x
image
natia.a
მწერების შემოსევა და ტრავმირებული რონალდუ - რა მოხდა ევრო-2016-ზე (+ვიდეოები)
image
ყველაფერი მწერების შემოსევით დაიწყო. უბრალოდ, წინა ღამით ფრანგებს სტადიონზე შუქის გამორთვა დაავიწყდათ, ციცინათელებმაც არ დააყოვნეს და ფინალისთვის ადგილები დაიკავეს... მაყურებლებს სახეზე ასხდებოდნენ, თვალებზე აცოცდებოდნენ და პირშიც კი უძვრებოდნენ.


imageimage


მაგრამ მთავარი საშინელება წინ იყო...


ფრენგმა ფეხბურთელმა, პაიეტმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ტრავმა მიაყენა (სუსტი გულის მქონეებმა არ უყუროთ!).


image

ცხადია, ეს ბურთზე უფრო მოწინააღმდეგის ფეხზე "თამაში" და ტრავმის განზრახ მიყენება იყო, მაგრამ მსაჯს, რატომღაც ყურადღება არ მიუქცევია და პაიეტმა, რონალდუსგან გასხვავებით, თამაში განაგრძო.

image

ატირებულ რონალდუს სახეზე ციცინათელა დააჯდა. და რაღა თქმა უნდა ინტერნეტში მაშინვე გამოჩნდა მემები:


image

რონალდუ საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. პარიზულ ფან-კლუბშიც არ დააყოვნეს და ეს მოვლენა ახლო ხედით აჩვენეს:


image


პაიეტის ინსტაგრამი კი კომენტარებით ააფეთქეს: ერთი საათის მანძილზე 120 ათასზე კეტი კომენტარი გაჩნდა. მთელი მსოფლიოდან წყევლა-კრულვა მისდიოდა სალახანა ფრანგს, რომელმა დანტესივით მოკლა პუშკინი ფეხბურთის მოედანზე...


ერთ-ერთმა გაცოფებულმა ფანატმა მშინვე დაწერა:


"მე დიდად არ მჯერა ტაქტიკური, მყისიერი სამართლიანობის. სამწუხაროა, რომ დიმიტრი პაიეტი, რომელმაც განზრახ გამოთიშა ფინალს მსოფლიოს ორიდან ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, სავარაუდოდ 2016 წლის ევროპის ჩემპიონი გახდება.


მაგრამ სტრატეგიული სამართლიაობა ნამდვილად არსებობს. ოდესმე, და არც ისე შორეულ მომავალში, დიმიტრი პაიეტი აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, რომ საკუთარ თავს შეეკითხება: "ღმერთო, რისთვის ვისჯები ასე?" ჩვენ კი ზუსტად გვეცოდინება რისთვისაც."


თითქოს ყველა გაგიჟდა, მოედანზე გულშემატკივრებმა იწყეს გამოცვენა.


image

ცეცხლი წაეკიდა ეიფელის კოშკს.


image

სხვა თითქმის არაფრით არ იყო დასამახსოვრებელი 90 წუთიანი თამაში. ფანატები ღელავდნენ. დიმიტრი პაიეტი შეცვალეს...კიდევ რამე არ ჩაიდინოსო. ანტუან გრიზმანმა ერთხელ სახიფათოდ დაარტყა თავით, მაგრამ უშედეგოდ.


დამატებით წუთებზე ჟინიაკმა პორტუგალიის შტანგას მოახვედრა ბურთი და მთელმა საფრანგეთმა, ცოტაც და, ინფარქტი არ მიიღო.

image

103-ე წუთზე ყველაფერი პორტუგალიელ ედერს შეეძლო გადაეწყვიტა, როცა თავით დაარწყა ბურთს, მაგრამ ფრანგმა მეკარემ, უგო ლორისმა იმარჯვა.


თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ედერის მიერ დარტყმული ბურთისთვის ფრანგი მეკარე მზად ვეღარ ღმოჩნდა...

image

...და ვაშა! პორტუგალია ევრო-2016-ის გამარჯვებული გახდა!


image


შედეგი ღირდა რონალდუს ცრემლებად...
.

5
917
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
917
  
2016, 14 ივლისი, 14:25
გირჩევ, რომ განაგრძო, რადგან შეგიძლია ეს
2016, 14 ივლისი, 13:03
ვცადე ოდესღაც... :)
2016, 14 ივლისი, 11:13
მწერლობაში არ გიცდია ჯერ ბედი?
2016, 11 ივლისი, 16:16
:)) მადლობა.
2016, 11 ივლისი, 16:16
ისეთი სტატიაა მატჩის ნახვა არც იყო საჭირო:-)
კარგი იყო ყოჩაღ!
0 1 5