x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
15 ყველაზე შემზარავი ამოუცნობი საიდუმლო მსოფლიოში
ბერმუდის სამკუთხედი, ლოხ-ნესის ურჩხული, ბიგფუტი-ჩვენი სამყაროს ამოუცნობი და იდუმალი მოვლენების მხოლოდ ნაწილია. რეალობა ხანდახან ყველაზე შემზარავ საშინელებათა ფილმის სიუჟეტზე უარესია. ადამიანების უეცარი გაქრობა, მოტაცება, გაუხსნელი მკვლელობები და თვითმკვლელობები, უცნაური ნათება ღამეულ ცაზე - ამქვეყნად უამრავი საიდუმლო და შემზარავი მოვლენა ხდება, რომელთა ახსნა ვერანაირად ვერ ხერხდება.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა 15 ყველაზე შემზარავი ამოუცნობი საიდუმლო მსოფლიოში.



15. სისხლმდინარე სახლი



image

1987 წლის სექტემბერში ატლანტაში მცხოვრები უილიამ და ინი ვინსტონების სახლში კედლებიდან და ჭერიდან უეცრად სისხლმა დაიწყო წვეთა. მეუღლეებმა მაშინათვე გამოიძახეს პოლიცია. სისხლის ანალიზით დადგინდა, რომ ის არც უილიამს და არც ენის არ ეკუთვნოდა. პოლიციამ ამ მოვლენის ახსნა ან სისხლის წყაროს პოვნა ვერ შეძლო. სკეპტიკოსების აზრით, ვინსტონებს ვიღაცა უხეშად გაეხუმრა, მაგრამ ფაქტი ერთია: ცოლ-ქმარი ისე შეაშინა მომხდარმა, რომ სასწრაფოდ გაეცალნენ ამ სახლს.


14. ჰილების მოტაცება


image
1961 წლის 19 სექტემბრის ღამით ცოლ-ქმარი ბეტი და ბარნი ჰილები მანქანით ბრუნდებოდნენ შვებულებიდან . ისინი შეჩერდნენ მოწყვეტილი ვარსკვლავის საყურებლად. უცებ ვარსკვლავმა მათი მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ჰილებს შეეშინდათ და სწრაფად გაიქცნენ მანქანისაკენ. ისინი ორი დღის შემდეგ გამოჩნდნენ და მხოლოდ ჰიპნოზის ქვეშ შეძლეს ახსნა, რომ უცხოპლანეტელებმა მოიტაცეს.


13. სერიული მკვლელი ''ზოდიაქი''


image

ამერიკელი სერიული მკვლელი, მეტსახელად ''ზოდიაქი'', მკვლელობებს სჩადიოდა 1968 წლის დეკემბრიდან 1969 წლის ოქტომბრამდე. მან ამ პერიოდში დაახლოებით 30-მდე ადამიანი მოკლა. ცინიკურ წერილებში, რომელსაც მკვლელი გაზეთის რედაქციას უგზავნიდა, თავის თავს ''ზოდიაქს'' უწოდებდა. წერილები შეიცავდა კრიპტოგრამებს, რომლებშიც დამნაშავე ფარავდა ცნობებს საკუთარი თავის შესახებ. კრიმინალისტებმა ოთხიდან მხოლოდ ერთი კრიპტოგრამის გაშიფვრა მოახერხეს. ''ზოდიაქის'' პიროვნება კი დღემდე დაუდგენელია.


12. წერილი საიქიოდან


image

2011 წლის ივნისში 32 წლის ჯეკ ფროზი მოულოდნელად გარდაიცვალა გულის არითმიით. მისი სიკვდილიდან 6 თვის შემდეგ ჯეკის ახლობლებს და მეგობრებს რამოდენემე წერილი მოუვიდათ მისგან ელექტრონულ ფოსტაზე. ასე, მაგალითად, ჯეკის უახლოესმა მეგობარმა ტიმ ჰარდმა ასეთი შინაარსის წერილი მიიღო:"გესმის ჩემი? მე შენთან ვარ სახლში. დაალაგე ეს ოხერი სხვენი". სწორედ სხვენის დალაგებაზე ლაპარაკობდნენ მეგობრები ჯეკის გარდაცვალების წინადღეს. ოჯახი ირწმუნებოდა, რომ ჯეკის პროფილის პაროლი კაციშვილმა არ იცოდა და ის არც გატეხილს არ ჰგავს.



11. იმპლანტები უცხოპლანტელებისაგან


image

ექიმი როჯერ ლილი ირწმუნება, რომ ათეულობით ოპერაცია აქვს გაკეთებული პაციენტებისათვის, რათა მათთვის სხეულიდან ამოეცალა უცხოპლანეტელების მიერ ჩადგმული იმპლანტები და გადამცემები. ამასთანავე ექიმი აღნიშნავს, რომ ეს საგნები ჩადგმული იყო კანში ისეთნაირად, რომ ვერცერთ შემთხვევაში მან იქ ანთებითი პროცესის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინა. იმპლანტები ადამიანის კანისმაგვარი უცხო მასალისაგან იყო გაკეთებული, რომლის მსგავსიც დედამიწაზე არ მოიპოვება.


10. ლარს მიტანკის გაუჩინარება


image

28 წლის გერმანელი ლარს მიტანკი ორიოდე წლის წინ ბულგარეთში წავიდა დასასვენებლად. ღამით მან სასტუმროდან დაურეკა დედას და სთხოვა, რომ მისი საკრედიტო ბარათი დაებლოკათ. ბიჭი პანიკაში იყო და გამუდმებით იმეორებდა, რომ უთვალთვალებენ. მეორე დღეს ის უკვე აეროპორტში ნახეს-ლარსი ბარგის ჩაბარების რიგში იდგა. უეცრად მან მიატოვა თავისი ნივთები და უკანმოუხედავად გაიქცა აეროპორტიდან. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.


9. ხომალდი-მოჩვენება - Ourang Medan


image

1947 წლის ივნისში მალაკის სრუტეში მყოფმა ორმა ამერიკულმა ხომალდმა ჰოლანდიური სატვირთო გემიდან Ourang Medan საფრთხის მაუწყებელი ერთი და იგივე სიგნალი მიიღო:" კაპიტანი და ყველა ოფიცერი მკვდარია, მეც მალე მომკლავენ. მიშველეთ!". როცა გემთან მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ მთელი ეკიპაჟი მკვდარი იყო, გემზე მყოფი ძაღლიც კი. მიცვალებულების სხეულებზე დაზიანების არანაირი კვალი არ აღმოჩნდა. როცა მაშველებმა გემის დათვალიერება დაიწყეს, მისი ტრიუმიდან საეჭვო სახის კვამლმა დაიწყო ამოსვლა. დასახმარებლად მისულებს შეეშინდათ და სასწრაფოდ დაბრუნდნენ თავიანთ ხომალდზე. რამოდენიმე წამის შემდეგ Ourang Medan აფეთქდა და ჩაიძირა. მისი ტრაგედიის მიზეზი დღემდე უცნობია.


8. ჰენდრიკ ჯონსონი


image

2013 წლის 11 იანვარს სავარჯიშო დარბაზში აღმოჩენილი იქნა კოლეჯის მოსწავლის ჰენდრიკ ჯონსონის ცხედარი. ის სავარჯიშო ხალიჩაში იყო გახვეული. გამოძიების თანახმად, სიკვდილი ასფიქსიით იყო გამოწვეული. მოსწავლეები ვარჯიშის დასრულების შემდეგ სპორტულ ფეხსაცმელებს დახვეულ სავარჯიშო ხალიჩაში ყრიდნენ, მეორე დღეს კი ისევ იღებდნენ იქედან. პოლიციამ გამოიტანა დასკვნა, რომ ჰენდრიკი ხალიჩაში შეძვრა ბოტასების გამოსატანად, იქ მას სულ შეეხუთა და გამოძრომა ვეღარ მოახერხა, მაგრამ გოგონას მშობლები არ დაეთანხმნენ ამ დასკვნას.მათ კერძო ექსპერტიზა ჩაატარეს, რომლის დროსაც აღმოჩნდა, რომ ჰენდრიკს კისერზე ყრუ ტრავმა აღენიშნებოდა და აკლდა რამოდენიმე ორგანო მუცლის ღრუში, მათი ადგილი კი გაზეთებით იყო ამოტენილი. შემთხვევა დღემდე არაა საბოლოოდ გამოძიებული.


7. ''შენ მას ვერასდროს ვერ იპოვი''


image

2011 წლის 14 მაისს გერმანელი ედი მარი ფრაი-პიტცენი სასტუმროს ნომერში მკვდარი იპოვეს. ქალმა სუიციდი ჩაიდინა, ხოლო სიკვდილისწინა ბარათში ერთადერთი ფრაზა დაწერა:"შენ მას ვერასოდეს ვერ იპოვი". სიკვდილამდე სამი დღით ადრე ფრაი - პიტცენმა თავისი 7 წლის შვილი ტიმატი სკოლიდან გამოიყვანა და მასთან ერთად სამოგზაუროდ გაეშურა. მეუღლის თქმით, მართალია, ედი დეპრესიით იტანჯებოდა, მაგრამ შვილი ძალიან უყვარდა. პოლიცია დღესაც უშედეგოდ ეძებს დაკარგულ ბიჭუნას.


6. დიატლოვის გადასასვლელის საიდუმლო


image

1959 წლის 1-2 თებერვალს, ურალში, გადასასვლელზე, რომელსაც შემდგომში დიატლოვის გადასასვლელი უწოდეს, ამოუცნობ ვითარებაში დაიღუპა 9 ტურისტისაგან შემდგარი რაზმი, რომელსაც იგორ დიატლოვი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი შედგებოდა ურალის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი მოთხილამურეებისაგან. შუაღამისას რაღაცამ აიძულა 9 ადამიანი სასწრაფოდ დაეტოვებინათა კარავი, ამასთან ისე მყისიერად, რომ მათ ჩაცმაც ვერ მოასწრეს და კარვის კალთა შიგნიდან დანით გაჭრეს, რომ მალე გაქცეულიყვნენ. სამძებრო ჯგუფმა მათი სხეულები და კოცონის ორი ნაკვალევი იპოვა. შემთხვევა დღემდე გამოუცნობია. წამოყენებული იყო ბევრი ვერსია: დაწყებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტის სტუმრობიდან დასრულებული ჩვეულებრივი ზვავითა და ზესაიდუმლო იარაღის გამოცდით (რამოდენიმე კვირის წინ რუსმა ფიზიკოსმა გააკეთა სენსაციური კვლევა, რომელშიც დაწვრილებით აღწერს და ხსნის დიატლოვის გადასასვლელზე მომხადარ იდუმალ ტრაგედიას. ვეცდები მასალა მოვიძიო და ამ თემას ცალკე სტატია მივუძღვნა).


5. ელიზა ლემის იდუმალი სიკვდილი


image

2013 წლის 26 იანვარს ელიზა ლოს-ანჟელესში მდებარე სასტუმრო Cecil-ში დაბინავდა. სასტუმროს ბინადრებმა შენიშნეს, რომ გოგონა უცნაურად იქცეოდა: შემორჩენილია ლიფტში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ ელაპარაკება ელიზა უჩინმაჩინს, როგორ ეთამაშება და უცინის მას. რამოდენიმე დღის შემდეგ გოგონა დაიკარგა. ამ ამბიდან მალე სასტუმროს მობინადრეებმა იჩივლეს მენეჯერთან, რომ ონკანებიდან მღვრიე და სუნიანი წყალი მოდიოდა. სანტექნიკოსებმა შეამოწმეს სასტუმროს სახურავზე მდგარი წყლის ავზი და იქ ელიზას გვამი აღმოაჩინეს. საგულისხმოა, რომ ავზის თავი საგულდაგულდ იყო დაკეტილი და მის გახსნას დიდი ძალისხმევა ესაჭიროებოდა. შემთხვევა დღემდე იდუმალებითაა მოცული.


4. სინათლე ფენიქსზე


image

1997 წლის 13 მარტს ამერიკულ ქალაქ ფენიქსის ათეულ ათასობით მცხოვრები აკვირდებოდა ცაზე მანათობელ რგოლებს, რომლებიც ერთ ხაზზე იყო ჩამწკრივებული. რამოდენიმე მოწმე ამტკიცებდა, რომ დაინახეს აგრეთვე უზარმაზარი ზომის ამო, რომელიც ფორმით კუთხეს ჰგავდა და რომელიც თვალისმომჭრელად კაშკაშა სინათლეებით იყო გაჩირაღდნებული.


3. მორი მიურეის გაუჩინარება


image

2004 წლის 9 თებერვალს სტუდენტმა მორი მიურეიმ მასწავლებელს განუცხადა, რომ ქალაქიდან მიდიოდა ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო. ამხანაგების განცხადებით, ამ ამბამდე რამოდენიმე საათის წინ გოგონას ვიღაცამ დაურეკა და ის ატირდა. მისი გაუჩინარების დღეს გოგონამ მცირე ავარია გააკეთა 112-ე ტრასაზე, გამვლელი ავტობუსის მძღოლმა მას დახმარება შესთავაზა, მაგრამ მორიმ უარი უთხრა. ამის შემდეგ ის არავის უნახავს. ამ ამბიდან ზუსტად 8 წლის შემდეგ, 2012 წლის 9 თებერვალს მომხმარებელმა ნიკით "112dirtbag" საიტზე YouTube ვიდეო დადო სახელწოდებით: "წლისთავს გილოცავ''. ვიდეოზე ჩანს ასაკოვანი მამაკაცი, რომლის სახის გარჩევა ჩრდილის გამო შეუძლებელია და ისმის მისი ისტერიული სიცილი. აღსანიშნავია, რომ გოგონას მამამ მის მომტაცებელს ნაძირალა, ინგლისურად "dirtbag" უწოდა.


2. გუგუნი ტაოსში


image

უკვე რამდენი წელია ქალაქ ტაოსის (აშშ, შტატი ნიუ-მექსიკო) მცხოვრებლებს ესმით უდაბნოდან მომავალი დაბალი სიხშირის გაურკვეველი ხმები. ეგერთ წოდებული ''ტაოსური გუგუნის'' ხმა წააგავს ტრასაზე მიმავალი ტვირთზმიდი მანქანების ხმას, თუმცა უდაბნოში არანაირი მაგისტრალი არ არსებობს. მისი ფენომენი კიდევ იმითაა უცნაური, რომ ხმა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს ესმით და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში-ჩამოსულებს. მეცნიერებმა ამ ხმაურის გამომწვევი მიზეზი დღემდე ვერ დაადგინეს.


1. "ზონა 51"-ის ყოფილი მოსამსახურის ზარი


image

1997 წლის 11 სექტემბერს რადიო Art Bell-ის ერთ-ერთ პოპულარულ შოუში დარეკა მამაკაცმა, რომელიც მსმენელებს სამხედრო ბაზა ''ზონა 51''-ის ყოფილ მოსამსახურედ გაეცნო. მამაკაცი აღელვებული და შეშინებული იყო. ის რადიომსმენელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი და ეშინია, რომ მას მიაგნებენ და ამის თქმას ვერ მოასწრებს. უეცრად კავშირი გაწყდა და რადიოსადგურის მუშაობაც ამავე დროს გაითიშა. რადიომაუწყებლობა მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ აღსდგა, როცა ხარვეზები გაასწორეს, მაგრამ მამაკაცის ვინაობა და ის, თუ რა ჰქონდა მას სათქმელი, უცნობი დარჩა. ამ ამბის შესახებ მხოლოდ 2001 წლის 11 სექტემბერს გაიხსენეს, როცა აშშ-ის ისტორიაში უდიდესი ტერაქტი მოხდა.


2
2117
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2117
  
2016, 13 ივლისი, 10:27
უკვე დავწერე, თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ ეს ვერსია 100% -იანია:)
2016, 11 ივლისი, 11:53
დიატლოვზე თუ მოიძიებ ახალ ინფორმაციას, ძალიან გამეხარდება!
0 1 2