x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ვარსკვლავები,რომლებიც პატარა გოგონებივით იცვამენ
ვის არ უნდა.რომ უნდა შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე სამუდამოდ? მით უმეტეს თუ ვარსკვლავი ხარ და შენს გარშემო ყოველთვის ფოტო თუ ტელეკამერების ჯარი ტრიალებს.


რამდენიმე დღის წინ ნამდვილი ფურორი მოახდინა 69 წლის სუზან სარანდონმა, როდესაც საკმაოდ თამამი ჩაცმულობით გამოცხადდა აშშ-ს კინომსახიობთა გილდიას დაჯილდოებაზე.

image


კეიტ უინსლეტმა "ცენზორის" როლიც კი მოირგო და სუზან სარანდონს მკერდზე ხელი ააფარა.


image


მოდით გადავხედოთ იმ ვარსკვალავებს, რომლებიც წლებია უკვე იმიჯი არ შეუცვლიათ და საკმაოდ თამამი ჩაცმულობით გამოირჩევიან.



1– შერი-70 წლის-წლების განმავლობაში მომღერლის იმიჯი არ იცვლება, ისევ ისეთი ფიგურა და ისევ ისეთი გამჭვირვალე თამამი სამოსი.


image

image


ფოტოზე: მარცხნივ 2014 წელი, მარჯვნივ 1989 წელი.

image





2)კრისტი ბრინკლი-62 წლის-ყოფილი მოდელი " ვამპირული ყმაწვილივით" გამოიყურება.


image

კურორტზე გადაღებული მისი სურათები ჰიტად იქცა და მრავალმა ქალმა ამის შემდეგ სპორტდარბაზს მიაშურა.


image



3)ტინა ტერნერი-76 წლის-ეს ქალი წლებია სიმბოლოა ენერგიის და მარად მწვანე ახალგაზრდობის, როგორც თავის შემოქმედებით, ისე გარეგნობით და იმიჯით.


imageimageimage

4)სიუზან სომერსი, 69 წლის-მსახიობი, ტელეწამყვანი, დიეტოლოგი, წიგნის ავტორი სწორ კვებაზე და ბიზნეს ლედი.მისი ჩაცმულობა თინეიჯერ გოგონებსაც კი შეშურდებათ.


image
უცვლელი დეკოლტე და მოკლე ქვედაბოლო-6 შვილიშვილის ბებია მუდმივად ასე ჩნდება საზოგადოებაში.


image

image


5)ჯენის დიკინსონი-, 61 წლის-იგი თავის თავს მსოფლიოს პირველ სუპერმოდელს უწოდებს, თუმცა ფართო აუდიტორიისთვის იგი ცნობილი გახდა სკანდალური გადაცემით MTV-ზე "ალქაჯი ჯენის სამოდელო სკოლა".


image

ჯენის არც რომანები აკლდა ცნობილ ადმიანებთან.1993 წელს თითქოსდა სივესტერ სტალონესგან გააჩინა შვილი, თუმცა მამობის ტესტმა ეს არ დაადასტურა.ჯენის საყვარელები იყვნენ მიკ ჯაგერი, ბრიუს უილისი, რომან პოლანსკი და მონაკოს პრინცი ალბერტ II.


image


image



6)მადონა, 58 წლის-ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რაც წლები გადის პოპ-დივას იმიჯი ბობოქარ ახალგაზრდულ წლებს უბრუნდება.


imageimage
აი ასე გამოიყურება 4 შვილის დედა დღეს.მისი ვულგარული ჩაცმულობის შემხედვარეს გაგახსენდება ხალხური სიბრძნე:"ჭაღარა თმაში, ჭინკა თავში."


image


ამას წინათ Grammy-ის მორიგ დაჯილდოებაზე, წითელ ხალიჩაზე გავლისას მადონამ თავის ტაკო მთელ მსოფლიოს დაანახა.

image



7)სვეტლანა სვეტლიჩნაია, 76 წლის-თითქოს "ბრილიანტის ხელის " ვარსკვლავისთვის არაფერი შეცვლილა.ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები 2010, 2013 და 2015 წელსაა გადაღებული.

image

imageimage

1
845
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
845
  
2016, 13 ივლისი, 15:48
ახალგაზრდული სტილი და გემოვნება კარგია,მაგრამ ზომიერად,ყველა ასაკს თავისი მოთხოვნები აქვს,
0 1 1