x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბრიტანელები უცხოელებს:" დაახვიეთ" სახლში არასასურველო სტუმრებო
imageბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ამტკიცებს, რომ გაუმკლავდება იმიგრაციის პრობლემას და არ დაუშვებს ქვეყანაში ქსენოფობიას.


თუმცა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ სულ სხვა სურათი შეიქმნა გაერთიანებულ სამეფოში.


მუქარები ისმის არა მარტო აზიელი და აფრიკელი მიგრანტების მიმართ, არამედ ევროპელების მიმართაც.


დიდ ბრიტანეთში დაახლოებით ერთი მილიონი პოლონელი ცხოვრობს, ისინი სამუშაო ადგილებს ართმევენ ადგილობრივ ძირძველ მოქალაქეებს, აქვთ საკუთარი ბიზნესი, აგდებენ ფასებს, იღებენ სარგებელს(სახელმწიფო შეღავათებს).



პოლონელები მუქარის შემცველ წერილებ იღებენ, ვიღაცამ ლონდონში პოლონეთის კულტურის ცენტრის ფასადზე უზარმაზარი ასოებით წააწერა :"წაეთრიეთ არამზადებო".


რასისტები წვავენ მიგრანტების მაღაზიებს, ამტვრევენ ვიტრინებს და კერძო საამქროებს.

ქალაქ პლიმუტში ხანძრის შემდეგ პოლიციამ იპოვა ბარათი წარწერით:"სახლი წადით!


-მე მიყვარს ჩემი სამუშაო, ჩემი პაციენტები-განაცხადა 38 წლის მედდამ ანა კორონამ, რომელიც ლონდონში კრაკოვიდან ჩამოვიდა, -ამ რამდენიმე დღის წინ ხანშიშესულმა ქალბატონმა მკითხა:"არ გიხარია, რომ სახლში ბრუნდები?"..ეს არ იყო ხუმრობა, ეს იყო რასიზმის ნათელი გამოხატულება."


imageფოტოზე:ასეთი რამ ადრე ბრიტანეთში ძნელი იყო წარმოგედგინა.წარწერა მიგრანტების საცხოვრებელ სახლზე:"მხოლოდ ბრიტანელებისთვის და არა უცხოელებისთვის!"



აი რას ამბობს რუსი ალისა:"ჩემი გოგო 11 წლისაა, მასთან თამაშზე უარი თქვა მისმა თანაკლასელმა, იმ მიზეზით, რომ, "შენ მაინც აქ მალე აღარ იქნები".


ბრიტანელები არც ევროპელ ტურისტებს ინდობენ.ბელგიელები ბრისტოლში დახლზე სუვენირებს ათვალიერებდნენ, როდესაც მათ ზურგიდან მამაკაცმა მიაძახა:"თქვენ ჩვენთვის ახლა უკვე უცხოები ხართ!"



საერთოდ აღარაა ლაპარაკი მიგრანტებზე "მესამე სამყაროდან", სკოტლანდ-იარდის მონაცემებით შარშანდელთან შედარებით აზიელ და აფრიკელ ლტოლვილებზე თავდასხმა 400% -ით გაიზარდა.პოლიციას ყოველდღიურად იძახებენ მეჩეთების სიახლოვეს.

ლონდონის მერის სადიკ ხანის(სხვათა შორის პირველი მუსულმანი მერი დასავლეთ ევროპაში, რომელიც დედაქალაქის მეთაურია)განცხადებით:"ასეთი ყოვლისმომცველი რასიზმი არასდროს არ ყოფილა ჩვენთან და მკაცრად არ დავუშვებთ მსგავს დანაშაულებს."


კამერუნის გადადგომის შემდეგ მინისტრთა კაბინეტი ტერეზა მეიმ ჩაიბარა, სხვათა შორის ის 6 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და საკმაოდ მწვავედ ცდილობდა გადაეჭრა ემიგრაციის პრობლემები.


მიგრანტები უფრო ბევრნი არიან, ქვეყანაში ქსენოფობიის სუნი ტრიალებს, ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, რას იზავს მისის მეი?დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.


imageფოტოზე:წარწერა მაისურზე"დიახ, ჩვენ გავიმარჯვეთ, გაამგზავრეთ ისინი უკან."



1
719
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
719
  
2016, 17 ივლისი, 13:37
მარტო ჩვენ დავრჩით სხვისი მომტირალი,ერი პურადი გულადი სტუმართმოყვარეო,ვაი ჩჰვენ თავს
0 1 1