x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
გლობალიზაცია

imageგლობალიზაცია ეს არის საერთო ტერმინი, რომელიც გულისხმობს მეტად რთული ურთიერთობების კომპლექსს ფიზიკურ პირებს, საწარმოებს, ინსტიტუტებსა და ბაზრებს შორის, რომელიც გამოიხატება ტექნოლოგიების, ფინანსური რესურსებისა და საქონლის ნაკადების გაფართოებით, ტრანსნაციონალური კორპორაციების გლობალური საქმიანობით, კომუნიკაციებისა და ინფორმაციის საერთაშორისო გაცვლის მნიშვნელოვანი გაზრდით, დაავადებებისა და ეკოლოგიური შედეგების გადატანით და ასევე, დანაშაულის გარკვეული ტიპის ინტერნაციონალიზაციით. ასევე, ჩვენ გლობალიზაციის ქვეშ შეგვიძლია გავიგოთ მსოფლიო სივრცის ერთიან ზონად გადაქცევა, სადაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადაადგილდება კაპიტალი, საქონელი, მომსახურება, სადაც თავისუფლად ვრცელდება იდეები და გადაადგილდებიან მათი მატარებლები, რომლებიც ასტიმულირებენ თანამედროვე ინსტიტუტების განვითარებას და ხელს უწყობენ მათ შეთანხმებულ ურთიერთქმედებას. აქედან გამომდინარე, გლობალიზაცია გულისხმობს საერთაშორისო სამართლებრივი და კულტურულ-საინფორმაციო სივრცის შექმნას. ჩვენ ხშირად გვესმის ფრაზა, რომ “მსოფლიო სულ უფრო მეტად ემსგავსება დიდ სოფელს”,
რაც თავისთავად გულისხმობს რომ ბოლო ათწლეულში მრავალ ცვლილებას ჰქონდა ადგილი.
გლობალიზაციის პროცესი შეისწავლება მრავალი მეცნიერის მიერ, ამის მიუხედავად ზოგიერთი საკითხი დღემდე ამოუხსნელია. შესაბამისად მოცემული პროცესის დადებით და უარყოფით მხარეებზე შეხედულებები მეტად განსხვავებულია. ეკონომიკის გლობალიზაცია რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესია. ერთი მხრივ, იგი აადვილებს სამეურნეო ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის, ქმნის წვდომას საზოგადოებრივი მიღწევებისადმი, უზრუნველყოფს რესურსების ეკონომიასა და ასტიმულირებს მსოფლიო პროგრესს. მეორე მხრივ, გლობალიზაცია უარყოფითი შედეგების მატარებელია: მცირე ბიზნესის განადგურება, ცხოვრების დონის შემცირება,
განვითარებად ქვეყნებში კონკურენციის დონის ამაღლება და სხვა.
გლობალიზაცია აღრმავებს, აფართოებს და აჩქარებს მსოფლიო ურთიერთობებს და ურთიერთდამოკიდებულებას დღევანდელი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ერთი მხარისათვის იგი ქმნის ახალ მსოფლიოს აღსავსეს იმედებითა და შესაძლებლობებით. სხვებისათვის კი ესაა მსოფლიო, რომელშიც ადამიანები სულ
უფრო ნაკლებად აკონტროლებენ მოვლენებს რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება.
2013 წლის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას წარმოადგენს “გადარჩება თუ არა გლობალიზაცია?” რობერტ სამუელსონი აღნიშნავდა, რომ ათწლეულების განმავლობაში
იზრდებოდა საერთაშორისო ვაჭრობა და ფულის მიმოქცევა, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ზრდა. თუმცა ბოლო პერიოდში გვაქვს უკუშედეგი, ანუ მათი შენელებილი ზრდა, ზოგან კი საერთოდ შემცირება. David Smick- ი საერთაშორისო
ეკონომიკური ჟურნალის რედაქტორი, ამ პროცესს “დეგლობალიზაციას” უწოდებს. ამერიკელებისათვის დეგლობალიზაციის ზოგიერთი ასპექტი შესაძლოა მომგებიანიც იყოს. გლობალიზაციამ ა.შ.შ-ში ამოწურა სამუშაო ადგილები საწარმოებში. როგორც ვიცით ობამას საპრეზიდენტო კამპანიის თემა სწორედ სამუშაო ადგილების ინსორსინგი
იყო. მან განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს თავისუფალ ვაჭრობას ა.შ.შ-სა და ევროკავშირს შორის, თუმცა ისმის კითხვა: იქნება თუ არა ეს გლობალიზაციის გადასარჩენად საკმარისი? გლობალური კომპანიები ორიენტირებულნი იყვნენ საერთაშორისო ბაზრებზე და მოგების მეტი ნაწილი სწორედ საზღვარგარეთიდან შემოდიოდა. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინათ Apple-მა მოახდინა 100 მლნ-ის
ინვესტირება, რათა მოეხდინა Mac-ის კომპიუტერების წარმოების ა.შ.შ-ში დაბრუნება. General Electric-მაც დააბრუნა მაცივრების, წყლის გამათბობლებისა და ზოგიერთი
ტექნიკის წარმოება ჩინეთიდან და მექსიკიდან, რაც გაზრდის დასაქმების დონეს.
ვინაიდან 2008 წლის კრიზისის შემდგომ გლობალიზაცია უბრუნდება ისევ მულტინაციონალიზმს, საერთაშორისო გარიგებები სარისკო ხდება.
დასკვნის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ კსავიე გოდინოს, Quart Monde-ს წარმომადგენლის სიტყვები “გლობალიზაცია ეს არის კოლექტიური გამოწვევა და
მოწოდება თითოეული ჩვენგანის მიმართ, რომ ვიპოვოთ ახალი გზები, რათა გავხდეთ მსოფლიოს სრულუფლებიანი მოქალაქეები”. როგორც აღნიშნავდა შტიგლიცი ქვეყნებმა უნდა მიიღონ გლობალიზაცია მხოლოდ საკუთარი პირობლემების, მათი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გათვალისწინებით.

2
102
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
102
  
2016, 23 ივლისი, 22:39
თავად გლობალიზაციის იდეა საკმაოდ მიმზიდველია, ერთი მხრივ ბევრი დადებითი რამ აქვს, მაგრამ ასევე უამრავი უარყოფითი, ზოგიერთი ქვეყანა ამას იარღად იყენებს ( შესაძლოა თავიდანვე ასე იყო გათვლილი ), ქართველებში კი, როგორც ყოველთვის, არასწორად ხორციელდება ყველაფერი, ( ქართველების უმეტესობისთვის ევროპელობა გახრწნილობის გამართლებაა, ესაც არასწორია ) ყველა სიახლიდან რატომღაც ცუდი შემოგვაქვს, თითქოს უცებ შეგვიძლია გადავაბიჯოთ ჩვენს ტრადიციებს, კულტურას ( მოძველებულად აღიქმება ყოველივე რაც ნამდვილად ღირებულია ქართველისთვის ). მე ვფიქრობ, გლობალიზაციის ასე უარყოფითად განვითარების მიზეზი თავად ქვეყნებშია, არც ერთმა ერმა არ უნდა დაივიწყოს თავისი ისტორია, ღირებულებები.
2016, 23 ივლისი, 9:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2