x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გიგასის კოდექსი - ხელნაწერი წიგნი, რომელიც ერთ ღამეში დაიწერა

imageეს არის ყველაზე დიდი და საიდუმლოებებით მოცული ხელნაწერი წიგნი მსოფლიოში. იგი წარმოადგენს შუა საუკკუნეების ყველაზე დიდ მანუსკრიპტს. მას მოიაზრებენ, როგორც მსოფლიოს მერვე საოცრებებიდან ერთ-ერთს. წარსულში მიიიჩნეოდა რომ ეს წიგნი შეიცავდა მთელ იმ ცოდნას, რაც ადამიანს მოუპოვებია. ეს არის ყველაზე საოცარი, განსაკუთრებული, მომხიბვლელი, უცნაური და გაუგებარი წიგნი.
მონაცემებიც საკმაოდ შთამბეჭდავია იგი იწონის 75 კილოგრამს, ამიტომ მის გადასაადგილებლად მინიმუმ ორი ადამიანია საჭირო. სიგრძეში 1მეტრამდეა, სიგანეში 0.5მ, სისქით კი22სმ. აქვს ხის ჩარჩო და მორთულია მეტალის ნაკეთობებით. ხის მასალის ყდაში ჩასმულია 310 ფურცელი, რომელიც დამზადებულია 160 ცხოველის ტყავისგან, სავარაუდოდ კი ვირის ტყავისგან.
არსებობს ეჭვი, რომ აქედან 10ცალი ფურცელი დაიკარგა, თუმცა სად აორთქლდა არავინ იცის. გვერდები გაფერადებულია წითლად, ლურჯად, ყვითლად, მწვანედ და ოქროსფრად. დიდი ასოები გამუქებულია და გამოყოფილი.
წიგნი დაწერილია ლათინურ ენაზე და შეიცავს ახალ და ძველ აღთქმებს, იესოს სიბრძნეს, ებრაელთა ომებს, ბიბლიური თუ სხვა პერსონაჟების ცხოვრების აღწერილობებს, მონასტრის კანონებს, ყველაფერს სამკურნალო რჩევებიდან დაწყებული მაგიური ფორმულებითა და ოკულტური შელოცვებით დამთავრებული. სწორედ ამ წიგნშია მოცემული ეგზორცისტული სეანსების დროს გამოყენებული შელოცვები, რომლითაც შეპყრობილ ადამიანთა სხეულებიდან ბოროტ სულებს დევნიან.
მისტიურ ელფერს მატებდა მას ის ლეგენდა რომ მისმა ავტორმა სული ეშმაკს მიჰყიდა. არსებობს ასეთი მითი წიგნის შექმნასთან დაკავშირებით: მე-13 საუკუნეში ბოჰემიის ბენედიქტის მონასტრის ერთ-ერთ განდევნილ ბერს, ჰერმანს მიესაჯა სიკვდილი, საშინელი ცოდვის გამო რომელიც ლეგენდაში გასაიდუმლოებულია.
ბერი ემუდარებოდა წინამძღვარს, შეენარჩუნებუნა მისთვის სიცოცხლე და სანაცვლოდ იგი დაწერდა წიგნს ერთ ღამეში, რომელიც სახელს გაუთქვამდა მონასტერს. მას ნება დართეს, გაეკეთებინა დაპირებული. მეორე დილით კი ან წიგნს ჩაიბარებდნენ, ან მის სიცოცხლეს.
სასოწარკვეთილი ბერი წერას შეუდგა, მაგრამ რამდენიმე საათში მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო დილამდე დაემთავრებინა სამუშაო, და მაშინ, მან აღავლინა ლოცვა არა ღმერთის, არამდედ დაცემული ანგელოზის მიმართ...
მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა ხელლნაწერი და აღმოჩნდა, რომ იგი დაწერილია ერთი და იმავე მელნით, მეტიც, არ მოიძებნა არც ერთი მექანიკური თუ ორთოგრაფიული შეცდომა, არსად არ არის შეცვლილი ასოების გრაფიკული მოხასულობა, ანუ მთელი ხელნაწერი ერთგვაროვანია, რის გამოც გამორიცხულია, რომ იგი სხვადასხვა ადამიანს დაეწერა, ანუ გამოდის, რომ მთელი წიგნი მართლაც ერთი პიროვნების მიერ არის შექმნილი. თუმცა, ასეთი მასიური წიგნის დაწერას ათწლეულები დასჭირდებოდა. ამ დროის მანძილზე კი დამწერს აუცილებლად უნდა შეცვლოდა კალიგრაფია, დაქვეითებოდა მხედველობა, სახსრების ტკივილისა და ხელის კანკალისგან ასოებიც უნდა შეცვლილიყვნენ. თუმცა ამის მსგავსი ხელნაწერს არ ეტყობოდა. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ წიგნი ერთმა ადამიანმა დაწერა, მან ეს არაადამიანურად მოკლე დროში მოახერხა.
თუმცა საკითხავია თუ კი ამაში სატანის ხელი ურევია, რატომ არ იგრძნობა ეს ნაწერის შინაარსში? არაფერია მასში ისეთი, რაც ამ უკანასკნელს დადებითი კუთხით წარმოაჩენდა.
ასევე წიგნს ეწოდა "სატანის ბიბლია" რადგან ერთ-ერთ გვერდზე (290გვ) გამოსახულია სატანა. ეს იყო ერთადერთი წიგნი თავის ეპოქაში რომელშიც სატანა იყო გამოსახული. თუმცა ყარყუმის საცვლითა და უცნაური პოზით ეს არსება მულტფილმის რომელიმე პერსონაჟს უფრო ჰგავს ვიდრე ხორცშესხმულ ბოროტებას.

imageსაუკუნეების მანძილზე ნაშრომი ინახებოდა ეკლესია-მონასტრებსა და სამეფო სასახლეებში. ასევე ცნობილია რომ 1648 წელს შვედმა ჯარისკაცებმა მოიპარეს, მაგრამ მოგვიანებით ისევ გამოჩნდა და ამჟამად შვედეთში, სტოკჰოლმის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აქვს დამკვიდრებული ადგილი. აქვე გეტყვით რომ 2008 წელს სპეციალისტებმა შეამოწმეს და მისი ღირებულება 1, 5 მილიონი დოლარით განსაზღვრეს
ვინ შექმნა წიგნი და რატომ? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე გაუგებარია.

0
283
1-ს მოსწონს
ავტორი:qeti araviashvili
qeti araviashvili
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0