x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ზაფხულის ყველაზე ცხელი ტრენდები. TOP - 5

ამ სეზონზე მოდა ძალიან დემოკრატიულია, შეიძლება ზოგიერთი სამოსის ტარბა გასული სეზონიდანაც. მაგრამ, არის 5 რამ, რის გარეშეც წლევანდელი ზაფხულის გატარება არ შეიძლება:


1. კაბა-პერანგი ანუ ჩაღილული კაბა-ხალათი, მამაკაცის პერანგის სტილში


image


უკანასკნელ წლებში, ხშირად შეიძლებოდა ქუჩაში გოგონების ნახვა მამაკაცის პერანგებში. ეს იმით არის განპირობებული, რომ გარდერობის ეს ნივთი ძალიან პრაქტიკული და უნივერსალურია. მისი კომბინირება ადვილად შეიძლება, როგორც შარვალთან, ისე მინი ქვედაბოლოსთან. წელს ეს ტენდენცია დიზაინერებმაც გაითვალისწინეს და მსუბუქი სქესის წარმომადგენლებს კაბა-პერანგების ტარება შესთავაზეს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე მამაკაცის პერანგები. ასეთი კაბის ტარება რეკომენდირებულია დაბალ და სპორტულ ფეხსაცმელებთან – სანდლები, კედი, ბოტასი, ბალეტკები და ქოშები, აგრეთვე, საუკეთესო ვარიანტი იქნება ფეხსაცმელი ტანკეტკაზე.


image


image

2. ნაქსოვი კარდიგანი


image


ზაფხულში როგორც არ უნდა ცხელოდეს, წვიმიანი ამინდებიც არის, როდესაც ქუჩაში საკმაოდ გრილა. ასეთ ამინდებში, მსუბუქი ნაქსოვი კარდიგანი მაშველი რგოლივით არის. მისი ჩაცმა ნებისმიერი სტილის სამოსზე არის შეიძლებელი, იქნება ეს შორტი, მოკლე ტოპით, მოკლე კაბა თუ რამე, უფრო დახვეწილი.



image

3. ჯინსის კომბინიზონი


image


წლიდან წლამდე ქალთა მოდა სულ უფრო პრაქტიკული ხდება. მაგ., უკვე მეორე წელია, გოგონებს შორის, მოდაში ჯინსის კომბინიზონები არის. ეს იმიტომ, რომ ასეთ სამოსში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. წელს ყველაზე პოპულარულია კომბინიზონები 70-იანების სტილში, ხოლო ფერებიდა ღია ცისფერები და ინდიგოს ფერი.


imageimage

image

4. მოხერხებული მოკასინები


image


და რა თქმა უნდა, ზაფხული წარმოუდგენელია მოსახერხებელი ფეხსაცმლის გარეშე. წელს ყველაზე პოპულარული ტრენდი მოკასინებია. გარდა ამისა, შეგიძლიათ ასევე ჩაიცვათ ბალეტკები და მაშიები (ე. წ. “ბოსონოჟკები”). ფეხსაცმელი უნდა იყოს მოსახერხებელი და პრაქტიკული, ისეთი რომ მისი ჩაცმა ნებისმიერ სამოსზე, კაბაზე, კომბინიზონზე და ჯინსის შარვალზე შეიძლებოდეს.


image


image


5. ხელით ნაკეთი სამკაული


imageდა ამ ზაფხულის კიდევ ერთი თვალსაჩინო ტრენდი — ხელით ნაკეთი სამკაულია. განსაკუთრებით, დიდი და დახვეწილი სამაჯურები. უპირატესობა ენიჭება ნაკეთობებს ნატურალურ ქვებით, ლითონის ძეწკვებით და ტყავის ქამრებით.


image

0
328
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0