიაგნოსტირება (გარკვეული) შესაძლებელია მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, ბიოფსიის ჩატარების საფუძველზე. ინტელექტის დაქვეითების ირიბი მიზეზებია: ფსიქოლოგიური მოლოდინი, ფსიქიკური ჯანმრთელობა და სხვა.

ფსიქოლოგიური მოლოდინი

ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ მოხუცებულობის ასაკში დაკარგავს მეხსიერებას, გახდება უსუსური და სხვებზე დამოკიდებული. ამას ხშირად უწოდებენ დასწავლილ უსუსურობას.

ფსიქიკური ჯანმრთელობა

ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა გავლენას ახდენს კოგნიტურ პროცესებზე. ახლობელი ადამიანის გარდაცვალებაზე ( რასაც ხშირად აქვს ადგილი გვიან მოზრდილობის ასაკში ) გავრცელებული რეაქციაა დეპრესია, რომელიც იწვევს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას, რომლის შედეგიცაა ინტელექტუალური დონის დაქვეითება.

სხვა ფაქტორები: კარგი ფიზიკური ფორმა ეხმარება ადამიანს კოგნიტური ამოცანების გადაჭრაში.

კვება - თუ ადამიანი ცუდად იკვებება, არ ღებულობს საკმარისი რაოდენობის ვიტამინებს და მინერალებს, რაც გავლენას ახდენს გონებრივ შრომაზე.

ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება ნეგატიურად მოქმედებს კონიტურ პროცესებზე.

მედიკამეტები - ბევრ მედიკამენტს აქვს გვერდითი მოვლენები, მაგალითად, ყურადღების დაქვეითება, ძილიანობა. ხშირად, მედიკამეტების დოზის შემცირება პოზიტიურად მოქმედებს გონებრივ აქტივობაზე.

ინტელექტუალური პასიურობა

ხანგრძლივი ავადმყოფობის, სოციალური იზოლაციის ან დეპრესიი შემდეგ ზოგიერთ ადამიანს უჭირს დაუბრუნდეს ჩვეულ გონებრივ აქტივობას (რასაც არ ვიყენებთ, ის იკარგება).

0
515
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
515
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0