x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ათი ყველაზე რომანტიკული სასიყვარულო ჟესტი ცნობილი კინოფილმებიდან
"მე შენ მიყვარხარ!" - ბევრს ჰგონია, რომ ეს სიტყვები სრულიად საკმარისია სიყვარულის გამოსახატავად, მაგრამ შეყვარებულ ადამიანს მოლოდ ლიტონი სტყვები არ აკმაყოფილებს: მას სურს უფრო მეტი- მხოლოოდ სიტყვებით კი არ აუხსნას სიყვარული საყვარელ არსებას, არამედ საქმით, რაიმე ჟესტით თუ საქციელით დაამტკიცოს თავისი გრძნობის სიღრმე და სიდიადე. მაინც როგორ აკეთებენ ამას კინოგმირები? - მოდით, გავიხსენოთ სიყვარულის ათი ყველაზე ცნობილი, ყველაზე რომანტიკული გამოხატვა ეკრანზე, რომელთა ნახვა აუღელვებლად შეუძლებელია.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ყველაზე რომანტიკული და ცნობილი სასიყვარულო ჟესტი პოპულარული კინოფილმებიდან.


ედუარდი სახანძრო კიბეზე - "ლამაზმანი" (Pretty Woman, 1990 წელი)



image

მილიონერ მამაკაცს შეუძლია საყვარელი ქალისათვის უამრავი ფული დახარჯოს, თუმცა ამით მას შეუძლია ქალს დაანახოს საფულის სიდიდე, მაგრამ არა გრძნობებისა. ამიტომ გარი მარშალის ცნობილ კინოლენტაში რიჩარდ გირის პერსონაჟი ვივიენს ბრილიანტებითა და მარგალიტებით კი არ ავსებს, არამედ მისი სასიყვარულო ჟესტი გაცილებით რომანტიკული, გამომხატველობითი და სარისკოა. ძლევს რა თავის თავში სიმაღლის შიშს, ედუარდი სახანძრო კიბით მიძვრება საყვარელი ქალის ოთახისაკენ, რომ ვივიენს ყვავილები მიუტანოს და უჩვენოს, რომ მის გამო ის მზადაა გაუმკლავდეს ყველანაირ ფობიასა და შიშს.


კეტის სონეტი - "ჩემი სიძულვილის ათი მიზეზი" (10 Things I Hate About You, 1999 წელი)


image

როდესაც ვიხსენებთ რომანტიკულ ჟესტს ჯილ ჯანგერის ახალგაზრდული ფილმიდან, ჩვენი აზრი ფიქსირდება პატრიკ ვეროის მიერ შესრულებულ ეპიკურ მუსიკალურ ნომერზე, მაგრამ იმ სიუჟეტში, როცა ჰიტ ლეჯერის პერსონაჟი მთელი სკოლის თვალწინ ასრულებს ჰიტს Can't Take My Eyes Off You, ის მხოლოდ და მხოლოდ იწყებს მთავარი გმირი ქალის შეყვარებას. ამიტომ ის მღერის არა სიყვარულის, არამედ ფულის გამო. გაცილებით რომანტიკულია ფინალური ჟესტი გმირი გოგონასი, როცა კეტი მთელი კლასის წინაშე თვალცრემლიანი კითხულობს თავის ლექსს მასზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მან ვერაფრით ვერ შეძლო პატრიკის შეძულება. აი, ესაა ნამდვილი სიყვარული.


პორტუგალიური ენის შესწავლა - "რეალური სიყვარული" (Love Actually, 2003 წელი)


image

როცა ლაპარაკობ ინგლისურად, ანუ ყველასათვის გასაგებ საერთაშორისო ენაზე, სულაც არაა საინტერესო ზმნიზედების და შორისდებულების შესწავლა შენთვის გაუგებარ უცხო ენაზე, მაგრამ სიყვარულის გულისათვის ბრიტანელი ყველაფერზე წამსვლელია. რიჩარდ კერტისის რომანტიკულ კომედიაში კოლინ ფერტის პერსონაჟი, მწერალი ჯეიმი გადაწყვეტს შეისწავლოს პორტუგალიური ენა, რათა სიყვარულში გამოუტყდეს ყოფილ შინამოსამსახურეს აურელიას. სრულყიფილად ენის ფლობას ის ვერ ახერხებს, მაგრამ იმდენ პორტუგალიურს კი ისწავლის, რომ ქალს სიყვარული აუხსნას და რა კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდება, როცა გაიგებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში აურელია ინგლისურს სწავლობდა, რათა თავისი გრძნობები მამაკაცისათვის გაემხილა.


დღიურის წაკითხვა - ''დღიური'' (The Notebook», 2004 წელი)


image

ნიკ კასავეტისის ცნობილ რომანტიკულ კინოლენტაში რომანტიკული ჟესტის გამომხატველი უამრავი მომენტია, მაგრამ ყველაზე გულისამაჩუყებელია ის ქცევა, რის გამოც ამ ფილმს სახელი "დღიური" დაერქვა-როცა მისი მოხუცი ცოლი ელი მეხსიერებას კარგავს, ნოა მას გამუდმებით უკითხავს ჩანაწერების დღიურს იმ იმედით, რომ წარსულის მომენტების გახსენება მის მეხსიერებაში ოდნავ გამონათებას მაინც გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთად განვლეს ათეულობით წლები, მამაკაცს არ სურს არცერთი სასიამოვნო მოგონების დავიწყება. აი, რატომ აღმერთებენ ამ ფილმს მთელი მსოფლიოს ქალები.


ფოტოსურათის მოპარვა - ''დაივიწყე სარა მარშალი'' (Forgetting Sarah Marshall» 2008 წელი)


image

ნიკოლას სტოლერის რომანტიკული კომედიის მთავარ გმირ ქალს საშინლად არ მოსწონს, რომ ადგილობრივი ბარის ტუალეტში მისი მკერდმოშიშვლებული სურათი ჰკიდია, მაგრამ ვერაფერს ახერხებს-ფოტო მისი თანხმობით გადაიღეს მაშინ, როცა ის ყოფილ ბოიფრენდთან ერთად ცხოვრობდა. როცა ფილმის კულმინაციურ მომენტში რეიჩელსა და მის ახალ შეყვარებულ პიტერს შორის ურთიერთობა დაიძაბება და პიტერი გადაწყვეტილებას ღებულობს ლოს-ანჟელესში დაბრუნდეს, წასვლის წინ ის ბარიდან იპარავს ქალის ფოტოს და რეიჩელს უბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო მას ბარის ზორბა ტანის მეპატრონისაგან კარგად მოხვდება. ყმაწვილის კეთილშობოლური საქციელი ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დიდი გრძნობა გააჩნია მას რეიჩელის მიმართ და რაოდენ დიდ პატივს სცემს ამ ქალს.


ჰეიზელის სურვილის შესრულება - "დამნაშავეა ვარსკვლავები" (The Fault in Our Stars» 2014 წელი)


image

ამერიკაში არსებობს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მომაკვდავ ბავშვებს უკანასკნელ ნებისმიერ სურვილს უსრულებს. როცა ფილმის მთავარი გმირი გოგონა, კიბოთი ავადმყოფი ჰეიზელი პატარა იყო, მან ეს სურვილი უკვე გამოიყენა-გოგონას ნატვრა - ენახა დისნეი ლენდი, ამ საქველმოქმედო ორგანიზაციამ შეუსრულა. როცა ჰეიზელი წამოიზარდა, ის კვლავ დადგა სასიკვდილო საფრთხის წინაშე-კიბომ ისევ გამოაჩინა თავისი ბრჭყალები, მაგრამ ამჟამად უკვე შეუძლებელი გახდა სურვილის ასრულება-წასულიყო ამსტერდამში და შეხვედროდა საყვარელ მწერალს. ოცნების ასრულებაში ჰეიზელს მისი შეყვარებული, ასევე კიბოთი ავადმყოფი გასი ეხმარება. ის თავისი სურვილის ასრულებას გოგონას ჩუქნის და ბედნიერი ჰეიზელი ასე მოახერხებს ჰოლანდიაში წასვლას და თავის კუმირთან შეხვედრას.


საქმროსთან დაშორება უცხო ადამიანის გამო - ''უძინარნი სიეტლში'' ( Sleepless in Seattl 1993)


image

მაშინ, როცა ნორა ფორმანის რომანტიკული კინოფილმის მთავარი გმირი ქალი (მეგ რაიანის შესრულებით) უცნობი მამაკაცის არსებობის შესახებ შეიტყობს, ის უკვე საქორწინო სამზადისშია ჩაფლული და საკმაოდ წარმატებულ და სერიოზულ კაცზე აპირებს გათხოვებას, მაგრამ ლტოლვა იმ მამაკაცის მიმართ, რომლის მხოლოდ ხმა გაიგონა რადიოში, იმდენად ძლიერია, რომ ენი ჩაშლის ქორწილს და გაფრინდება ნიუ-იორკში სრულიად უცნობ მამაკაცთან ბედნიერების საძებნელად.


უარის თქმა უკვდავობაზე - ''ბეჭდების მბრძანებელი- მეფის დაბრუნება'' (The Lord of the Rings: The Return of the King, 2003 წელი)


image
ჯონ ტოლკიენის წიგნებსა და მათ მიხედვით გადაღებულ ფილმებში ელფები არ ბერდებიან და არ კვდებიან. ისინი შეიძლება მოკლან მტრებმა, მაგრამ დრო მათ წინააღმდეგ უძლურია. პრინცესა არვანმა არ მოისურვა ისე ცხოვრება, როგორც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე. იმისათვის, რომ მეფე არაგორნის ცოლი გახდეს, ლივ ტაილერის გმირი უარს ამბობს ელფების უკვდავობაზე და მათ სამოთხეზე -ვალინორზე და ფაქტიურად მოკვდავი ადამიანი ხდება.


ილზასთან განშორება - ''კასაბლანკა'' (Casablanca, 1942 წელი)


image

ჰოლივუდის მიერ გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო კლასიკურ კინოლენტაში მთავარ გმირ რიკს მეორე შანსი მიეცემა ილზას დაეუფლოს და გახდეს მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული, მაგრამ მას არ შეუძლია ამ შანსის გამოყენება. ის აცნობიერებს, რომ ილზა ადრე თუ გვიან ინანებს, რომ მისი გულისთის ქმარს დაშორდა, ამიტომ რიკი არწმუნებს ინგრიდ ბერგმანის გმირს დატოვოს ის კასაბლანკაში და ქმართან ერთად გაფრინდეს ნიუ-იორკში. ის, რომ ილზა ემორჩილება ამ გადაწყვეტილებას, მოწმობს, რომ რიკი მართალია. მამაკაცი საყვარელი ქალის ბედნიერებისათვის თავის ბედნიერებაზე უარს ამბობს.


უარის თქმა თავის გადარჩენაზე - "ტიტანიკი" (Titanic, 1997წელი)


image


ძნელია მოიფიქრო უფრო მეტად სულისშემძვრელი და გულისამაჩუყებელი ჟესტი სიყვარულისა, ვიდრე ესაყვარელი ადამიანის გულისათვის სიკვდილი. "ტიტანიკის'' ფინალში ლეონარდო დი კაპრიოს გმირი აცნობიერებს, რომ როუზის გადასარჩენად მისი სიცოცხლის გაწირვაა საჭირო. ამიტომ ის არ ცდილობს ხის დაფაზე აძრომას, რომელიც როუზის გადარჩენის ერთადერთი შანსია, მაგრამ ის ორი ადამიანის სიმძიმეს ვერ გაუძლებს. ბოლოს და ბოლოს ჯეკი სხეულის გადაციებისაგან კვდება და როუზის თვალწინ ჩაიძირება უსასრულო ოკეანის ფსკერზე. აბა რომელ თქვენგანს არ უტირია ამ კადრების ხილვისას?


0
485
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0