x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქართული ფილმი, რომლითაც ბრედ პიტის კომპანია დაინტერესდა (+ფილმის პრომო)
image


ქართველი რეჟისორის, რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" კარლოვი ვარის 51-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა საკონკურსო პროგრამაში East of the West. კარლოვი ვარი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან ტარდება.

image

ფილმი 1990-იანი წლების საქართველოს შესახებაა და ომში გადარჩენილ ორ ოჯახზე მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ახლა უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.


"სხვისი სახლი" საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის თანამშრომლობის შედეგია. მთავარ როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა.

image


„სხვისი სახლი“ რუსუდან გლურჯიძის პირველი ნამუშევარია და მისი მსოფლიო პრემიერა სწორედ კარლოვი-ვარში შედგა. ფილმმა კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასება მიიღო, მათ შორის მსოფლიო წამყვანი რეცენზენტის, ამერიკული ყოველკვირეული გამომცემლობის, Variety-საგანაც, რომელშიც ვკითხულობთ: "დაუჯერებელი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ეს დახვეწილი ისტორია ომის ფქისოლოგიური შრამების შესახებ - "სხვისი სახლი" - ქართველი რეჟისორის, გლურჯიძის სადებიუტო ნამუშევარია. ეს არის ფილმი სიღრმისეულ გაუცხოებასა და გამოვლენილ სილამაზეზე. გლურჯიძე თავის ფილმს ელეგიის მსგავსად გვაქვდის." სტატიაში ასევე საუბარია "ძველი ჰოლანდიელი ოსტატების სტილში შესრულებულ, თავბრუდამხვევ ოპერატორულ ნამუშევარზე". ასევე ნათქვამია, რომ სურათი ტარკოვსკისა და ბერგმანის ნამუშევრებს მოგვაგონებს. "სხვისი სახლი" გვიჩვენებს სამყაროს, სადაც ომი თითქოსდა დამავრდა, მაგრამ არ დასრულებულა", - შენიშნავს Variety.



"ფილმში დაკავებული ყველა მსახიობისთვის ნაცნობია სამოქალაქო ომი. ისინი იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ამგვარი ომი და მორალური უფლება აქვთ ეს ისტორია მაყურებელს მოუთხრონ", - აღნიშნავს ფილმის კომპოზიტორი, ალექსეი ვორობიოვი.


სურათის შემქმნელებს თანამშრომლობის შეთავაზებით უკვე მიმართეს ამერიკელი მსახიობის, ბრედ პიტის საპროდიუსერო კომპანიის, Plan B Entertainment-ის წარმომადგენლებმა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა "სელმა" და ოსკაროსანი "მონობის 12 წელიწადი". იგი დაარსებულია 2001 წელს და თანამშრომლობს Paramount Pictures-თან, Warner Bros.-სთან და 20th Century Fox-სთან. ასევე ცნობია, რომ ფილმი ჩვენებისთვის გამოითხოვა კომპანია Sony Classic-მა.







1
516
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
516
  
2016, 11 ივლისი, 14:49
წარმატებები
0 1 1