x
image
ციცი
Mediator image
"ამ ამბავს ჩემი ორი ჯგუფელი გოგო შეეწირა..."-ანანო ბაკურაძე ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე-"ეროვნული ზეიმი ეროვნულ გლოვად აქციეს."(+ვიდეო)
image
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ანანო ბაკურაძე სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე იქ მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება. იგი ამჟამად საქართველოში იმყოფება, მაგრამ მეგობრებისგან იგებდა იმ საშინელი ტრაგედიის ამბებს, რაც ნიცაში დატრიალდა. როგორც გოგონა აღნიშნავს, ჯერ მედიაშიც კი არ იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ანანოსთვის უკვე ცნობილი იყო იქ განვითარებული მოვლენები და ყოველ ახალ ინფორმაციას ფრანგი მეგობრების თხოვნით ავრცელებდა:

"ტერორისტული აქტი ნიცაში! უკვე 10 ადამიანია გარდაცვლილი, სანაპიროზე დიდმა სატვირთო მანქანამ გადაუარა ხალხს და ცეცხლი გაუხსნა!!!!!!!!
14 ივლისს, 14 ივლისს!
ჯერ მედიასაც კი არ გაუვრცელებია, ჩემი მეგობრები მწერენ იქიდან, კიდევ ისმის სროლის ხმაო!!"image

"უკვე 30 გარდაცვლილი ნიცაში!"

image"დღეს 14 ივლისს ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით საფრანგეთში ეროვნული ზეიმია და საღამოს ყველა ქალაქში ფეიერვერკით აღნიშნავენ. ნიცაში სანაპიროზე შეკრებილ ხალხს დიდმა სატვირთო მანქანამ გადაუარა და თან ცეცხლი გაუხსნეს. უკვე 30 გარდაცვლილი ფიქსირდება.
ამ დროისთვის ესაა სრული ინფო."


image"ტირილის მეტი რამე დაგვრჩა? ვზივარ და ვერ ვჩერდები.
ამ დროისთვის უკვე 50 გარდაცვლილი!"image"ფბ-ის ყველაზე სევდიანი და საჭირო ფუნქცია.
ასი კაცი მწერს ვეღარ გპასუხობთ... მე თბილისში ვარ... არ ვარ სამწუხაროდ ნიცაში, ეხლა ყველაზე მეტად მინდა იქ ყოფნა..."

imageანანო ბაკურაძე თავისი სახლის ფოტოსაც აქვეყნებს ნიცაში:image"აღარ ვიცი რა დავწერო. განადგურებულები ვართ. გუშინ ღამე საერთოდ ბიბი-სისაც კი არ ედო ახალი ამბები ნიცაზე ჩემმა მეგობრებმა რომ მომწერეს, ჯერ არავინ არ ავრცელებს და გაავრცელეო, ფოტოებს და ვიდეოებს მიგზავნიდნენ და ვავრცელებდი მეც ავტომატურად.
ახლა ცოტა ხანს მეძინა და რომ გავიღვიძე მივხვდი რომ ჩემს ქალაქშიც ჩამოაღწიეს ამ ლაჩრებმა, ყველაზე სულმოკლე არსებებმა...
ყველაზე საშინელება და ტრაგედია ის არის, რომ ამ ამბავს ჩემი ორი ჯგუფელი გოგო შეეწირა, ვერ ვჩერდები რომ მახსენდება შეიძლება მეც, ნუციც და მათ გარდა მილიონი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იქ ყოფილიყო, უფრო მეშინია.
მათაც ეს უნდათ გვეშინოდეს... ხოდა გვეშინია უკვე, მე მართლა მეშინია, ისე რომ კიდე დიდ ხანს ვერ ჩავალ იქ, მითუმეტეს იმის მერე რაც ვნახე...
ჩემი ჯგუფელი გოგოები...
ეროვნული ზეიმი ეროვნულ გლოვად აქციეს. მეტი რაღა უნდა ქნან, ადრე რიცხვებს მაინც არ ამთხვევდნენ, ახლა უკვე ყველაფრის განადგურება დაიწყეს, ყველაფერი იმისი რაც საფრანგეთისთვის ღირებულია, ფრანგებისთვს ძვირფასი."image"ამას ქვია რომ მორალურად განადგურებენ! და ხვდები რა უსუსური ხარ..."image

ბოლო მონაცემებით ტერაქტის შედეგად დაღუპულია 84, ხოლო დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი....


imageimageimageimage

0
742
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
742
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0