x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სექსი ახანგრძლივებს სიცოცხლეს
imageსასიყვარულო ვნება ეს არა მარტო აჰ, უჰ და ბობოქარი ღამეებია, არამედ რთული ბიოქიმიური პროცესი, რომელიც ორგანიზმში ბევრ პროცესს არეგულირებს და ზოგჯერ რეალური სამკურნალო საშუალებაა გონივრული დოზით(რა თქმა უნდა აპრობირებულ პარტნიორთან.აღვირახსნილ პოლიგამიას მეცნიერები გმობენ.)



1)ახანგრძლივებს მამაკაცის სიცოცხლეს-ფსიქოფიზილოგები და ანდროლოგები(მამაკაცის ჯანმრთელობის სპეციალისტები)ტაივანის უმაღლესი სამედიცინო სკოლიდან 30 წლის განმავლობაში სწავლობდნენ 1000-მდე მამაკაცის ცხოვრების წესს, ჩვევებს და ჯანმრთელობას.ხანგრძლივ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ 55 წელს გადაცილებული მამაკაცები.


დასკვნა ასეთი იყო:ის მამაკაცები იყვნენ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში, რომლებიც რეგულარულად ეწეოდნენ სექსუალურ ცხოვრებას 65 წლამდე.


ექსპერტების დასკვნით ტესტოსტერონის(მამაკაცის ჰორმონი) შენარჩუნება ორგანიზმში ამცირებს ინფარქტის და ინსულტის რისკს და იმ მამაკაცებს, რომლებსაც ხანდაზმულ ასაკში კვირაში ერთხელ მაინც აქვთ სექსი 50% -ით მეტი შანსი აქვთ მიაღწიონ 90 წლამდე, ვიდრე იმათ, ვინც ადრე წავიდა "დიდი სექსიდან".




2)ამცირებს დიაბეტის გაჩენის რისკს-სექსუალური თავშეკავების დროს ინსულინის გამომუშავება მცირდება, ხოლო ორგაზმის შემდეგ მამაკაცებში და ქალებში ენდოკრინული ჯირკვლების და პანკრეასის ტონუსი მაღლდება, ინსულინის გამომუშავება მატულობს, იწყება ნახშირწყლების მეტაბოლიზმის სტიმულირება.ამიტომ ენდოკრინოლოგებს რეგულარული სექსი II ტიპის დიაბეტისთვის შესანიშნავ პროფილაქტიკურ საშუალებად მიაჩნიათ.




3)აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას-სასიყვარულო თამაში და მისი ენეგიული დასრულება მოითხოვს ათეულობით კუნთის მუშაობას, ზოგიერთი კუნთის დატვირთვა აქტიური სპორტით დაკავების ტოლფასია.

გულის აქტიურად მუშაობს და სისხლის მიმოქცევას აძლიერებს.ამის გამო არა მარტო ფართოვდება კაპილარები, არამედ შესაძლოა ახლებიც წარმოიქმნას.ამ პროცესს სამეცნიერო ენაზე ანგიოგენეზი ეწოდება.




4)ტკივილგამაყუჩებელი საშუალება-უშუალოდ ორგაზმის წინ მატულობს "ბედნიერების ჰორმონი"–ენდორფინი, რომელსაც აქვს ტკივიგამაყუჩებელი ეფექტი ნებისმიერი ტკივილის დროს, დაწყებული თავის ტკივილით და დამთავრებული ართრიტით თუ შაკიკით.

ქალებში კი სექსი ესტროგენის(ქალური ჰორმონი)სტიმულაციას ახდენს, რომელსაც შეუძლია წინამენსტრუალური ტკივილები აღკვეთოს.



5)ამცირებს გაციების რისკს-პენსილვანიის უნივერსიტეტის სწავლულებმა დაასკვნეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სექსი კვირაში ერთხელ ან ორჯერ ანტისხულების რაოდენობა, რომელსაც იმუნოგლობულინი ეწოდება ერთი მესამედით უფრო მაღალი აქვთ ვიდრე იმათ, ვისაც სექსი იშვიათად აქვს.


როგორც ცნობილია ანტისხეულები აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის ინფექციური დაავადებების განვითარებას.




0
243
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0