x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ჰოლივუდური ფილმების ყველაზე იდიოტური ტიპიური სიუჟეტები და სპეც-ეფექტები, რომლებიც ღიმილისმომგვრელია
1-მოქმედ გმირს მობილური ტელეფონი ყველაზე კრიტიკულ მომენტში
უჯდება...ალო, ალო, იძახის, გამწარებული დახედავს ტელეფონს...სადაც ეკრანზე
იწერება-"ბატარეა დაჯდა"..რა თქმა უნდა ტელეფონს მოისვრის და გეგმა "ბ"-ზე
გადადის.
image



2-მწვანე თუ წითელი მავთული?(ან სხვა ფერი სულ ერთია)..განსაკუთრებით
მოდური იყო 80-90 იანი წლების ფილმებში...ასაფეთქებელი მოწყობილობას
წამზომით მოქმედი გმირი ბოლო წამებში ანეიტრალებს..ხმამაღლა ფიქრობს რომელი
ფერის მავთული გადაჭრას, ბოლოს დაასკვნის, რომ მწვანე უნდა გადაჭრას,
ხელის კანკალით მიაქვს ბრტყელტუჩა მავთულთან, თუმცა ბოლო მომენტში შეცვლის
და წითელს გადაჭრის..ბომბა არ არ ფეთქდება..შვებით ამოისუნთქებს...რა თქმა
უნდა წამზომი 00:00-ს აჩვენებს.

image



3-ტელევიზორს იმ მომენტში ჩართავენ, როდესაც ახალ ამბებში სიუჟეტს
მთავარ გმირზე გადასცემენ, რა თქმა უნდა ამას ყველაფერს მთავარი გმირი
თვალს ადევნებს, სიუჟეტის დამთავრებისთანავე, როგორც წესი ტელევიზორს
გამორთავენ.

image


4-ბავშვს თუ ძიძა ჰყავს, ის აუცილებლად ჩაპუტკუნებული აფროამერიკელი ქალი უნდა იყოს.

image


5-როდესაც პოლიცია დამნაშავეს ეძებს, აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა შეიაროს სტრიპტიზ-კლუბში.



6-მთავარი გმირი თუ პოლიციელია და ცუდ ბიჭებს დასდევს, მას აუცილებლად
აეკიდება ჟურნალისტი გოგონა...თავიდან მამაკაცი უნდობლად ეკიდება
ჟურნალისტს და უკუაგდებს..თუმცა გოგონა არ ეშვება....ფილმის ფინალში რა
თქმა უნდა მათი ურთიერთობა ლოგინით მთავრდება.

image



7-ფილმის მთავარ გმირს, კაი ბიჭს ესვრის ერთად 10 ცუდი ბიჭი, თუმცა
ტყვია არ ეკარება...ან მსუბუქად გაიკაწრება..თუმცა თვითონ კაი ბიჭი ერთი
გასროლის ჯერით მიაწვენს ცუდ ბიჭებს.

image


8-ფილმის ფინალში გმირი და ანტიგმირი ერთმანეთს ხვდებიან...ცეცხლსასროლ იარაღს ორივე აგდებს და მუშტებით არკვევენ ურთიერთობას.

image


9-ავტომობილი ერთი გასროლილი ტყვიის შედეგად ფეთქდება.

image


10-კომპიუტერული პაროლები ადვილად ტყდება..საჭირო ინფორმაციის დისკზე
გადატანას მოქმედი გმირი ბოლო წამს ასწრებს..დისკის ჯიბეში ჩადების შემდეგ,
როგორც წესი ოთახში ვინმე შემოდის.



11-დაკრძალვის დროს ყოველთვის წვიმა მოდის, ჭირისუფალი საფლავთან ქოლგით ხელში დგას.

image


12- როდესაც თვითმკვლელი ფანჯრის რაფაზე დგება, მასთან მიდის პოლიციელი
ან ფსიქოლოგი, ელაპარაკება გვერდითა ფანჯრიდან და როგორ წესი სიგარეტს
შესთავაზებს.



13- ავტომობილი ყველაზე კრიტიკულ მომენტში აღარ იქოქება.

image


14-თინეიჯერულ ფილმებში გმირები აუცილებლად ბეისბოლით არიან გატაცებულები.
image



15-ტაქსის მძღოლი ან ლათინოა, ან აფროამერიკელი..ფილმის გმირი კუპიურას იღებს და უხდის მძღოლს, ისე რომ მრიცხველს არც უყურებს.



16-საშინელებათა ფილმში გმირს "დემონი დაიპყრობს", როგორც წესი მისი
განკურნება მღვდლის მეშვეობით ხდება, რომელსაც დიდი ჯვარი უჭირავს ხელში და
თანაც რაღაც ლოცვებს ბუტბუტებს გაურკვეველ ენაზე.

image



17-ყველა ნომერი ამერიკაში 555-ზე იწყება.


image

18-ფილმში ყველა ინგლისურად ლაპარაკობს, მნიშვნელობა არა აქვს საიდან არის, თუ გინდათ უცხოპლანეტელი იყოს.


image


19-ფილმში არის მეორეხარისხოვანი გმირი, რომელიც რაღაც საშიშ სარდაფს იპოვის
და აუცილებლად უნდა ჩავიდეს იქ, თან დასვას იდიოტური კითხვა :"რა არის
შიგნით?"..რა თქმა უნდა იგი რამდენიმე წამის შემდეგ ცოცხალი აღარ იქნება.


image



20-სავენტილაციო სისტემა შესანიშნავი სამალავია, იქ არავინ მოძებნის მას და
ფილმის გმირს აძლევს იმის საშუალებას, რომ მიაღწიოს საჭირო ადგილამდე.

image


21-როდესაც აფეთქება ხდება "კაი ბიჭები" არ შედრკებიან, ლამაზად მისეირნობენ და უკან არც იყურებიან.

image


22-სანამ ფილმის მთავარ გმირს მოკლავენ, ანტიგმირი ანუ "ცუდი ბიჭი" ეგრევე
ტყვიას არ ესვრის, იგი რამდენიმე ხანი ნოტაციას კითხულობს, ამ ხნის განმავლობაში კი სიტუაცია მოულოდნელად იცვლება მთავრი გმირის სასარგებლოდ.

image


23)შეყვარებული, რომელიც ფილმის ბოლოს ხვდება, რომ " ეს ის არის, ერთადერთი და
განუმეორებელი", როგორ წესი ამ დროს ქალი აეროპორტშია და სამუდამოდ მიდის
უცხო ქალაქში ...ფილმის გმირი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით და
დახმარებით გარბის აეროპორტში, რომ თვითმფრინავს მიასწროს...

image

2
624
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
624
  
2016, 13 ივლისი, 15:37
კი......კიდევ ბევრია
2016, 13 ივლისი, 15:11
და აუცილებლად ცოლქმარი დაშორებულია
0 1 2