x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული გვარები და სახელები
ლი-ეს გვარი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში, ამ გვარის
მატარებელი 100 მილიონზე მეტი ადამიანია, გვარი ჩინურია და წარმოდგება
იეროგლიფისგან.ერთი მილიარდი ჩინელიდან 7.9%-ი ლის მატარებელი გვარია.

image





ჩჟანი- ესეც ჩინური გვარია და ყველაზე გავრცელებული მსოფლიო მასშტაბით, გვარი
უძველესია, ჟამთააღმწერლებს ეს გვარი 4000 წლის წინ აქვთ მოხსენიებული, ამ
გვარის მაცხოვრებელი 100 მილიონამდეა.

image




ვან-ჩინური, კორეული და მონღოლური წარმოშობის გვარი დ ატიტული. დედამიწაზე 93 მილიონი ამ გვარის ადამიანი ცხოვრობს.ვან-აგრეთვე ჰოლანდიელების გვარის წინსართია.

image



ნგუენი-ვიეტნამური გვარია, ზოგიერთი მონაცემებით ვიეტნამელების 40% ამ გვარის მატარებელია, სულ მათი რაოდენობა 36 მილიონია.


image



გარსია-ს გვარი გავრცელებულია ესპანეთში, სამხრეთ ამერიკაში და ფილიპინებში.გვარის ფუძე ბასკეთიდან მოდის.სულ ამ გვარის ადამიანების რაოდენობა 10 მილიონზე მეტია.

image


გონსალესი-ეს გვარი ესპანურია და ესპანეთის გარდა ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში.მათი რაოდენობა 10 მილიონამდეა.


image


ერნანდესი-მათი რაოდენობა 8 მილიონია, გვარი პორტუგალიულ-ესპანური წარმოშობისაა.ფართოდაა გავრცლებული სამხრეთ ამერიკაშიც.


image


სმიტი-ყველაზე გავრცელებული გვარი დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში და აშშ-ში.მთლიანად მათი რიცხვი 4 მილიონს აჭარბებს.

image




სმირნოვი(სმირნოვა)-ყველაზე გავრცელებული გვარი რუსეთში და ბელორუსიაში, გვარი რუსული წარმოშობისაა, მისი მნიშვნელობა მოდის სიტყვიდან с мирно, რაც"მშვიდობიანს, დაზავებულს"ნიშნავს.ამ გვარის საერთო რაოდენობა 2.5 მილიონია.

image



მიულერი-გერმანული გვარია, რაც "მეწისქვილეს" ნიშნავს.განსაკუთრებით გავრცელებულია გერმანიაში, შვეიცარიაში და ავსტრიაში.

image



ბოლოსთვის რა თქმა უნდა, გაინტერესებთ, რომელი გვარია ყველაზე გავრცელებული საქართველოში.ეს გვარი არის ბერიძე, მათი საერთო რაოდენობა 25 ათასია, ყველაზე მეტი ამ გვარის წარმომადგენლები აჭარაში ცხოვრობენ, დაახლოებით 12 ათასი, ბევრნი არიან აგრეთვე სამცხე-ჯავახეთშიც.

image



რაც შეეხება სახელებს :მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული კაცის სახელია მუჰამედი, ხოლო ქალის სოფია.

image



საქართველოში კი 2014 წლისთვის ყველაზე პოპულარული სახელი ბიჭებში გიორგი იყო, ხოლო გოგონებში მარიამი.


image

0
1399
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0