x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყველას თავისი დანიშნულება აქვს

იგავი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა ნაკლი უპირატესობად


image


ჩინეთში, ერთ მოხუც ქალს, ორი დოქი ჰქონდა. ამ დოქებით ის, ყოველ დღე, წყალზე დადიოდა. ქალი ორივე დოქს პირამდე ავსებდა, მაგრამ სახლში მხოლოდ ერთნახევარი დოქი წყალი მოჰქონდა. ერთი დოქი ოდნავ გაბზარული იყო და წყლის ნახევარი გზაში იღვრებოდა.

მთელი დოქი ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, ხოლო გაბზარულს –გამუდმებით რცხვენოდა საკუთარი ნაკლის. მას ძალიან ეცოდებოდა მოხუცი ქალი, რომელიც იძულებული იყო დღეში რამდენჯერმე წყალზე წასულიყო და ერთხელ მას უთხრა:
– მაპატიე, რომ ნახევარი წყალი გზაში მეღვრება. მე, წყლის შესაჩერებლად, არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
მაგრამ, ბრძენმა მოხუცმა გაიღიმა და უპასუხა:
– შეამჩნიე, რომ შენს მხარეს, მე უმშვენიერესი ყვავილები დავრგე, ხოლო მეორე მხარეს – არა? შენი დახმარებით, მე მათ ყოველდღე ვრწყავ. ხოლო ისინი, თვალსა და სულს ახარებენ, ალამაზებენ ჩემი სახლისკე სავალ გზას. შენ რომ არა, მთელი ეს სილამაზე არ იქნებოდა. ეს ყველაფერი, მხოლოდ შენი დამსახურებაა.

0
236
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0