x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
წყვილები, რომელთა დაშორება საზოგადოებას ძალიან გაუხარდა
Jennifer Aniston (47) და Justin Theroux (44); Gigi Hadid (21) და Zane (23); Jennifer Lopez (46) და Casper Smart (29) ესენი და კიდევ სხვები, არიან ის წყვილები უცხოურ შოუ-ბიზნესში, რომელთა ერთად ყოფნა საზოგადოებას ძალიან ახარებს, თუმცა არინ ისეთებიც, რომელთა ერთად ყოფნა სრულიად აბსურდია და მაყურებლის განკითხვას ყოველთვის იმსახურებენ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ის წყვილები მინდა წარმოგიდგინოთ, რომელთა დაშორებაც საზოგადოებას ძალიან გაუხარდა.


image


1. Britney Spears (34) and Kevin Federline (38). 2000-ან წლებში Britney Spears-სა და Kevin Federline-ზე იმდენს ლაპარაკობდნენ, რამდენსაც ამ ბოლო დროს 35 წლის Kim Kardashian-ზე. Federline-მ ულამაზესი შეყვარებული Shar Jackson-ი რვა თვის ორსული სწორედ ბრითნის გამო მიატოვა და წყვილის სამთვიანი რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა. 2004 წლის შემოდგომას გაიმართა სწორედ გრანდიოზული ქორწილი და წლისთავზე ვაჟიც Sean Preston-ი შეეძინათ. მეორე წელს კი მეორე ვაჟი Jayden James-ი. სწორედ მეორე ვაჟის დაბადებისთანავე გაჩნდა წყვილს შორის პრობლემები. პროფესიით მოცეკვავე ქმარი ღამის კლუბების ხშირი სტუმარი იყო, რომელსაც ასევე ცოლის ღალატში ედებოდა ბრალი და მისივე ფულებს ფლანგავდა ამ ყველაფერში. ამიტომ ბრითნიმ მაშინვე შეიტანა განცხადება განქორწინების თაობაზე და მასთან ერთად მთელმა საზოგადოებამ იგრძნო შვება.

image





2. Katie Holmes (37) and Tom Cruise (53). ტომმა ქეით ჰოლმსთან ურთიერთობის შესახებ პირველად ოპრა უინფრის (Oprah Winfrey) შოუში განაცხადა. ვინც უყურა, ყველას კარგად ახსოვს სიხარულისგან როგორ ცმუკავდა და ხტუნავდა ქეითი. 2006 წლის აპრილში მათ ქალიშვილი შეეძინათ და ექვსი თვის შემდეგ კი იქორწინეს. ხუთი წლის შემდეგ ქეითი გაიქცა კრუზისგან შეატყო რა, რომ მისი გატაცება საენტოლოგიის მიმართ (მეცნიერბათმცოდნეობა) ზღვარს გადავიდა. სასამართლო შეთანხმების გზით ქეითი არასოდეს გაამჟღავნებს ტომის საქმიანობას საენტოლოგიის საკითხში, რაც საიდუმლოდ დარჩება მათ შორის, თუმცა ქალიშვილთან მიკარება აუკრძალა კატეგორიულად, რათა ისიც არ ჩაეთრია მის ფანატურ გატაცებაში, როგორც უკვე ეს მის შემთხვევაში კინაღამ მოხდა. ასე, რომ წყვილი გაეყარა, მამა-შვილს კი ერთმანეთი თითქმის 4 წელია არ უნახავს, როგორც დასავლური СМИ იუწყება.

image




3. Selena Gomez (23) და Justin Bieber (22). ეს რომანი არასოდეს დასრულდება: წყვილი განუწყვეტლივ ჩხუბობს და წერენ ერთმანეთის მიმართ ზიზღის შესახებ სოცალურ ქსელებში, ამავდროულად კი რიგდებიან, რადგან უერთმანეთოდ არ შეუძლიათ ყოფნა. მათ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს, პირველად ერთად ყოფნის შესახებ განცხადება კი 2011 წელს "ოსკარის დაჯილდოვებაზე" გააკეთეს. 2012 წლის ნოემბერში წყვილი სელენას ინიციატივით დაშორდა, მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და მათი დაშორება-შერიგების ამბები მრავალჯერ ტრიალებს ახალ ამბებში. საზოგადოება კი იმედოვნებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ისინი მართლა დაშორდებიან.

image





4. Jennifer Lopez (46) and Ben Affleck (43). ჯენისა და ბენის გაცნობა 2002 წელს ფილმი "Gigli"-ს გადაღების დროს მოხდა და ერთმანეთი მაშინვე შეუყვარდათ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ვერ გახდა პოპულარული და კრიტიკოსების უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, წყვილი გახდა პოპულარული "Bennifer"-ის სახელით და არაერთი ჟურნალი თუ თოქ-შოუ დაიპყრეს. თუმცა ხარისხიანმა სიყვარულმა, მალე დაიწყო ცურვა ფსკერისკენ და ფსევდო წყვილი "Bennifer"-ი 2004 წელს დაიშალა. ორივე საკუთარი გზით წავიდა. 2004 წელსვე ჯენიფერი ცოლად გაყვა Marc Anthony-ს და გაუჩინა ვაჟი მაქსი და ქალიშვილი ემი, თუმცა 2011 წელს ისინი დაშორდნენ. არც ბენი დარჩენილა ოჯახის გარეშე, მართალია ჯენიფერ ლოპეზს დაშორდა, მაგრამ 2005 წელს მან Jennifer Garner-ი აღმოაჩინა და იქორწინა კიდეც. მათ სამი საერთო შვილი ყავთ- ვიოლეტი, სერაფინა და სამუელი. ვერც მათ ურთიერთობამ გასტანა სამუდამოდ და ისინი შარშან დაშორდნენ.

image




5. Johnny Depp (53) და Amber Heard (30). ამ წყვილს ლამაზს და მოხდენილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ერთმანეთი ფილმის "The Rum Diary"-ის გადაღების დროს 2010 წელს გაიცნეს, თუმცა ურთიერთობის შესახებ ხმამაღლა არ განუცხადებიათ და საზოგადოება მაშინ მიხვდა, როდესაც 2014 წელს ჩუმად იქორწინეს. ჯონი დეპი ამ ფაქტის შემდეგ ძალიან გააკრიტიკეს, რადგან მან მიატოვა მეუღლე, პროფესიით მსახიობი და მისი ორი შვილის დედა Vanessa Paradis (43), ემბერზე კი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ დეპის ცოლობა დიდებისა და ფულის გამო უნდოდა. ხალხის ეჭვები გამართლდა და სწორედ ეხლახანს გახდა ცნობილი, რომ ბრალად ედება ოჯახური ძალადობა და ყიდის ძვირფას ფერწერულ ნახატებს ოჯახიდან, განქორწინების პროცესი დაწყებულია და საზოგადოება იმედოვნებს, რომ მალე დასრულდება და არ იქნება ხანგრძლივი. თვითონ დეპი კი, რომლის ქონება 400 მილიონ $-ზე მეტს ითვლის, ცდილობს ყველა ხერხს მიმართოს, რათა განქორწინების შემდეგ მეუღლე ქონებისა და ყოველგვარი ალიმენტის გარეშე დარჩეს.

imageimage

0
639
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
639
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0