x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ცხოვრების მეგზური შენი არჩევანია

imageყველამ იცის, ყველა აცნობიერებს იმას, რომ სადღაც არსებობს მისი მეორე ნახევარი, ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გახდეს. მთავარი მასთან შეხვედრა და იმ გზაზე სვლაა, რომელსაც მიჰყავხარ იქ სადაც მას აღმოაჩენ. ზოგი ასეთ ადამიანს ადრეულ ასაკში პოულობს, ზოგიც გვიან, ზოგიც მთელი ცხოვრება ეძებს და ვერ პოულობს. მე კი მჯერა, რომ თუ კი ეს ხდება, ხდება მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც შეცვლის შენს ცხოვრებას და საერთოდ შენს ზოგად ხედვას ცხოვრებაზე. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერს უზიარებ: იმედს, სიხარულს, ტკივილს, ბედნიერ წუთებს, ყოველ გაღიმებას, დარდს, წარმატებას, მასაც სულ უფრო და უფრო უჩნდება სურვილი, მეტი და მეტი გაიგოს შენზე და მას ისეთი უყვარხარ, გიღებს ისეთს, როგორიც ხარ.ის არის ადამიანი, რომელიც არასდროს გაგრძნობინებს თავს მარტოს და არასდროს განგაცდევინებს იმას, რომ არ ხარ საკმარისზე კარგი. ის არის ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნისთვისაც დრო არასდროს გყოფნის, სულ გაქვს შეგრძნება რომ დრო გებრძვის და იმაზე ჩქარა გადის ვიდრე რეალურად. ამჩნევ რომ იმაზე ხშირად იცინი ვიდრე მასთან შეხვედრამდე, მისი ზარი და ხმის გაგონება გეხმარება გაიადვილო მძიმე და დამთრგუნველი ყოველდღიურობა და ამდენი ლამაზი წუთის ჩუქება შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს და ზოგჯერ იცი და ხვდები ვინ შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ხვდები, რომ გზას, რომელზეც დგეხარ, მასთან არ მიყავხარ...


imageimage

5
158
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
158
  
2016, 11 ივლისი, 19:51
ბიჭებთან მაქ ურთიერთობა და ვიცი როგორები არიან, თავის სასტავში აჩენენ ნამდვილ სახეს, მეწყვილესთან კი პირიქით არიან. თქვენი ცხოვრების თანამგზავრს თუ მიაგენით უბრალოდ დარწმუნდით, რომ ზუსტად ისა ვისაც ელოდით :) ეს ბოლოა რისი თქმაც მინდა. წარმატებები.
2016, 11 ივლისი, 18:57
პირიქით ბოდიში მემგონი მე უდნა მოგიხადო ისეთი გამოსვლა გქონდაა ;)
2016, 11 ივლისი, 13:56
უარყოფითით ჭკუას სწავლობენ, ამიტომ სასარგებლოა, კი.
სიმკაცრე აუცილებელი იყო. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ყველას :)
2016, 10 ივლისი, 23:27
არ მეგონა ვინმე ესე გაბრაზებული თუ მიუდგებოდა იმას რაც დავწერრე,ყველაზე ნაკლებად ამ ემოციას ველოდი...რაღაცეები ჩვენს უნებურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, აქედან მოდის ესეთი ემოციები,ვისთვის ბანალური და ვისთვის უბრალოდ არასასურველი რეალობა,მაგრამ მაინც სასიამოვნო...ყველაფერ უარყფითს აქვს დადებითი მე მჯერა რომ ერთგულება ყველაზე მეტად ფასდება...
2016, 10 ივლისი, 23:08
მეორე ნახევარი დედა! ნეტავ სად ვეძებო! ეს გოგოები ძალიან ჩაფლულები ხართ რომანების კითხვით, სადაც ბედნიერება და სიყვარული ზღაპრულადა აღწერილი, რა თქმა უნდა, კარგი დასასრულით, სხვა გვარად როგორ შეიძლება აბა. რამდენი გოგო თავს იკლავს ბიჭის გამო, რის გამო ან ვის გამო იკლავ? თავიდან ყველა დარწმუნებულია, რომ დანამდვილებით უყვარს, არა და ქორწინებაში მყოფი ყოველი მეორე, მერე უბედურდება. სიყვარულს და ერთგულებას გეფიცებიან, მაგრამ სიტყვას ტეხენ. დაიმახსოვრეთ, ბიჭების 60% ნაძირალა. "გზას, რომელზეც დგეხარ, მასთან არ მიყავხარ" არ მიყავხარ და ნუ მიყავხარ, არ უნდა დრამის და ტრაგედის შექმნა. "გაუგებარია, რატომ უნდა იყო უბედური იმ ერთის გამო, როცა ირგვლივ უამრავი მიზეზია ბედნიერებისთვის"(პაულო კოელიო) ბევრი გზა გაბედნიერებისთვის. ჩემი რჩევა მაგალითად თქვენი ინტერესები ან საყვარელი საქმე, აკეთეთ ის, რის გაკეთებაც გსიამოვნებთ, ამის ძიებას დაუთმეთ დრო და პირველ რიგში იზრუნეთ, რომ კარგ და განათლებულ პიროვნებად ჩამოღალიბდეთ. დრო და დრო სიყვარულიც მოვა. არ უნდა სიყვარულის ძიებით შეპყრობილობანას თამაში. დიდ ბოდიშს გიხდით, მკაცრი განცხადება გამომივიდა. საერთოდ ვლაპარაკობ, ყველა ნათქვამს ავტორი თავის თავზე ნუ მიღებს.
0 1 5