x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ უნდა შევინახოთ რძის პროდუქტები მაცივარში და ყველი მაცივრის გარეშე

რძის პროდუქტებს შეფუთვაზე ყოველთვის აწერია გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. მაგრამ, ეს ვადა იქამდე მოქმედებს, ვიდრე ამ შეფუთვას გავხსნით და პროდუქტს შევეხებით. როგორც რძის და რძის პროდუქტების ტექნოლოგები გვირჩევენ, ხაჭო და რძემჟავის შემცველი სხვა პროდუქტები, გახსნიდან 24 საათში უნდა მოვიხმაროთ.

და კიდევ ერთი წესი, რომელიც რძის პროდუქტების შენახვას ეხება: სასურველია (უფრო აუცილებელი), რომ მაცივარში ზედა თარო (თუ ერთ თაროზე არ ეტევა, ზედა ორი თარო) მხოლოდ რძის პროდუქტების შესანახად გამოვყოთ და მასზე სხვა არაფერი მოვათავსოთ.


image


რაც შეეხება ტემპერატურულ რეჟიმს, ის განსხვავებულია პროდუქტის სახეობის მიხედვით:

* არაჟანი და ხაჭო უნდა შევინახოთ 0 დან +4°C ტემპერატურაზე.
* მაიონეზი, ჩუმა–მაწონი, კეფირი და ნაღები, სასურველია რომ ინახებოდეს, +3-დან +6°С-მდე ტემპერატურაზე.
* კარაქი და ყველი კარგად ინახება +4°С ტემპერატურაზე.


ყველის შენახვა


image

ყველი, რძის სხვა პროდუქტებთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტია და ამიტომ, მის შენახვაზე უფრო დეტალური ინსტრუქციები არსებობს:

* ყველი, მაცივარში შენახვამდე, უნდა შევახვიოთ ჯერ სუფთა პერგამენტის ქაღალდში და შემდეგ მოვათავსოთ პოლიეთილენის ან პლასტიკატის პაკეთში ან კონტეინერში. ამის გასაკეთებლად ორი მიზეზი არსებობს:

1) ყველი სწრაფად იღებს მაცივარში შენახული სხვა პროდუქტების სუნს;

2) დაბალი ტენიანობის პირობებში, ყველი სწრაფად ხმება;
* თუ ყველის მაცივარში შენახვის შესაძლებლობა არ არის, ის უნდა შევახვიოთ მარილიან წყალში დასველებულ სელის ტილოში. და კიდევ, ყველი უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.

* ყველის პატარა ნაჭრებისთვის, საუკეთესო ვარიანტია, მაცივარში მინის კონტეინერით (სახურავი აუცილებელია) შენახვა. ასევე, კარგი იქნება, ამ კონტეინერში, ყველთან ერთად, შაქრის ნატეხის მოთავსებაც. შაქარი ზედმეტ ტენს შეიწოვს და ყველი უფრო დიდხანს შეინახება.

შენიშვნა: შაქარის დროდადრო გამოცვლა აუცილებელია.


image


* მაგარი ყველის შენახვის ვადა 7–10 დღე არის.
* რბილი ყველის – 3 დღე.
* მაგარი და ნახევრადმაგარი ყველის შენახვა საყინულეშიც შეიძლება, იმ შემთხვევაში, თუ მის მოხმარებას უახლოეს მომავალში არ მოხდება.

2
1515
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1515
  
2016, 12 ივლისი, 16:41
დიდი მადლობა, გაიხარე.
2016, 12 ივლისი, 16:24
პირად ჯგუფში გავაზიარებ :)
0 1 2