x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველის ღვეზელი (4 რეცეპტი)

image

image

ყველის კვერები არაჟნით

imageimage
ინგრედიენტები:

ყველი (მაგარი, ქარხნული) - 400 გრ.
არაჟანი (20% ცხიმიანობით) - 240 გრ.
კარაქი - 60 გრ.
ცომის გამაფხვიერებელი - 2 ჩ. კ.
პურის სოდა - 0, 5 ჩ. კ.
მარილი - ერთი მწიკვი
ფქვილი - რასაც შეიზელს
კვერცხის გული - 1 ც.
ვანილი

მომზადება:

1. გახეხეთ სახეხზე ყველი და მოათავსეთ ღრმა თასში.
2. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ 1 ჭიქა ახალგაცრილი ფქვილი, მარილი, სოდა და გამაფხვიერებელი.
3. ამ მასალას, ჩანგლით ან ხელით, შეაზილეთ ცივი კარაქი.
4. როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ, შეურიეთ გახეხილ ყველს და დაამატეთ არაჟანი. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ და იმდენი ფქვილი დაუმატეთ, რომ მიიღოთ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი.
5. ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააკეთეთ გუნდები.
6. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა ცალ-ცალკე 2 სმ-ს სისქეზე და გაყავით 8 ნაწილად და დაალაგეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე.
7. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა არაჟანი, რძე ან წყალი, ცოტა ვანილი და საკონდიტრო ფუნჯით გადაუსვით კვერებს.
8. გააცხელეთ ღუმელი 200°C-ზე და კვერები შედგით გამოსაცხობად 20 წუთით.
image

imageimage

ყველის კვერი ხაჭოს ცომით

image

image


ინგრედიენტები:


ყველი (მაგარი, ქარხნული) - 150 გრ.
ხაჭო ( 9 % ცხიმიანობით) - 250 გრ.
კარაქი (დარბილებული) - 150 გრ.
გამაფხვიერებელი - 1 ჩ. კ.
მარილი - 0, 5 ჩ. კ.
შაქარო - 0, 5 ჩ. კ.
არაჟანი - 1 ს. კ.
კვერცხი - 1 ც. და 1 გული
ფქვილი - რასაც შეიზელს
სეზამი - მოსაყრელად
ვანილი

მომზადება:

1. ერთმანეთ შეურიეთ 1 ჭ. ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და შაქარი.
2. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ხაჭო და კარაქი, დაამატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ.
3. ერთმანეთს შეურიეთ მშრალი ნაერთი და თხევადი მასა. დაამატეთ ფქვილი იმდენი, რომ მიიღოთ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი. დაასვენეთ ცომი 10 წთ.
4. შიგთავსისთვის გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე და დაამატეთ არაჟანი და კარგად
შეურიეთ.
5. ჩართეთ ღუმელი 190°C-ზე.
6. ცომი გაყავით ორ ნაწილად, ისე რომ, ერთი გუნდა მეორეზე დიდი იყოს.
7. ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ კალკაზე, რომელიც თუნუქის ფურცელზე არის მოთავსებული, გააბრტყელეთ პატარა გუნდა და გაანაწილეთ მასზე გულსართი.
8. გააბრტყელეთ მეორე გუნდა, დააფარეთ გულსართიან ფენას და გვერდები ქვემოთ შეუკეცეთ, ისე რომ ყველი არ გამოვიდეს.
9. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა არაჟანი, რძე ან წყალი, ცოტა ვანილი და საკონდიტრო ფუნჯით გადაუსვით კვერს. ზემოდან მოაყარეთ სეზამის მარცვლები და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.
20-30 წუთში მზად იქნება.

image

imageimage

იტალიური ყველის ღვეზელი

image

image

ინგრედიენტები:

ყველი მაგარი — 300 გრ.
ფენოვანი ცომი საფუარის გარეშე — 500 გრ.
კვერცხი — 3 ცალი

მომზადება:

1. ცომი გაშალეთ პერგამენტის ქაღალდზე და გაადნეთ > ცომის ფენები ისე დააწყეთ, რომ 2, 5 სმ-ით ერთმანეთს კვეთდნენ > გადაბმის ადგილი თითით დააწებეთ.
image2. პერგამენტი თუნუქის ფურცელზე გადაიტანეთ > ცომი კუთხეებში ჩაჭერით და გადმოკეცეთ, ისე რომ გვერდები ორმაგი სისქის იყოს > ჩართეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
image3. ყველი გახეხეთ > კვერცხი ჩანგლით ათქვიფეთ (სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუმატოთ: მარილი, პილპილი, ცოტა ვანილი, კვერცხის სუნის გასანეიტრალებლად) > დაუმატეთ გახეხილი ყველი.
4. გულსართი თანაბრად გაანაწილეთ ცომზე > ღვეზელი შედგით ღუმელში 20 წუთით.
image5. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, 10 წუთი გააჩერეთ, რომ ცოტა შეგრილდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაჭერით.

image

imageimage

ყველის ნაზი ღვეზელი

image

image
მასალა ცომისთვის:

ფქვილი — 350 გრ.
არაჟანი (30%) — 200 გრ.
მარგარინი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) — 200 г
გამაფხვიერებელი — 10 გრ.

მასალა გულსართისთვის:

ყველი “ბრინზა" — 150 გრ.
ყველი მაგარი — 200 გრ.

გადასასმელად:

კვერცხის გული — 1 ცალი
ვანილინი — 0, 5 გრ.

მომზადება:

1. თასში მოათავსეთ ცომის ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი.

image2. ცომისგან გააკეთეთ გუნდა > შეახვიეთ სამზარეულოს აპკში > შეინახეთ მაცივარში 1 სთ.

image3. გულსართის მოსამზადებლად: ყველის ორივე სახეობა გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ერთმანეთს შეურიეთ.

image4. გაყავით ცომი და გულსართი 3-3 ნაწილად > გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი > შუაში მოათავსეთ გულსართის მესამედი ნაწილი > გადმოაფარეთ მას ცომის ჯერ ერთი ნაწილი, ხოლო შემდეგ მეორე > თავში და ბოლოში ცომი კარგად დააწებეთ.
image5. საცხობ ფირფიტაზე დაფინეთ პერგამენტის ცხიმწასმული ქაღალდი > ზემოდან მოათავსეთ გამზადებული ღვეზელი, “ნაკერით" ქვევით და თავი და ბოლო შემოუკეცეთ > გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილინიანი კვერცხის გული.
image6. გამოაცხეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

0
381
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0