x
image
Lerato
მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა წარმოადგენს კაცობრიობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს

image


მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტიდან და ლონდონის იმპერიული კოლეჯიდან დაადგინეს, რომ ვირუსული ჰეპატიტი მთელს მსოფლიოში ინვალიდობისა და სიკვდილიანობის ძირათად მიზეზად იქცა – ამას იუწყება სამეცნიერო სიახლეების პორტალი EurekAlert. დაავადება, როგორც ინტერნეტ წყარო აღნიშნავს, შიდსთან და ტუბერკულიოზთან ერთ რიგში დააყენეს.


მეცნიერები თავიანთ კვლევებში ეყრდნობიან 1990 - 2013 წლებში 183 ქვეყანაში შეგროვებულ მონაცემებს. მიღებული შედეგების თანახმად ვირუსული ჰეპატიტის ლეტალური შემთხვევები 23 წლის მანძილზე 63%-ით გაიზარდა. ყოველწლიურად ამ საშინელ ავადმყოფობას 1, 45 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მაშინ როდესაც ტუბერკულიოზითა და შიდსით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება.

2010 წელს ევროპაში ვირუსული ჰეპატიტით სიკვდილის 10-ჯერ მეტი შემთხვევა იყო ვიდრე აივ ინფექციებით გარდაცვლილთა რაოდენობა. გამოთვლების თანახმად C ჰეპატიტმა (HCV) და B ჰეპატიტმა (HBV) 90 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა იმ წელს ევროპაში ( HCV – დაახლოებით 57 000 გარდაცვლილი, HBV – დაახლოებით 31 000 გარდაცვლილი), მაშინ როდესაც მხოლოდ 8 000 ადამიანი გარდაიცვალა აივ ინფექციით/შიდსით.

როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, მეტწილად ვირუსული ჰეპატიტის საფრთხის ქვეშ იმ ქვეყნების მოსახლეობა იმყოფება, რომელთაც მაღალი ან საშუალო დონის შემოსავალი აქვთ. რაც შეეხება აღმოსავლეთ აზიას, ამ დაავადებით თითქმის არ ავადობენ.

1
532
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
532
  
2016, 19 ივლისი, 9:36
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტებია მოყვანილი.
0 1 1