x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რეპრეზენტაციული უგულებელყოფა
imageმენტალური სურათის ზომისა და სკალირების შესახებ კვლევის მთავარი იდეა არის ის, რომ ჩვენ წარმოვიდგენთ და ვიყენებთ მენტალურ სურათებს ისე, რომ ისინი ჩვენი წარმოდგენებისა და აღქმების ექვივალენტურნი არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ მენტალურ სურათებს ვიყენებთ ზუსტად ისევე, როგორც ჩვენს ფაქტობრივ აღქმას. მაგალითად, როდესაც შენობას უყურებთ შორიდან, ვერ შეძლებთ დეტალების ისე მკაფიოდ გარჩევას, როგორც ამას ახლოდან შეძლებდით. ჩვენი მხედველობის არე შეზღუდულია. ზოგადად, დიდი ობიექტების დეტალების გარჩევა უფრო ადვილია, ვიდრე იმავე დეტალების პატარა ობიექტზე. ჩვენ უფრო სწრაფად ვპასუხობთ ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ დიდ ობიექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს, ვიდრე პატარა ობიექტთან დაკავშირებულს. თუ დავუშვებთ, რომ აღქმა და მენტალური რეპრეზენტაციები ფუნქციურად ექვივალენტურია, მაშინ ადამიანები უფრო სწრაფად უპასუხებენ დიდი ობიექტების მახასიათებლებთან დაკავშირებულ შეკითხვებს, ვიდრე იმავე შეკითხვებს პატარა ობიექტთან დაკავშირებულს.

ერთ-ერთი მტკიცებულება პერცეპციასა და მენტალურ სურათებს შორის მსგავსების დასამტკიცებლად, შეიძლება ვიპოვოთ რეპრეზენტაციული უგულებელყოფის მაგალითებშ. ბევრი ადამიანი შეწუხებულია სივრცითი უარყოფისაგან, ასევე შედარებით უარესი ფორმისგან, რომელსაც რეპრეზენტაციული უგულებელყოფა ჰქვია. სივრცითი უარყოფისას ადამიანი თავისი მხედველობის ნახევარს იგნორირებას უკეთებს. რეპრეზენტაციული უარყოფისას ადამიანი, რომელსაც სთხოვენ წარმოიდგინოს სცენა და აღწეროს, იგნორირებას უკეთებს წარმოდგენილი სცენის ნახევარს. მიუედავად იმისა, რომ ეს ორი ტიპი, ხშირად, ერთდროულად იჩენს თავს, შეიძლება იარსებონ დამოუკიდებლადაც. პერუმ და ზაპაროლიმ (1999) აღწერეს იმ ქალის შემთხვევა, რომელსაც არ აღმოაჩნდა სივრცითი უარყოფისათვის დამახასიათებელი ნიშნები, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა პრობლემა ისეთი დავალებების შესრულებაში, რომელიც მოითხოვდა მენტალური სურათების გამოყენებას.

რეპრეზენტაციული უგულებელყოფა პირველად აღწერეს ბისიაჩმა და ლუზატიმ 1978 წელს (Bissiach & Luzzatti, 1978). ისინი პაციენტებს სთხოვდნენ წარმოედგინათ, რომ იმყოფებოდნენ მილანის ერთ-ერთ ცნობილ მოედანზე, რომელიც იყო მათი მშობლიური ქალაქი და მათ უნდა აღეწერათ შენობები გარშემო. როდესაც მათ სთხოვდნენ წარმოედგინათ, რომ იმყოფებოდნენ ტაძრის კიბეზე, რომელიც მოედნის ერთ ბოლოშია, ისინი აღწერდნენ მარჯვენა მხარეს იდეალურად, თუმცა ცოტა რამ გაიხსენეს იმ შენობების შესახებ, რომლებიც მათგან მარცხნივ იდგა. როდესაც სთხოვეს მოედნის მეორე ბოლოში “დადგომა", სახით ტაძრისკენ, მათ აღწერეს მათგან მარჯვენა მხარე, რომელიც წინა შემთხვევაში მათგან მარცხნივ იყო. სინამდვილეში, ამ ყველაფრის შესახებ ცოდნა შენახული იყო მათ მეხსიერებაში, ეს ცოდნა შეიძინეს ვიდრე დაიტანჯებოდნენ რეპრეზენტაციული უგულებელყოფისაგან, მაგრამ არ მიუწვდებოდათ ხელი ამ ცოდნაზე. მას შემდეგ, რეპრეზენტაციული უგულებელყოფა შეისწავლა მრავალმა მეცნიერმა და ჩაატარეს მრავალი კვლევა ამ ფენომენის შესახებ.

სხვა კვლევებში იყო აღწერილი რიგი პაციენტებისა, რომლებიც იტანჯებოდნენ რეპრეზენტაციული უგულებელყოფისაგან. როდესაც პაციენტებს სთხოვდნენ, რომ გაეხსენებინათ რიგი, მათ ვერ შეძლეს აღეწერათ მარცხენა მხარე (Logie et. al., 2005). ამის მსგავსად, როდესაც სხვადასხვა ობიექტები სურათთან ერთად იყო წარდგენილი, ისინი აღწერდნენ მთლიანად სურათს. მიუხედავად ამისა, როდესაც სურათი მოაშორეს და სთხოვეს, რომ იგი აღედგინათ მეხსიერებიდან, ისინი ჩაიჭრნენ, მათ ვერ აღწერეს მარცხენა მხარე (
Denis, et al., 2002).


ამ სცენებში, რეპრეზენტაციული უარყოფა მხოლოდ მაშინ არის წარმოდგენილი, როცა მას უპირატესობა ენიჭება, მაგალითად, თუ რეპრეზენტაციული უარყოფის მქონე ადამიანს სთხოვენ აღწეროს თავისი სამზარეულო, ის ამას ზუსტად გააკეთებს. თუმცა, თუ მას სამზარეულოს აღწერას მაცივრიდან სთხოვენ, მაშინ ის გამოავლენს უარყოფას. სავარაუდოდ, არსებობს ამ სცენის შესახებ სრულყოფილი ცოდნა, თუმცა ზოგჯერ, როდესაც პაციენტი წარმოიდგენს მენტალურ სურათს, მას ხელი აღარ მიუწვდება მასზე.

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0