x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
საზაფხულო ნამცხვრები (4 რეცეპტი)
image


ნამცხვარი ალუბლის მურაბით


image
ინგრედიენტები:

კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 1 ჭიქა
თაფლი - 3 ს. კ.
მარგარინი - 200 გრ.
ნიგოზი - 1 ჭიქა
სოდა - 1 ჩ. კ.
ძმარი - 1 ს. კ.
მარილი - 1 მწიკვი
ვანილინი - 1, 5 გრ.
ფქვილი - 5-6 ჭიქა
ალუბლის მურაბა

მომზადება:

1. მარგარინი გაადნეთ ცეცხლზე და ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.
2. კვერცხი (1 კვერცხის გული ცალკე გადადეთ, გადასასმელად) და შაქარი კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ თაფლი და ისევ ათქვიფეთ > დაამატეთ გაგრილებული მარგარინი, ისევ ათქვიფეთ > დაამატეთ ნიგოზი, ძმარში გახსნილი სოდა, მარილი, ვანილინის ნახევარი, ფქვილი ნელ-ნელა და მოზილეთ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი.
3. გააბრტყელეთ 1 სმ. სისქეზე და დაჭერით სპეციალური ფორმებით > დაალაგეთ ნამცხვარი ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე > გაუკეთეთ შუაში ნახვრეტი > გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილიანი კვერცხის გული > ნახვრეტის თავზე დაადეთ ალუბალი (ნახვრეტში ნუ ჩაჭედავთ, უბრალოდ დადეთ, ცხობის დროს თვითონ ჩაიწევა ქვევით და ჩამაგრდება) > ზემოდან მოაფიფქეთ შაქრის ფხვნილი.
4. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

image

image

image

ნამცხვარი “კუთხეები". კლასიკური რეცეპტი



image


მასალა ცომისთვის:

არაჟანი - 1 ჭიქა
კვერცხი - 1 ცალი
გამაფხვიერებელი - 2 ჩ. კ.
ფქვილი - 3, 5 ჭიქა
გაყინული მარგარინი - 250 გრ.

მასალა გულსართისთვის:

შაქარი - 1, 5 ჭიქა
ფქვილი - 1 ჭიქა
გამდნარი კარაქი - 4 ს. კ.
ვანილინი - 1 შეკვრა

კვერცხის გული - 1 ცალი (გადასასმელად)

მომზადება:

1. ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი და არაჟანი
2. დიდ თასში მოათავსეთ სახეხზე გახეხილი მარგარინი > ზემოდან დააყარეთ ახლად გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი > ხელით კარგად აზილეთ. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა პატარ-პატარა ბურთებით.
3. ერთმანეთს შეურიეთ თხევადი და მშრალი მასები და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი, მაგრამ გასაბრტყელებელი > ცომი მოათავსეთ მაცივარში 1 სთ-ით.
4. გულსართის მოსამზადებლად: ერთმანეთს შეურიეთ გულსართის ინგრედიენტები.
5. ცომი გაყავით 4 ნაწილად > გულსართი გაყავით 8 ნაწილად.
6. აიღეთ ცომის 1 ნაწილი, გააბრტყელეთ და ზემოდან გაანაწილეთ გულსართის ერთი ნაწილი > დაკეცეთ კონვერტისებურად > ისევ გააბრტყელეთ და ზემოდან გაანაწილეთ გულსართის II ნაწილი > დაკეცეთ კონვერტისებურად და 0, 5-1 სმ. სისქეზე გააბრტყელეთ.
image7. გადაუსვით ზემოდან ცოტა წყალში და ვანილინში ათქვეფილი კვერცხის გული > დაჭერით სამკუთხედებად > თითოეული ნაჭერი ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ.

image8. სამკუთხედები გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

image

image

imageხაჭოს ნამცხვრის კლასიკური რეცეპტი


image


მასალა ცომისთვის:

ფქვილი - 4 ჭიქა
მარგარინი - 150 გრ.
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 4 ს. კ.
მარილი - 0, 5 ჩ. კ.
არაჟანი 25 % - 6 ს. კ.
გამაფხვიერებელი - 0, 5 ჩ. კ.

მასალა გულსართისთვის:

ხაჭო - 500 გრ.
შაქარი - 3 ს. კ.
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 1–2 ს. კ.
შაქრიანი ვანილი - გემოვნებით

კვერცხის გული - გადასასმელად

მომზადება:

1. ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, კვერცხი და მარგარინი.

2. ათქვეფილ მასას დაამატეთ მარილი და ფქვილი გამაფხვიერებლით.
3. მოზილეთ ცომი და გააკეთეთ გუნდა.
4. გულსართის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, ფქვილის გარდა. ფქვილი იმ შემთხვევაში დაამატეთ, თუ გულსართი თხელი გამოვა.
5. ცომი გააბრტყელეთ 0, 5 სმ. სისქეზე და დაჭერით ცომის საჭრელით.
image6. წრის ერთ ნახევარში მოათავსეთ გულსართი და გადმოაფარეთ მეორე ნახევარი, თავში და ბოლოში გვერდები დაამაგრეთ, მაგრამ ბოლომდე ნუ შეკრავთ.
image7. მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე და ზემოდან გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილიანი კვერცხის გული.
image8. შედგით გამოსაცხობად, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

image

image

image

ნამცხვარი “სიყვარული"


image


ინგრედიენტები:


კურაგა – 200 გრ.

ქიშმიში – 100 გრ.

ნიგოზი – 0, 5 ჭიქა

ლიმონი (ცედრა) – 1 ცალი

შაქარი – 1 ჭიქა

კვერცხი – 4 ცალი

ქოქოსის ფანტელები – 2 ს. კ.

ვანილინი – 1 შეკვრა

სოდა – 0, 5 ჩ.კ.

ძმარი – 1 ს. კ.

ფქვილი – 1 ჭიქა


შოკოლადის მინანქარი – ნებისმიერი


მომზადება:


1. კურაგა და ქიშმიში მოათავსეთ თასში > დაასხით მდუღარე წყალი > 15 წუთის შემდეგ გაწურეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ > კურაგა გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.

2. დაჭერით ნიგოზი (ძალიან წვრილად არა).

3. სახეხზე გახეხეთ ლიმონის ცედრა.

4. ათქვიფეთ თასში შაქარი და კვერცხი > დაუმატეთ: კურაგა, ქიშმიში, ნიგოზი, ქოქოსის ფანტელები, ცედრა და ვანილინი.

5. გახსენით სოდა ძმარში და ჩაასხით მასაში > დაამატეთ ახლად გაცრილი ფქვილი > მოზილეთ ცომი.

6. თუნუქის ფირფიტას წაუსვით ცხიმი და მოაფიფქეთ ფქვილი.

7. მოათავსეთ მასზე ცომი > გააბრტყელეთ 1 სმ. სისქეზე.

8. შედგით გამოსაცხობად, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

9. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, ცოტა რომ შეგრილდება, დაჭერით გულის ფორმის ნამცხვრის საჭრელით > მორჩენილი ნაწილები დაფხვენით.

10. მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი > წაუსვით გულებს ზემოდან და გვერდებზე > გვერდებზე მოაყარეთ ნამცხვრის ნაფხვენი > შედგით მაცივარში, სუფრაზე მიტანამდე.

0
294
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0