x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეს საშინელებაა!!! აი რა მოსდის ტვინს, ძილის წინ, სმარტფონის მოხმარების შემთხვევაში

ახალი ამბების გაცნობა ტრანსპორტში, მეგობრებთან საუბრის და სადილის დროს. სიარულის დროს, შეტყობინების კითხვა. ნებისმიერ მოსახერხებელ დროს, სმარტფონის ეკრანზე მიშტერება... ასეთი საქციელით, ვეღარავის გააკვირვებთ! მზრუნველმა მეცნიერებმა დაითვალეს, რომ საშუალოდ, თანამედროვე, მოდური ტელეფონის მფლობელი, სიახლეებს ყოველ 6 წუთში ერთხელ ამოწმებენ. ყველამ მიიღო ეს ფაქტი და შეეგუა, რადგან პროგრესისთვის წინააღმდეგობის გაწევა ადვილი არ არის. მაგრამ, მკვლევარებმა არ შეწყვიტეს ამ მიმართულებით ძიება, რადგან სმარტფონების გავლენა ჯანმრთელობაზე აშკარაა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი ზიანი სმარტფონის გამოყენებას, უშუალოდ, ძილის წინ მოაქვს! ამის გაგების შემდეგ, იმედია, ბევრი უარს იტყვის ამ მავნე ჩვევაზე.


image


ძილი — მგრძნობიარე ფიზიოლოგიური პროცესია. იმისთვის, რომ ადამიანმა სწრაფად დაიძინოს და ენერგიის აღდგენა შეძლოს, ორგანიზმში გარკვეული სახის ჰორმონები უნდა გამოიყოს. ამისთვის კი, გარკვეული პირობები არის საჭირო: საძინებელი განიავებული უნდა იყოს, უნდა ბნელოდეს და ადამიანი კომფორტულად გრძნობდეს თავს. სმარტფონის განათებული ეკრანი ნამდვილად ვერ მოხვდება ძილისთვის იდეალური პირობების ჩამონათვალში, რადგან ეკრანის სინათლე ხელს უშლის მელატონინის ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც დაღლილობის შეგრძნებას და ძილის მოთხოვნილებას იწვევს. სმარტფონის ეკრანიდან მომდინარე ფოტონები სიგნალს იძლევიან: “ჯერ ძილის დრო არ არის". “რამდენი სიახლეა, რამდენი საინტერესო ინფორმაციაა!" შედეგად, გვიან და ნელა მიმდინარეობს ჩაძინების პროცესი და საჭიროზე ნაკლები სძინავს ადამიანს!


image


მეცნიერები იმასაც ხსნიან, თუ რატომ არის საჭირო მშვიდი ძილი, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 7–9 საათის მანძილზე ნეირონებმა სრულად უნდა დაისვენონ. გარდა ამისა, ტვინი უნდა გაიწმინდოს ნეიროტოქსინებისგან (ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ნერვულ უჯრედებზე მოქმედებს). ეს კი მხოლოდ ხანგრძლივი ძილის დროს არის შესაძლებელი. თუ ტვინის გასუფთავება, მავნე ნივთიერებებისგან, არ ხდება, ადამიანს ფიქრი და კონცენტრაცია უჭირს, პრობლემები ექმნება მეხსიერებასთან დაკავშირებით, აქვს შენელებული რეაქციები. ხშირია, მეხსიერებაში ჩავარდნებიც! ადამიანი, რომელსაც ცოტა სძინავს – ზომბირდება. ეს კი ძალიან დიდი მსხვერპლია… გაერთეთ, რა თქმა უნდა... მაგრამ, უშუალოდ, ძილის წინ – არა!


image

0
651
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0