x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
15 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს დადებას პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისას ვლაქერნას.

imageბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდე კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმიდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთის მახლობლად მდებარე პატარა სოფელში ისინი ერთ მოხუც ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კითხვის პასუხად, თუ რა სიწმინდე ინახებოდა მასთან, ქალმა გაამხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს - ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელთაგანი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის მოახლოებისას ის სხვისთვის, ქალწულისათვისვე გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმინდე ამ ოჯახში. ძვირფასი კიდობანი წმინდა სამოსლით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატივსაცემად ახალი ეკლესია ააგეს. 458 წლის 2 ივლისს წმიდა გენადი კონსტანტინოპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერი პატივით გადაასვენა ამ ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი. დღესასწაული აერთიანებს ორ მოვლენას: ღვთისმშობლის სამოსლისა და მისივე სარტყლის დადებას ვლაქერნაში.
შემდგომში არაერთხელ უხსნია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქალაქი, რომელსაც უძღვნა თავისი წმინდა სამოსელი - ასე იყო 626 წელს კონსტანტინოპოლის დაცვისას ავართა ალყისაგან, 677 წელს სპარსთა შემოტევისაგან, 717 წელს - არაბებისგან; 860 წელს - რუს წარმართთაგან.
დედა ღვთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და ვლაქერნის ღვთისმშობლის საწაულმოქმედი ხატი სხვა სიწმიდეებთან ერთად ღვთის ნებით საქართველოში მოხვდა.
ყოველი წლის 15 ივლისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან. დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური მრევლი.

0
90
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავით ჭიხორია
დავით ჭიხორია
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0