x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
ამოუცნობი საშინელი კოშმარები რეალური ცხოვრებიდან, რომელთა მოსმენისას ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ (+16)
შიშის ზარს გცემთ საშინელებათა ფილმების ყურება და თუ მაინც გადაწყვეტთ რომელიმე მათგანის ნახვას, რამოდენიმე დღის განმავლობაში ბნელ ოთახში დაძინებას ვეღარ ბედავთ? - მაშინ უნდა იცოდეთ, რომ რეალურ ცხოვრებაში გაცილებით უფრო საშიში და კოშმარული ამბები ხდება, ვიდრე ამას ჰოლივუდელი რეჟისორების ფანტაზია მოიფიქრებს. გაეცანით რამოდენიმე მათგანს და პირობას გაძლევთ, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში თქვენთვის მშვიდი ძილი სანატრელი გახდება!


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ყველაზე საშინელი კოშმარები და შემზარავი ამბები რეალური ცხოვრებიდან.



სიკვდილი ტყვიის ნიღაბში



image

1966 წლის აგვისტოში ბრაზილიის პატარა ქალქ ნიტეროის შემოგარენში არსებულ უდაბურ ბორცვებთან მოზარდმა ბიჭუნამ აღმოაჩინა ორი მამაკაცის ნახევრადგახრწნილი გვამი. ადგილობრივმა პოლიციელებმა გვამების დათვალიერებისას გამოიტანეს დასკვნა, რომ ცხედრებს არანაირი ძალადობის ან დაზიანების კვალი არ ეტყობოდა. ორივე მათგანი ჩაცმული იყი მკაცრ საქმიან კოსტიუმსა და საწვიმარ ლაბადაში, მაგრამ ყველაზე საოცარი იყო ის, რომ ორივეს სახეზე ეკეთა ტყვიის უხეში ნიღაბი, ისეთი, როგორებსაც იმ პერიოდში რადიაციისაგან თავდასაცავად გამოიყენებდნენ. დაღუპულებს თან ჰქონდათ წყლის ცარიელი ბოთლი, ორი პირსახოცი და პატარა ბარათი, რომელშიც შემდეგი ტექსტი ეწერა: "16.30 - უნდა ვიყოთ დანიშნულ ადგილზე, 18.30 - გადავყლაპოთ კაფსულები, გავიკეთოთ დამცავი ნიღბები და ველოდოთ სიგნალს". მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა დაღუპულების ვინაობა-ისინი იყვნენ ელექტრიკოსები ახლომდებარე ქალაქიდან. პათოლოგანატომები ამაოდ ეძებდნენ სიკვდილის მიზეზს და რაიმე დაზიანების ან საწამლავის კვალს სხეულებზე. მაინც რა საიდუმლო ექსპერიმენტზე იყო ლაპარაკი ჩანაწერში და რა ზებუნებრივი ძალებით დაიღუპა ორი ახალგაზრდა ელექტრიკოსი ნიტეროის ახლოს?- დღემდე უცნობია.


ჩერნობილის მუტანტი-ობობა


image

ეს მოხდა 1990-იანი წლების დასაწყისში, ჩერნობილის ტრაგედიიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ერთ პატარა უკრაინულ ქალაქში, რომელიც ჩერნობილის ზონიდან რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს. კატასტროფის დროს ეს ქალაქი ევაკუაციას არ დაქვემდებარებია. ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლის ლიფტში ნაპოვნი იქნა ახალგაზრდა მამაკაცის გვამი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მასიური სისხლდენის და ნერვიული შოკის შედეგად გარდაიცვალა. სხეულზე ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა, თუ არ ჩავთვლით ორ პატარა ჭრილობას კისერზე, რომელიც გიგანტური მწერის ნაკბენს ჰგავდა. რამოდენიმე დღის შემდეგ იმავე ლიფტში, ზუსტად იმავე ვითარებაში ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა. გამომძიებელი, რომელსაც ეს საქმე მიჰყავდა, სახლის დასათვალიერებლად მივიდა მილიციის სერჟანტთან ერთად. ისინი ლიფტით ადიოდნენ, როცა უეცრად კაბინაში სინათლე ჩაქრა და ლიფტის სახურავზე უცნაური შრიალის ხმა გაისმა. მილიციელმა ფანრით გაანათა ჭერი და მათ დაინახეს უზარმაზარი, ნახევარი მეტრი სიგრძის ობობა, რომელიც მათკენ მოძვრებოდა ლიფტის კაბინის სახურავში მდებარე სიცარიელიდან. კიდევ წამიც და ობობა სერჟანტს დაახტა. გამოძიებელმა რამოდენიმე წამი ვერ შეძლო მწერისათვის დამიზნება, რადგან ეშინოდა ტყვია ადამიანს არ მოხვედროდა, ხოლო როცა ბოლოს და ბოლოს ობობას ესროლა, უკვე გვიან იყო-სერჟანტი მკვდარი იწვა ლიფტის იატაკზე. ამ საზარელ შემთხვევას ხელისუფლები დიდხანს მალავდნენ, მხოლოდ წლების შემდეგ გაჟონა ამ ინფორმაციამ გაზეთებში, ისიც თვითმხილველების წყალობით.


ზებ ქვინის იდუმალი გაქრობა


image

ზამთრის ერთ საღამოს სამსახურიდან მომავალი 18 წლის ზებ ქვინი თავის მეგობარს რობერტ ოუენსს შეხვდა. მეგობრები საუბრობდნენ, როცა ზებს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. დაძაბულმა ზებმა მეგობარს უთხრა, რომ აუცილებლად უნდა დაერეკა და ტელეფონზე სალაპარაკოდ შორიახლოს გავიდა. უკან მობრუნებული ქვინი რობერტმა ვეღარ იცნო. მას სახე შეშლილი ჰქონდა და არეულად ლაპარაკობდა. აფორიაქებული ზები სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ამის შემდეგ ის არავის აღარ უნახავს. ორი კვირის შემდეგ მისი მანქანა ადგილობრივ საავადმყოფოსთან იპოვეს, მასში ნივთების მეტად უცნაური ნაკრები აღმოაჩინეს: სასტუმროს ნომრის გასაღები, ქურთუკი, რომელიც ქვინს არ ეკუთვნოდა, სპირტიანი სასმელის რამოდენიმე ბოთლი და პატარა ცოცხალი ლეკვი. მანქანის უკანა მინაზე პომადით დახატული იყო უზარმაზარი ტუჩები. როგორც პოლიციამ გამოარკვია, შეტყობინება, რომელიც ზებს მიუვიდა, გადაცემული იყო სახლის ტელეფონიდან, რომელიც ზების მამიდას ეკუთვნოდა. თუმცა იმ დროს, როცა შეტყობინება გაიგზავნა, ქალი სახლში არ იყო-ის სამსახურში იმყოფებოდა, რაც მისმა ათეულობით თანამშრომელმა დაადასტურა. პოლიციელების ვარაუდით, სახლში ვიღაც უცხო შეიპარა და მან გაგზავნა შეტყობინება ზების მისამართით. რა ეწერა ამ საბედისწერო შეტყობინებაში და სად გაქრა ზებ ქვინი? - დღემდე უცნობია.


რვიანი ჯენინგსიდან


image

2005 წელს ჯენინგსში, ლუიზიანას შტატის პატარა ქალაქში, ნამდვილი კოშმარი დაიწყო: თვეში ერთხელ ქალაქგარეთ მდებარე პატარა ჭაობში ან არხში პოულობდნენ ახალგაზრდა გოგონას ცხედარს. გარდაცვლილები ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ და ყველა მათგანი იცნობდა ერთმანეთს, მათგან ორი გოგონა ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. პოლიციელებმა შეამოწეს თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც კი შეეძლო ჩაედინა მკვლელობა, მაგრან ვერანაირი ხელჩასაჭიდი სამხილი ვერ იპოვეს. საერთო ჯამში, ჯენინგსში მოკლული იქნა 8 გოგონა. მკვლელობები ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო. არც მკვლელის ვინაობა და არც მკვლელობის მიზეზი დღემდე გამოძიებული არაა.


''დამკვირვებელი"


image

2015 წელს ბროუდზების ოჯახი ნიუ-იორკში, მათი ოცნების სახლში გადასახლდა, რომელიც მათ ერთ მილიონ დოლარად შეიძინეს, მაგრამ ახალმოსახლეობის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა: ოჯახის დატერორება მუქარის წერილებით დაიწყო მანიაკმა, რომელიც თავის თავს დმაკვირვებელს უწოდებდა. ის წერდა, რომ მისი ოჯახი ათეულობით წლების განმავლობაში იყო პასუხისმგებელი ამ სახლზე და რომ ახლა მისი რიგი მოვიდა. მანიაკი ბავშვებსაც კი წერდა წერილებს ამგვარი ტექსტებით: "მიხარია თქვენი სახელების გაგება - სახელის გაგება ახალი, ნორჩი სისხლისა, რომელსაც მე თქვენი ძარღვებიდან გამოვწოვ". ბოლოს და ბოლოს, ბროუდზების ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი. მათ სარჩელი შეიტანეს სახლის ძველი მეპატრონეების წინააღმდეგ, რადგან გაირკვა, რომ ტერორისტი მათაც წერდა მუქარის წერილებს, მაგრამ იმის შიშით, რომ სახლი არ გაიყიდებოდა, მათ ეს ფაქტი დამალეს. ყველაზე საშინელი ამ ისტორიაში ისაა, რომ პოლიციამ ვერაფრით ვერ შეძლო გაერკვია, თუ ვინ იმალებოდა ''დამკვირვებლის" სახელის უკან. სახლი დღესაც ცარიელია და თავის ახალ პატრონს ელოდება.



მხატვარი


image


მთელი ორი წლის განმავლობაში - 1974-1975 წლებში სან-ფრანცისკოს ქუჩებში დასეირნობდა სერიული მკვლელი. მისი მსხვერპლი გახდა 14 მამაკაცი-ჰომოსექსუალები და ტრანსვესტიტები, რომელთა გაცნობასაც მანიაკი ახერხებდა სპეციალურ ღამის კლუბებში. მას შემდეგ, რაც მსხვერპლის ნდობას მოიპოვებდა, მას ბნელ ადგილას გაიტყუებდა და მხეცურად კლავდა, შემდეგ კი გვამს საშინლად ასახიჩრებდა. პოლიციამ მას მხატვარი შეარქვა იმის გამო, რომ მანიაკს უყვარდა პორტრეტის-შარჟის დახატვა და მისი ჩუქება მომავალი მსხვერპლისათვის, ნდობის მოსაპოვებად. საბედნიეროდ, მისმა ერთ-ერთმა უკანასკნელმა მსხვერპლმა მოახერხა გაქცევა, სწორედ მისი წყალობით შეადგინა პოლიციამ ''მხატვრის'' ფოტორობოტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მანიაკი ვერ იპოვეს და ვერც მისი პიროვნება დაადგინეს. შესაძლებელია, ის დღესაც უშიშრად დახეტიალობს სან -ფრანცისკოს ქუჩებში.


ლეგენდა ედუარდ მონდრეიკზე


image

1896 წელს გერმანელმა ექიმმა ჯორჯ გულდმა გამოსცა წიგნი სამედიცინო ანომალიების შესახებ, რომელსაც ის შეხვდა მთელი თავისი პრაქტიკის მანძილზე, მათგან ყველაზე შემზარავი იყო ედუარდ მონდრეიკის შემთხვევა. გულდის თქმით, ეს ჭკვიანი და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ჭაბუკი სრულ განმარტოებაში ცხოვრობდა და ახლობლებსაც კი არ აძლევდა მასთან შესვლის საშუალებას. საქმე იმაშია, რომ ბიჭს ჰქონდა ორი სახე. მეორე სახე მის კეფაზე მდებარეობდა - ეს იყო ქალის სახე, რომელიც საკუთარ ტვინსა და პიროვნებას ფლობდა, ამასთანავე საოცრად ბოროტს: ის იცინოდა მაშინ, როცა ედუარდი ტიროდა და როცა ბიჭს დაძინება უნდოდა, ყურში ათასგვარ სისაძაგლეს ჩასჩურჩულებდა. ყმაწვილი ემუდარებოდა ექიმს, მოეშორებინა მისთვის ეს დაწყევლილი მეორე სახე, მაგრამ გულდი ვერ ბედავდა ოპერაციის გაკეთებას, ეშინოდა, რომ ეს ედუარდის სიცოცხლისათვის საშიში იქნებოდა. მონდრეიკმა ვეღარ გაუძლო წამებას და 23 წლის ასაკში საწამლავის დალევით მოიკლა თავი. სიკვდილისწინა ბარათში ის თხოვდა ნათესავებს, დასაფლავებამდე მოეჭრათ მისთვის მეორე სახე, რათა საფლავში მაინც ყოფილიყო მშვიდად.


გამქრალი შეყვარებულები


image

1992 წლის 12 დეკემბრის დილას 19 წლის რუბი ბრიუგერი, მისი შეყვარებული, 20 წლის არნოლდ არჩემბო და რუბის ბიძაშვილი ტრეისი მანქანით მიემგზავრებოდნენ სამხრეთ დაკოტის უდაბნოში. სამივემ ცოტა დალიეს, არნოლდმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გზის ნაპირას მდებარე კიუვეტში გადავარდა. როცა ტრეისი გონს მოვიდა, ნახა, რომ არჩემბო მანქანაში აღარ იყო; შემდეგ მან დაინახა, თუ როგორ გადავიდა რუბი მანქანიდან და ისიც სადღაც გაქრა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, წყვილის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ამის შემდეგ რუბის და არნის ასავალ-დასავალი უცნობი იყო, მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ იმავე კიუვეტში შემთხვევით იპოვეს ორი ახალგაზრდის ნახევრადგახრწნილი გვამი. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი რუბისა და არნოლდს ეკუთვნოდა. ყველა პოლიციელი, რომლებიც კი გამოძიებაში ღებულობდნენ მონაწილეობას, ერთხმად ამბობდნენ, რომ მათ კიუვეტიც და ახლომდებარე ტერიტორიებიც გულდაგულ დაათვალეირეს, მაგრამ დაკარგულების ნიშან-წყალი ვერ აღმოაჩინეს. საიდან გაჩნდა გვამები 8 თვის შემდეგ და ვინ მოიტანა ისინი შემთხვევის ადგილას? -დღემდე უცნობია.


თოჯინა რობერტი


image


ეს ძველი, გაქექილი თოჯინა დღეს ფლორიდის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება, მაგრამ მხოლოდ ცოტამ თუ იცის, რომ ის აბსოლუტური ბოროტების განსახიერებაა. რობერტის ისტორია დაიწყო 1906 წელს, როცა ის ერთ პატარას აჩუქეს. ბიჭუნამ მშობლებს უამბო, რომ თოჯინა მას ელაპარაკებოდა. მართლაც, დედ-მამას ხშირად ესმოდა ბავშვის ოთახიდან ლაპარაკის ხმა, მაგრამ ეგონათ, რომ მათი შვილი თავის თავს ესაუბრებოდა. როცა ამ სახლში რამე უსიამოვნო ამბავი მოხდებოდა-ასეთები კი მრავლად იყო, თოჯინის პატრონი ამ ამბებში რობერტს ადანაშაულებდა. როცა ბიჭუნა გაიზარდა, მან ბოროტი თოჯინა სხვენზე შეაგდო, რომ ის არავის არ ენახა. გავიდა წლები, კაცი გარდაიცვალა და სახლის ახალმა პატრონმა, როცა თოჯინა იპოვა, ის თავის პატარა გოგონას აჩუქა. ცოტა ხნის შემდეგ გოგონამ, რომელმაც არაფერი იცოდა რობერტის წარსულის შესახებ, დედას უთხრა, რომ თოჯინა ცოცხალია და მას ღამ-ღამობით ელაპარაკება ხოლმე. მშობლებმა არ დაიჯერეს და იფიქრეს, რომ ბავშვს რაღაც ეჩვენებოდა; ერთხელ გოგონამ დედასთან ტირილით მიირბინა და შესჩივლა, რომ თოჯინა მას მოკვლით ემუქრებოდა. მშობლებმა ეს ისევ ბავშვის ფანტაზიის ნაყოფად ჩათვალეს და მხოლოდ მაშინ ინანეს, როცა ერთ დილით გოგონა საწოლში დამხრჩვალი დახვდათ. ექიმების დასკვნით, მას ასთმური შეტევა მოუვიდა. გამწარებულმა დედ-მამამ რობერტი ადგილობრივ მუზეუმს აჩუქა. დღეს თოჯინა დუმს, მაგრამ მუზეუმის დარაჯი ირწმუნება, რომ ღამ-ღამობით ხშირად ესმის ლაპარაკი იმ ოთახიდან, სადაც ისაა გამოფენილი.


"არსების" ნამდვილი ისტორია


image

გინახავთ 1992 წელს გადაღებული საშინელებათა ფილმი ''არსება", რომელშიც აღწერილია, თუ როგორ განიცდის დამცირებასა და ძალადობას ახალგაზრდა ქალი მოჩვენებისაგან?... თუმცა თქვენ ალბათ არ იცით, რომ ეს ისტორია რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ეს ამბავი 1974 წელს შეემთხვა დოროთი ბიზერს, რამოდენიმე შვილის დედას. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დოროთიმ მოინდომა ექსპერიმენტის ჩატარება სპირიტული დაფით. როგორც ბავშვები ჰყვებოდნენ, ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა-დოროთიმ მოახერხა სულის გამოძახება, მაგრამ მისი უკან დაბრუნება ვერა და ვერ შეძლო. მოჩვენება შესაშური ბოროტებით გამოირჩეოდა: ის დოროთის სცემდა, ჰაერში ისროდა და ბავშვების თვალწინ აუპატიურებდა კიდეც. გაწამებულმა დოროთომ პარანორმალური მოვლენების სპეციალისტები გამოიძახა. ისინი შემდგომში ერთხმად ყვებოდნენ, რომ ქალის სახლში საშინელი რამ იხილეს: ჭერში მფრინავი საგნები, საიდანღაც გაჩენილი უცნაური ფერის ნათება, გადმოყრილი ნივთები და ჭურჭელი... მოკლედ, სრული ქაოსი. ბოლოს, პირდაპირ მოჩვენებეზე მონადირეების თვალწინ, ოთახში მწვანე ნისლი ჩამოწვა, საიდანაც მამაკაცის უზარმაზარი ფიგურა გამოიკვეთა. ამის შემდეგ სული ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორადაც გაჩნდა. თუ რა მოხდა სინამდვილეში დოროთის სახლში-ეს დღემდე არავინ არ იცის.



ზარი საიქიოდან


image

2008 წლის სექტემბერში ლოს-ანჟელესში მოხდა საშინელი სარკინიგზო კატასტროფა, რომელმაც 25 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთ -ერთი მათგანი იყო ჩარლზ პეკი სოლტ-ლეიკ-სიტიდან. ის გასაუბრებაზე მიდიოდა პოტენციურ დამქირავებლებთან. კალიფორნიაში მცხოვრები მისი საცოლე მოუთმენლად უცდიდა, როდის მისცემდნენ ჩარლზს სამუშაოს, რათა მათ შეძლებოდათ ლოს - ანჟელესში გადასვლა საცხოვრებლად. კატასტროფის მეორე დღეს, იმ დროს, როცა მაშველები მიცვალებულების სხეულებს ნამსხვრევების ქვეშიდან იღებდნენ, პეკის საცოლის ტელეფონზე ზარი გაისმა. ზარი ჩარლზის ტელეფონიდან მოდიოდა. შოკისმომგვრელია, მაგრამ ფაქტია, რომ იმავე დროს ზარი გაისმა პეკის დედის, ძმის, მეგობრების ტელეფონებზე. ყურმილის აღების შემდეგ მასში მხოლოდ სიჩუმე ისმოდა, ხოლო პეკის ნომერზე გადარეკვის შემთხვევაში ავტომოპასუხე პასუხობდა. ყმაწვილის ახლობლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ის ცოცხალი იყო და საშველად უხმობდა მათ, მაგრამ როცა მაშველებმა პეკის სხეული იპოვეს, აღმოჩნდა, რომ ის კატასტროფის მოხდენისთანავე დაიღუპა და ამიტომ ვერანაირად ვერ შეძლებდა დარეკვას. კიდევ უფრო იდუმალია ის, რომ ჩარლზის ტელეფონი დამსხვრეული ნახეს და რამდენიც არ ეცადეს მისთვის სიცოცხლის დაბრუნებას, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორ განხორციელდა ეს ზარები-ეს საიდუმლო ამოხსნილი არაა.


მოჩვენება ''ფეისბუკიდან"


image

2013 წელს ''ფეისბუკის'' ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სახელად ნათანმა, მეგობრებს უამბო საშინელი ისტორია: ნათანის სიტყვით, ის შეტყობინებებს იღებდა ყოფილი მეგობარი ემილისაგან, რომელიც ორი წლის დაიღუპა. თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ ძველი წერილების გამეორება და ნათანი თვლიდა, რომ ეს ქსელის ტექნიკური გაუმართაობის ბრალი იყო, მაგრამ შემდეგ მან დაიწყო ახალი წერილების მიღება. "მცივა, ვერ ვხვდები, რა ხდება ჩემს თავს", - წერდა ემილი. შიშისაგან გაფითრებულმა ნათანმა ძლივს მოახერხა პასუხის მიწერა და იმავე წამს მოუვიდა ახალი შეტყობინება: "მე მინდა ვიარო, მაგრამ ფეხები არ მემორჩილება".. ნათანს შიშისაგან ცივმა ოფლმა დაასხა, რადგან ავარიის დროს, რომელშიც ემილი დაიღუპა, მას ფეხები მოკვეთეს. წერილები კვლავ განაგრძობდა მოსვლას, ზოგერ გამართული, ზოგჯერაც უაზრო, შიფროგრამების მსგავსი. ბოლოს ემილიმ ნათანს ფოტოსურათი გამოუგზავნა, მასზე ზურგიდან გადაღებული ნათანი იყო აღბეჭდილი. ბიჭი იფიცებოდა, რომ იმ მომენტში, როცა მას სურათი გამოუგზავნეს, სახლში არავინ არ იყო და მაშასადამე, მისთვის სურათის გადაღებას ვერვინ შეძლებდა. მაინც რა იყო ეს? ნუთუ ქსელში მოჩვენება დასახლდა, თუ ეს ვიღაცის ბოროტი ხუმრობა იყო? - ნათანმა დღესაც არ იცის ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ ფაქტია, რომ მას ძილის წამლის გარეშე დაძინება დღემდე უჭირს.

2
1190
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1190
  
2016, 13 ივლისი, 16:58
სულაც არაა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი..აქედან ბევრი ამბავი რეალურად მოხდა :)
2016, 13 ივლისი, 12:00
ისეთი ფანტაზია გაქვს გავკარი ბოლივუდს :D
0 1 2