x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლელა კილაძე მეუღლესთან, გუკა რჩეულიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
image
"ცენტრ პოინტის" გენერალური დირექტორის გუკა რჩეულიშვილის დაკავების შემდეგ მისმა ახლანდელმა მეუღლემ, ლელა კილაძემ სოციალურ ქსელში მათი ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

როგორც მოგეხსენებათ, ლელა კილაძე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ყოფილი მეუღლეა. ლელას და გიგის შეუღლებას სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. გავრცელებული ხმების თანახმად, გიგი უგულავა პირველ მეუღლეს სწორედ მის გამო დაშორდა, ხოლო კილაძე პირველ მეუღლეს უკვე დაშორებული იყო. მათ საერთო ვაჟიც ყავთ, ალექსანდრე.

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა მთავრობაში, გიგი უგულავა დააპატიმრეს დიდი ოდენობის საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით და მას მერე იგი ციხეში იმყოფება.

წყვილის გარშემო ხშირად ვრცელდებოდა ჭორი, რომ ციხეში მყოფი გიგი უგულავა ცოლმა მიატოვა და გუკა რჩეულიშვილთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა. თუმცა ამ ჭორს ორივე მხარე უარყოფდა და საგულდაგულოდ მალავდა.


გუკა რჩეულიშვილის მეუღლე კი მსახიობი ნუცა კუხიანიძე იყო, რომელთანაც ყავს შვილი, კატო. ისინი მანამდე დაშორდნენ ერთმანეთს, ვიდრე გუკას და ლელას რომანის შესახებ ჭორი გავრცელედებოდა. ნუცა შვილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა და ახლაც იქ ცხოვრობს. როგორც ჩანს, ნუცასთვის ცნობილი გახდა ქმრის ღალატის შესახებ და ამიტომ დაშორდნენ ისინი ერთმანეთს.

გიგი უგულავამ კი ციხიდან გააკეთა სოციალური ქსელით განცხადება, რომ მეუღლეს ოფიციალურად დაშორდა.

როგორც ირკვევა, ახლა ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის მეუღლეა. მისი ყოფილიც და ახლანდელი მეუღლეც ორივე პატიმრობაში იმყოფება. როგორც თვითონ ლელამ აღნიშნა, მან ვისაც კი გამარჯობა უთხრა ყველა დააპატიმრეს... აშკარად არ წყალობს ბედი ლელა კილაძეს!

ლელა კილაძის "ფეისბუქის" გვერდზე გიგი უგულავასთან გადაღებული ფოტოები სჭარბობოს, მაგრამ ახლა მან გადაწყვიტა, რომ აღარ დამალოს გუკა რჩეულიშვილის მეუღლეობა და ერთად გადაღებული ფოტოები ატვირთა.image
imageimageimage
ეს ფოტო გუკა რჩეულიშვილის დაპატიმრების დღეს არის გადაღებული:

image

0
802
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
802
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0