x
image
natia.a
როგორ შევარჩიოთ და მივირთვათ სწორად ნესვი - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image
ნესვი ზაფხულის ცხელ დღეებში ერთერთი ყველაზე პოპულარული, ბევრისთვის საყვარელი პროდუქტია. თუმცა, თუ არ ვიცით მისი სწორად შერჩევა და მირთმევა სიამოვნების მაგივრად, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეგვიქმნას.

როგორ ავარჩიოთ ნესვი


image

- ნესვი ისევე, როგორც სხვა ბაღჩეული, უმჯობესია შეიძინოთ სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ ადგილზე, იქნება ეს მაღაზია, თუ ბაზრის დახლები.

- მოერიდეთ ტრასაზე გამოტანილი ნესვის ყიდვას.

- არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ გაჭრილი პროდუქტი - მასში სწრაფად მრავლდება მიკრობები და ჭუჭყი.

- ყურადღებით დააკვირდით კანს - მასზე არ უნდა იყოს ლაქები და ნახეთქები.

- შეძენამდე დაყნოსეთ პროდუქტი - მწიფე ნესვს საკმაოდ გამოხატული არომატი აქვს, რომელიც არაფერში შეგეშლებათ.

- მაღაზიის დახლებზე ნესვი უკვე ივნისის შუა რიცხვებიდან ჩნდება, მაგრამ სპეციალისტები გვირჩევენ სიფრთხილით მოვეკიდოთ ადრეულ პროდუქტს, რადგან დამწიფების პროცესის დასაჩქარებლად, ნაყოფი გამოჰყავთ ცელოფანში და აძლევენ დიდი რაოდენობით აზოტს. ამ პირობებში ნესვი სწრაფად იზრდება და რამდენიმე თვეში აღწევს სასურველ ზომას. მაგრამ ასე მცირე დროში ვერ ასწრებს დაგრვილი ნიტრატებისგან გათავისუფლებას. თუ ამას დაემატება მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დიდი დროით ყოფნა, ამ ყველაფერმა შეიძლება სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში.

როგორ გავამზადოთ


image

- ნესვი აუცილებლად გულდასმით უნდა გაირეცხოს, რათა გაჭრისას ზედაპირიდან რბილობში არ იქნას შეტანილი ჭუჭყი.

- ნაყოფის გაჭრა რეკომენდებულია უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ.


როგორ მივირთვათ


image

- ნესვი უმჯობესია არ მიირთვათ არც ერთ სხვა საკვებ პროდუქტთან ერთად, მათ შორის არც ხილთან.

- რეკომენდებული არ არის ნესვის მირთმევა მშიერ კუჭზე.

- იდეალურია, თუ მივირთმევთ კვებიდან არაუადრეს 2 საათის შემდეგ.

- არ მიაყოლოთ ნესვს ცივი წყალი, იოგურტი ან რძე.

- მიირთით მხოლოდ რბილი ნაწილი. კანთან ახლოს მდებარე, შედარებით მაგარ ნაწილში უფრო დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებებია.

- უმჯობესია თუ ნესვს გაჭრისთანავე მიირთმევთ. მაცივარში მისი შენახვა არ შეიძლება ერთ დღე-ღამეზე მეტ ხანს.



image


ასე რომ, შეარჩიეთ და მიირთვით სწორად და იყავით ჯანმრთელნი!





1
1142
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1142
  
2018, 4 ივლისი, 15:59
გამოსადეგი და საჭირო სტატიაა
0 1 1