x
image
მანჩო 777
ტრაგედია, რომელმაც წლების წინ მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა - დიატლოვის უღელტეხილის საიდუმლო
ჩრდილოეთ ურალში მდებარე ამ უღელტეხილმა სამწუხარო სახელი და დიდება მოიპოვა - სწორედ აქ დაიღუპა მეტად იდუმალ და გაურკვეველ ვითარებაში 1959 წელს ურალის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან შემდგარი ცხრაკაციანი რაზმი იგორ დიატლოვის ხელმძღვანელობით. მაშინ ამ ამბავმა მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა. მხოლოდ ათეულობით წლის შემდეგ გახდა ცნობილი ამ ტრაგედიის მიზეზი.


image
მას შემდეგ, რაც ტრაგედია მოხდა, ეს ადგილი მაგნიტივით იზიდავს ტურისტ-ექსტრემალებს. ახალგაზრდა ადამიანების საშინლად დამახინჯებული სხეულების პოვნა იმ საბედისწერო ორი თებერვლიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ მოხერხდა. ცხედრების ნაწილს აღენიშნებოდა საშინელი ტრავმები, მიყენებული ბლაგვი საგნებით, თუმცა გვამების გაკვეთამ აჩვენა, რომ ყველა ცხრავე ადამიანი სხეულის გადაციებისაგან დაიღუპა.


image



სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ამ ფაქტის გამო აღიძრა, დახურული იქნა სამხილების უქონლობის გამო, ხოლო სტუდენტების სიკვდილის მიზეზად დღემდე უცნობი სტიქიური ძალა გამოცხადდა, რომლის დაძლევაც ახალგაზრდებმა ვერ შეძლეს. გარდა ოფიციალურისა, წამოყენებული იქნა უამრავი ვერსია: დაწყებული საიდუმლო იარაღის გამოცდით დასრულებული უცხოპლანეტელების სტუმრობით, თუმცა საქმის გადახედვის მცდელობას ადგილი აღარ ჰქონია.


image


65 წლის წინათ მომხდარი ტრაგედიის შესახებ ინტერესი ბოლო წლებში განახლდა, რადგან ამ საბედისწერო ადგილზე მრავალი უბედური შემთხვევა მოხდა, რომლებიც ასევე მსხვერპლით დასრულდა, თან ადამიანები ისევ გაურკვეველ, იდუმალ ვითარებაში იღუპებოდნენ. მეცნიერებმა უამრავი ვერსია წამოაყენეს, თუ რატომ იღუპებიან ამ ადგილას ასე ხშირად ადამიანები, თუმცა ყველაზე რეალურად ითვლება სანკტ-პეტერბურგელი ფიზიკოსის გერმან ერჩენკოს მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა, რომელმაც დაწვრილებით შეძლო 1959 წლის 2 თებერვალს დიატლოვის უღელტეხილზე დატრიალებული ტრაგედიის სურათის აღწერა, რომლის დროსაც ცხრა გამოცდილი ტურისტი იდუმალ ვითარებაში დაიღუპა.


image


"თუ სტუდენტების ტრავმების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი დაიღუპნენ არა გადაციების, არამედ წნევის დავარდნის გამო - ამაზე მეტყველებს მათი დაზიანებული შინაგანი ორგანოები და დამტვრეული ძვლები. ჯგუფი აღმოჩნდა ადგილზე, სადაც ძალიან მკვეთრად დაეცა გარეგანი ატმოსფერული წნევა. აქ წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული ანომალიური დერეფანი, სადაც არამარტო წნევა, არამედ დედამიწის მიზიდულობის ძალაც კი კატსატროფულად იყო შემცირებული, - ამბობს გერმან ერჩენკო, - ანომალიის გაჩენის დროს ყველა ცხრავე ტურისტი კარავში იმყოფებოდა და ძილისათვის ემზადებოდა, რამოდენიმე მთგანმა უკვე გახდაც მოასწრო და ამ დროს უჩინარმა ძალამ ისინი მიწიდან ჰერში აიტაცა, დაიწყო მათი მიკვრა კარვის ჭერზე. რა თქმა უნდა, ამან პანიკა გამოიწვია. შეძრწუნებული ადამიანები ცდილობდნენ კარვიდან გარეთ გამოსვლას და თავის შველას, მაგრამ სიბნელეშო ორიენტირებას ვერ ახერხებდნენ. ვიღაცას ხელთ დანა აღმოაჩნდა და მან კარვის კალთა გაჭრა. კარვის გარეთ არსებული წნევა გაცილებით დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე კარვის შიგნით, ამიტომ ისევ იმ ძალამ ადამიანები გარეთ საშინელი ინერციით გამოისროლა. ამის შემდეგ ტრაგედია ელვის სისწრაფით დატრიალდა, ამ ვითარებაში მათი გადარჩენის შანსი ნულის ტოლი იყო.


image


კარვიდან გარეთ გამოტყორცნილმა ადამიანებმა დაიწყეს შიგნიდან გაბერვა, რადგან მათი სხეულის შიგნით წნევა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე გარეთ. სწორედ ამიტომ მიიღეს მათ ეს იდუმალი შინაგანი დაზიანებები, მათ შორის ძვლების დამტვრევა. ზოგიერთებისთვის ეს ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა, დანარჩენებმა კიდევ იცოცხლეს რამოდენიმე საათი.

მეცნიერი ამბობს, რომ ანომალია რამიდენიმე წუთზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა, თუმცა ეს საკამარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ახალგაზრდები 1, 5 კილომეტრის მანძილზე გადაესროლა.

მეცნიერისვე მსჯელობით, სტუდენტების წაშლილი, დამახინჯებული სახეები შედეგია იმისა, რომ ისინი დიდი სიმაღლიდან სახით დაეცნენ თოვლში მას შემდეგ, რაც წნევა ჰაერში ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდა.


image


პ.ს. სიმართლეს შეფერება ეს ვერსია თუ არა, ჯერ დამტკიცებული არაა. სავარაუდოდ, მას მომხრეც ბევრი გამოუჩნდება და მოწინააღმდეგეც. დიატლოვის უღელტეხილის სახელი კი კვლავაც მრავალი წელი გამოიწვევს ადამიანებში შიშის ზარსა და შეგვახსენებს, თუ რა უძლურები ვართ ბუნების ძალების წინაშე.



image

12
2542
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2542
  
2016, 28 ივლისი, 23:36
ნეტავ რა წაიკითხა აქ არა სწორი ამ დისლაიქის დამწერმა რა საინტერესოა
2016, 28 ივლისი, 23:32
არც არაფერი..მხოლოდ სამყაროს მტვერი ვართ :(
2016, 28 ივლისი, 23:31
ყოვლად იდუმალი სამყარო ჩვენი!.. და ვინ ხარ შენ, ადამიანო სამყაროს შემოქმედი ძალის წინაშე?
2016, 13 ივლისი, 19:18
კარგი შენ ლინკი მომწერე მე გადმოვწერ
2016, 13 ივლისი, 18:28
ონლაინში ვერ შეხედავ, დაბლოკილია. გადმოწერა შეიძლებ ტორენტით.
2016, 13 ივლისი, 16:57
კარგით, ვთქვათ, იმ დროს მაგ საიდუმლო იარაღის გამოცდამ შეიწირა ახალგაზრდები, მაგრამ მას შმდეგ ამ ადგილებში არაერთი სიკვდილის ფაქტი დაფიქსირდა თან ასეთსავე გაურკვეველ ვითარებაში. ამაზე რას იტყვით?
2016, 13 ივლისი, 16:56
ვერ გეტყვით მაგაზე ვერაფერს...მე ხომ დაჟინებით არ ვამტკიცებ, რომ ე ს ვერსია მართალია..უამრავი ვარაუდიდან ეს ერთ-ერთია მხოლოდ.
2016, 13 ივლისი, 16:44
ზუსტად მაგ დროს მაგ ადგილებში ფრენებს ახორციელებდა რუსეთი სამხედრო საჰაერო ძალების ავიაცია თუ არ ვცდები ტუ-95 ტიპის თვითმფრინავით და როგორც მახსოვს ცდიდნენ საიდუმლო იარაღს და ამ ცდებს შეეწირა ეს ექსპედიცია....დისკოვერზე იყო ამას წინათ ამ შემთხვევაზე გადაცემა და სხვა ვერსიებისაგან განსხვავებით ეს ვერსია ყველაზე სარწმუნოა ჩემი აზრით
2016, 13 ივლისი, 15:10
კარგია
2016, 13 ივლისი, 15:09
ლინკი გამომიგზავნე რა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10