x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
Wicca - მაგია და ჯადოსნობა

imageვიკას ერთ-ერთი ფუძემდებელი მარგარეტ მიურერი გახლავთ.
რელიგიის პოპულარიზაცია ინგლისში 50-იან წლებში დაიწყო, მას შემდეგ რაც ჯადოქრობის 1734 წლის აქტი გაუქმდა.
70-იანი წლებიდან რელიგიას ვიკკა დაერქვა. ტერმინი "ვიკკა" (Wicca) ანგლო-საქსური ენიდან მოდის და რაღაცის საკუთარი სურვილისამებრ შეცვლასა და მოქცევას ნიშნავს. გარდნერის მტკიცებით ვიკკა ძველი ჯადოქრობის თანამედროვე გადმონაშთი იყო რომელის ასწლეულების განმავლობაში არსებობდა.
ვიკას რელიგიაში დიდ როლს თამაშობს კლასიკური ელემენტები - მიწა, ჰაერი, ცეცხლი, და წყალი. ამ ელემენტებს ხშირად მეხუთე ელემნტიც ემატება - სული. და რაღა თქმა უნდა რომ ვიკკაში უმნიშვნელოვანესი სიმბოლო არის პენტაგრამა.
პენტაგრამა ასევე ადამიანის მიკროსამყაროს სიმბოლოა.
პენტაგრამა თანამედროვეობაში ყველაზე ხშირად ვიკკასთან ასოცირდება და ძირითადად ის არის წრეში ჩასმული, ხოლო ამოტრიალებული პენტაგრამა მეორე ხარისხის ინიციაციის რიტუალის სიმბოლოა.
მიუხედავად სატანიზმისგან არსებითი განსხვავებისა ქრისტიანები ვიკკას სატანიზმად თვლიან, ვიკკა ქრისტიანულ ქვეყნებში წარმოიშვა და ძირითადად ასეთ ქვეყნებში ჰყავთ მიმდევრები, რის შედეგადაც ზოგი მათგანი მალავს საკუთარ რწმენას და მხოლოდ უახლოეს ადამიანს უმხელეს.
ვიკკანებს ანტი-ქრისტიანულ შეხედულებებსა და მოქმედებაში ადანაშაულებენ, რასაც ზოგიერთი ვიკკანი, მაგალითად დორიინ ვალიენტე ასე პასუხობს: "ჯადოქრები დოქტრინებსა და ეკლესიებს ნაკლებად სცემენ პატივს, რადგან ადამიანთა მიერ შექმნილ დოგმებად მიაჩნიათ".
ხოლო ამერიკაში ვიკკანთა სტატუსი კანონითაა დაცული, თუმცა ბევრი პოლიტიკოსი და რელიგიური ორგანიზაცია მათ კარგი თვალით არ უყურებს.

1
279
5-ს მოსწონს
ავტორი:qeti araviashvili
qeti araviashvili
279
  
2016, 18 ივლისი, 20:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1