x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134340
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
რას გულისხმობს ფიზიკური მიმზიდველობა? და ვინ მიგვაჩნია მიმზიდველად ?

ალბათ ფიქრობთ, რომ ფიზიკური მიმზიდველობის განსასაზაღვრად ადამიანებს (შემფასებელს) გარკვეული სქემა სჭირდება, რომ შეაფასოს სხვა ადამიანი ანუ შესაფასებელი პირი.თუმცა ეს ასე არ გახლავთ და რეალობა საპირისპიროზეც კი მეტყველებს. ხშირად გვეუბნებიან, რომ არასოდეს შევაფასოთ წიგნი მისი ყდის მიხედვით, ან კიდევ საკმაოდ ბანალური ფრაზა ხშირად სწვდება ჩვენს გონებას "მთავარია სული ადამიანში და არა ფიზიკური სილამაზე", მაგრამ სინამდვილეში ცოტა ვინმეს თუ შეუძლია ადამიანის შესახებ შთაბეჭდილების შექმნა მისი გარეგნული ნიშნების გათვალისწინების გარეშე. გამოდის, რომ ფიზიკური მიმზიდველობა გულისხობს და განაპირობებს ჩვენს მომავალ ურთიერთობების დამყარებას ან კიდევ დაწყებას, კარგი გარეგნობის მქონე ადამიანებთან(რომლების მიმართაც სიმპათიით განვეწყობით), ვიდრე ნაკლებად მომხიბვლელებთან. მოდით შევეცადოთ ავხსნათ ეს გარემოება, თუ რა მიზეზებით შეიძლება აიხსნას ესოდენ უჩვეულო მოვლენა. სოციალური ფსიქოლოგია ერთ-ერთ მიზეზად განიხილავს შემდეგს: 1.ფიზიკურად მიმზიდველ ადამიანს სხვა დადებითი თვისებებითაც ვაჯილდოვებთ.ეს მართლაც ასეა, ასეთი ადამიანები აღიქმება, როგორც მეგობრული, სასიამოვნო საურთიერთობო, საზოგადობაშიც უფრო დახვეწილ ჩვევებს ფლობენ და შესაბამისადაც უფრო თვითდაჯერებულები არიან, ვიდრე ნაკლებად მიმზიდველები. 2. მეორე მიზეზი, რაც ასე ვთქვათ უმაღლებს რეპუტაციას ფიზიკურად მიმზიდველ ადამიანს არის ის სტერეოტიპული იარლიყი, რომელსაც მათ ვაწებებთ.მომხიბვლელი ადამიანი უფრო ინტელექტუალურია ვიდრე ნაკლებად მიმზიდველი. სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს ამ მოსაზრებაში ვერ და არ დავეთანხმები, რადგანაც გამოცდილებითაც თამამად ვიტყვით, რომ შევჯახებივართ ცალსახად მაინც დისკრიმინაციას მდედრობითი სქესის მიმართ:ხშირად შევსწრებივარ ისეთ მომენტებს, როდესაც ლამაზი გოგონას მოხსენებას მისი მიმზიდველობის საპირისპიროდ დაბალ ინტელექტს მიაწერდნენ ხოლმე, ხოლო კურსელი ბიჭის იმავე დონის პრეზენტაციას ოვაციებით ხვდებოდნენ.
ფაქტია, რომ ფიზიკური მიმზიდველობა დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში.გარკვეულ დონემდე კულტურა გავლენას ახდენს ფიზიკური სილამაზის სტანდარტებზე, არ არსებობს უნივერსალური ნორმები იმასთან დაკავშირებით, მიმზიდველია თუ განმზიდველი სხეულის ნაწილები.ზოგადად ჩვენ ქართველებს და არა მხოლოდ ქართველებს გვახასიათებს, მიმზიდველად აღვიქვათ "საშუალო " სახე, ვიდრე არატიპიური.სიმეტრიული სახეები მოგვწონს და ლამაზი სახეც უფრო ნატიფი და პროპორციულია. ბოლოს და ბოლოს image



მიმზიდველად მიგვაჩნია ის, ვინც გვიზიდავს და არა განგვიზიდავს, ამიტომ კიდეც უნდა შევეცადოთ შემოვიკრიბოთ ისეთი ატმოსფერო, რომელიც პოზიტირად იმოქმედებს ჩვენს განწყობაზე.

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:მეგი წულაძე
მეგი წულაძე
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0