x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რატომ გაანთავისუფლეს მაგული ჭარბაძე ?!

imageმაგული ჭარბაძე-უთალიშვილი 2008 წლიდან თელავის მუნიციპალიტეტის
კულტურის სამსახურის სპეციალისტია . 2015 წლის დეკემბრამდე მას არც ერთხელ არ მიუღია სამსახურეობრ
ივი მოვალეობის შესრულების დროს საყვედური. 2015 წლის 25 დეკემბერს საბავშო ბაგა ბაღებისათვის ე.წ. „მტვერსასრუტების“
შესაძენად, მას საყვედური გამოუცხადეს. მიზეზი კი გახლდათ, ბიუჯეტის ერთ ერთი ასიგინებიდან თანხის არასწორად გამოიყენა. ჯამში ყველა საბავშო ბაღს საჭირო ტექნიკა წინა საახალწლოდ
გადაეცა, საჩუქრების დარიგების დროს თელავის
მერმა ფოტოობექტივთან მომხიბვლელად იპოზიორა...
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ უთალიშვილი კულტურის სამსახურში მხოლოდ სპეციალისტის როლს ასრულებდა, ის არც შესყიდვების განყოფილებაში მუშოაბდა, არც საფინანსო სამსახურში, არც განყოფილების უფროსი იყო და არც სამსახურის. შესაბამისად მიზეზი რომ მან არასწორად შეიძინა საჭირო ნივთები აფსურდულად ჩანს.
ნებისმიერი ნივთის შეძენას წინ უსწრებს შემდეგი პროცედურა,
განყოფილების უფროსი მოხსენებითი ბარათით მიმართავს სამსახურის უფროს, სამსახურის უფროსი მერს, მერი საფინანსო სამსახურს აწერს მოხსენებას,
საფინანსო სამსახური კი შესყიდვებს გადაუგზავნის. სად არის აქ სპეციალისტის როლი ისეთივე გაურკვევლია როგორი გაურკვევლიც დღემდეა ჯერ ქათამი იყო თუ კვერცხი. თუმცა ფაქტი, რომ მაგული უთალიშვილი ჭარბაძე 2012 წლის შემდეგ პრაქტიკულად დევნის ობიექტია ეს თელავში ცნობილია.
ძმები ჭარბაძეები imageჭარბაძეების ოჯახსთელავში ყველა იცნობს. ოჯახიში სამი ძმაა სულხანი, ზურა და მამუკა. მაგული უთალიშვილი სულხანის მეუღლეა, სულხანი პოლიტიკისგან შორს არის. იგი ძირითადად ბიზნეს საქმიანობას ეწევა. მამუკა და ზურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან. ცნობილია, რომ ოჯახი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური იდეოლოგიას დიდიხანია იზიარებენ.
2012 წლიდან ოჯახის
რძალს მუნიციპალიტეტიდან ხშირად ესმოდა, რომ ის ნაციონალების ოჯახიდან იყო და საჯარო სამსახურში მაინც მუშაობდა. მიუხედავად იმის, რომ ნაცნობები უთალიშვილს ბევრჯერ აფრთხილებდნენ, მისი გაშვება იდეაში იყო მას არ
სჯეროდა. როგოც ხსნის არ სჯეროდა „მიტომ რომ იცოდა არაფერს აშავებდა. “
პირველი ივლისი
პირველ ივლისს თელავში ენმ ლიდერები ჩამოვიდნენ და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. ბაქრაძეს და კახეთის მაჟორიტარების ვიზიტს ბევრი მოაქალაქე დაესწრო, თუმცა ამ ბევრიდან ორი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი მამუკა და ზურა ჭარბაძეები იყვნენ. უთ ალიშვილის განცხადებით ეს საბოლოო საბაბი გახდა ოჯახის რძლის სამსახურიდან განთავისუფლების.
ნაციონალური მოძრაობის
თელავის მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი
imageბოტკოველი ამ ფაქტს ასე აფასებს :
მამუკა და ზურა ჭარბაძეები არიან ჩვენი მეგობრები და
ასევე ჩვენი მხარდამჭერები, ისინი ენემ აქტვობებს ესწრებიან და აფიქსირბენ თავის მხარდამჭერას ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ. რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილებას ქალაქის მერის პლატონ კალმახელიძის მიერ, რაც მათი ოჯახის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული ეს არის პირდაპირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ვიცი ნამდვილად ეს გადაწყვეტილება თავისით მიიღო თუ სხვების მოთხოვნით. თუმცა მე როგორც ვიცი და მაქვს ინფორმაცია ადამიანს გაცნეს განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია რომ მისი მაზლები ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის
პროგრამის პრეზენტაციას და ეს გაუხადეს ამ ქალბატონს განთავისუფლების მიზეზად.
უბრალოდ მე ურჩევდი თელავის მერს და იმ პიროვნებებს
ვინც ამას იღებს რომ ეს არის ერთადერთი გადაწყვეტილება რომელსაც მაშინ აკეთებენ ადამაინებიროცა სხვა გამოსავალი არ აქვთ. ეს გადაწყვეტილებები ვერ გადაფარავს მათ უსაქმურობას უუნარობას და არაკვალიფიციურობას, ამომრჩეველი მაინც იმ ართევანს გააკეთებს რასაც გადაწყვეტს. ამავ დროულად მინდა ავღნიშნო მე მაქ დაზუსტებული ინფორმაცია რომ თელავის მერიასა და გამგეობაში მიდის აქტიური მუშაობა რომ ვინც არ იქნება ქართული ოცნების მხარდამჭერი და ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს ისინი ზუსტად ასეთი ფორმით იქნებიან განთავისუფლებულნი სამსახურიდან, სამწუხაროა რომ ქართული ოცნება ისევე იქცევა როგორც 2012 წლის ოქტომბრის
თვეში, როგორთვე მოვიდნენ ხელისუფლებაში თვითმართველობის თანამშრომელთა 80 პროცენტი გაუშვეს სახლში. ხალხი უბრალოდ ასეთ მათ საქციელზე
ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიღებს და ამას ვნახავთ უახლოეს მომავალში მეც და თელავის დღევანდელი მერიც.
სამართლებრივი საფუძველი :
ვინ იყო ბაღისათვის შეძენილი მტვრესასრუტების შეძენაში დამნაშევ? რიგითი სპეციალისტი, შესყიდვების სამსახური, საფინანასო სამსახური თუ ქალაქის მერი? ეს ამბავი ალბათ აუდიტის საქმეა და მან უნდა გაარკვიოს თუმცა ფაქტი ერთია, საფუძველი რის გამოც კვალიფიციური კადრი სამსახურიდან გაუშვეს უსუსურია. რადგან აღნიშნულ ქმედებას ბიუჯეტის ზარალი არ გამოუწვევია, თანხა
მიზნობრივად გაიხარჯა, თუ თანხა სხვა ასიგნებიდან იქნა გამოყენებული და ამას ქალაქის მერი რიგით კულტურის სპეცილისტს აბრალებს ეს იმას ნიშნავს, რომ პლატონ კალმახელიძე საკუთარ მოვალეობას გულგრილად ეპყრობა სამოხელეო დანაშაული კი გვეუბნება
მუხლი 342. სამსახურებრივი გულგრილობა (28.04.2006. N2937) 1.
სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე
ყველაფრის მიუხედავად გასული წლის დეკემბერში მიღებული საყვედურის საფუძველზე უთალიშვილი ბაქრაძეს ვიზიტის შემდეგ იქნა განთავისუფლებული
imageნიკოლოზ ვარდოშვილი ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი ფრაქცია ~ძლიერი თელავის~ თავმჯდომარე აღნიშნულ საკითზე ფიქრობს რომ:
აღნიშნულ თემაზე მე გავაკეთე განცხადება საკრებულოს
სხდომაზე და დავგმე მერის მიერს მიღებული ეს გადაწყვეტილება, მაგული უთალიშილი ჭარბაძეს განთავისუფლება ნათელი მაგალითია იმის რომ 2012 წის მერე არაფერიც არ შეცვლილა. პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება ჩვენს ქვეყანაში
და ახლა კი კერძოდ ჩვენს ქალაქში გრძელდება. ქალს ორი შვილის დედას, ამხელა სტაჟის თანამშრომელს ანთავისუფლებ არგუმენტის გარეშე, და მოგყავს მიზეზად გასული წლის დეკემბერში„გამომცხვარი“ რაღაც საყვედური, რომელი საყვედურის საფუძველზეც ამ ქალბატონმა ორჯერ არ მიიღო პრემია, და მარტო ეს არ იკმარეს და
დღეს გაანთავისუფლეს ეს უკვე სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.
-თქვენი შეფასებითრა მოხდა?!
წინა საარჩევნოდ თვითმართველობებმა მიიღეს დავალება
რომელი დავალებაც გულისხმობდა რომ თუ მათი მხარდამჭერები არ იმუშავებდნენ საჯარო სამსახურში უნდა მომხდარიყო მათი განთავისუფლება. უთალიშვილი არ არის პირველი და არც უკანსკნელი იქნება ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ე.წ. შავი სია მზად აქვთ ახლა უკვე იმას ვფიქრობთ ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი. მაგრამ უნდა ავხსნა გარკვევით აქ არაფერ შუაში არ არის ქალაქის ხელმძრანელობა, ეს იყო კახეთიდან გაგდებული გუბერნატორის მოთხოვნა და სამწუხაროდ თელავის მერმა პრინციპულობა ვერ გამოიჩინა და მივიღეთ ეს შედეგი. კახეთის გუბერნატორს მინდა მივმართო, თქვენ ხართ ამ რეგიონიდან გაგდებული და ნუ იწუხებთ თავს უკანონო ბრძანებების
გამოცემით
-არაკორექტულია, გაგდებულს როგორ ხსნით?
-აქ არაკორეტული არაფერია ეს ამ ტერნმინს მარადიულად
იყენებს ეს მისი საყვარელი ტერმინია მისი სამსახურიდან საკუთარი ნებით წასულ ადამიანებს ის გაგდებულს უწოდებს, შესაბამისად მე პატივს
ვცემ მის ლექსიკას და ვამბობ დიახ კახეთიდან გაგდებულმა გუბერნატომა მოითხოვა ქალაბტონი მაგულის განთავისუფლება რაც სამწუხაროდ თელავის მერმა შეასრულა.
საკრებულოს თავმჯდომარე
დეპუტატის მოსაზრებას არ იზიარებს, არჩილ თხლაშიძეს განამარტებით :
-მე ინფორმაცია რაც გამაჩნია
მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ეს თანამშრომელი არის სამსახურიდან განთავისუფლებული დისციპლინარული გადაცვდომისთვის, რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივებს ეს ჩემთვის ნამდვილად უცნობია დავერ გავიზიარებ
და ბოლოს მაგული უთალიშვილი ჭარბაძე :
imageზუსტად, ვიცი, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური დაკვეთა იყო, ფაქტია უდანაშაულო ადამიანი გამანთავისუფლეს, საყვედური კი შეთხზეს და მოიგონეს, ამით წინასწარი საფუძველი შექმნეს რომ ჩემს ოჯახს საკუთარი აზრი არ ქონოდ და ისე მოქცეულიყო როგორც სხვებს აწყობდათ, მე აუცილებლად დავბრუნდები ჩემს სამსახურიში, აუცილებლად მოვუგე სასამართლო პროცეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, მათ რა ეშველებათ თორემ მე ჩემი საქმე მიყვარდა და აუცილებლად გავაგრძელებ ჩემს საქმეს.
პ.ს თელავის მერი ბუნებრივია კომენტარს არ აკეთებს, მერის მოადგილე ლევან ლილუაშვილი კი კითხვაზე რატომ მიმართეთ მერს უთალიშვილის მოხსნაზე მოხსენებითი ბარათით იხვეწება კითხვები არ დაუსვათ.









0
945
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
945
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0