x
image
მანჩო 777
პატიმარი ციხიდან გაიქცა, რათა ზედამხედველი სიკვდილისაგან ეხსნა
ტეხასის შტატის ქალქ ვეზერფორდში მდებარე Parker County-ის ციხის ზედამხედველი სიკვდილს პატიმრის წყალობით გადაურჩა, რომელიც იძულებული გახდა ამისათვის ციხიდან გაქცეულიყო.


image


მეციხოვნე იცავდა სარდაფში მდებარე კამერებს და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა პატიმრებთან. ის დერეფანში იდგა და პატიმრებს რაღაცას ეხუმრებოდა, როცა უეცრად გახდა ცუდად და იატაკზე ცნობამიხდილი დაეცა. პატიმრებმა მამაკაცის დასახმარებლად ყვირილი ატეხეს, მაგრამ საშველად არავინ გამოჩნდა. როგორც ჩანს, სარდაფი იზოლირებული იყო ზედა სართულებისაგან და ციხის მომსახურე პერსონალამდე ხმა მათ ვერ მიაწვდინეს.

დაინახა რა, რომ მდგომარეობა გამოუვალი იყო, ერთ-ერთმა პატიმარმა, სახელად ნიკ კელტონი, როგორღაც მოახერხა თავისი საკნის კარების გატეხვა და დერეფანში გამოვარდა. როცა უგონოდ მყოფთან მივიდა, ნახა, რომ მას პულსი არ უცემდა. მაშინ ნიკი გაიქცა ზემოთ და კარებზე ატეხა ბრახუნი, იცოდა რა, რომ ამით თავის სიცოცხლეს რისკში აგდებდა - ამ დროს ის უკვე ციხიდან გაქცეულ პატიმრად ითვლებოდა და თავისუფლად იყო შესაძლებელი, ბადრაგს მისთვის უყოყმანოდ ესროლა. ზედამხადველები სწრაფად დაეშვნენ შემთხვევის ადგილზე, მათ ჩათვალეს, რომ გულწასულს პატიმრები დაესხნენ თავს და სასწრაფოდ დააბრუნეს ისინი კამერებში.



მაშინ კელტონმა აუხსნა ზედამხედველებს, თუ რა მოხდა და თხოვა, რომ ექიმისათვის დაეძახათ ავადმყოფის საშველად. მამაკაცი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში. გამოირკვა, რომ მას გულის შეტევა დაემართა. "რომ არა პატიმრების აქტიურობა, დღეს ის ცოცხალი აღარ იქნებოდა", - განაცხადა ციხის უფროსის თანაშემწემ.


დაზარალებული ჯერჯერობით კლინიკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია; ექიმები ვარაუდობენ, რომ ის მალე გამომჯობინდება და დაუბრუნდება თავის სამსახურს.


ციხის ხელმძღვანელობა ძლიერ მადლიერი დარჩა პატიმრების, მაგრამ ამავე დროს ისინი დააფიქრა იმ ფაქტმა, რომ მათ იოლად შეძლეს კამერების დატოვება და ამიტომ უსაფრთხოების სისტემა გააძლიერეს.


ნიკ კელტონი სასჯელს ნარკოტიკების უკანონო შენახვისათვის იხდის. ზედამხედველის დახმარებისათვის მადლობის ნიშნად ციხის ხელმძღვანელობა პატიმარს შეპირდა, რომ მის საქმეს გადახედავენ და სასჯელს შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქებენ.


image

0
396
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0