x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტოგრაფია და ფოტოეფექტები (მე-19-ე საუკუნიდან დღემდე)

image
XIX საუკუნეში, ფოტოგრაფიის გაჩენასთან ერთად, დიდი მოთხოვნილება გაჩნდა ფოტოსურათებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფის მომსახურება ძალიან ძვირი ჯდებოდა, ფოტოსურათების შემძენთა რიცხვი, თანდათანობით, სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ჯერ სურათებს იღებდნენ პორტრეტულ სტილში.


image


იღებდნენ სურათებს, ოჯახის წევრებთან ერთადაც.


image


მოგვიანებით, მოთხოვნილება გაჩნდა, ცირკში მომუშავე, უცნაური გარეგნობის ადამიანების ფოტოსურათებზე. ასეთი ფოტოსურათები ბაზრობებზე იყიდებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა.


image


ფოტოგრაფები ცდილობდნენ ფოტოხელოვნება დაეხვეწათ და ახალი ფოტოეფექტები მოეგონებინათ. იმ პერიოდში გაჩნდა დახატული დეკორაციები ფოტოსურათების გადასაღებად. ეს იყო დიდ მუყაოზე დახატული ადამიანის (ადამიანების) გამოსახულრბა, რომელსაც სახის ადგილი ამოჭრილი ჰქონდა. მსგავსი დეკორაციები, დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს საკურორტო ზონებში და გასართობ ცენტრებში.



image


იმ პერიოდში, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ე.წ. სარკისებურ ფოტოსურსთებზე ანუ მულტიპორტრეტებზე.


image


ამ სტილის ფოტოეფექტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანი ჯფრბოდა დიდ სარკეებთან, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეულ კუთხეს ქმნიდნენ.


image


ამის შემდეგ, სურათს საჭირო რაკურსით იღებდნენ და სარკის ანარეკლებით ისეთი ეფექტი მიიღებოდა, თითქოს მაგიდასთან ერთი კი არა, 5 ადამიანი იჯდა.


image


ადამიანები ისეთ სახეებს ღებულობდნენ, თითქოს ურთიერთობა ჰქონდათ საკუთარ ორეულებთან, მათთან საუბრობდნენ ან ბნქოს თამაშობდნენ.


image


ზოგიერთები, ამ სახის ფოტოებს, თავიაანთ შინაურ ცხოველებსაც უღებდნენ.


image


ორეულების იდეა ხალხს ისე მოეწონა, რომ ფოტოგრაფებმა ფიქრი იმაზე დაიწყეს, თუ როგორ შეიძლებოდა, მსგავსი ფორმატის, უფრო ეფექტური სურათების შექმნა და მომხმარებელს კომპოზიციური სურათები შესთავაზეს.
კომპოზიციური სურათების მისაღებად, ნეგატივის ცალ მხარეს ფარავდნენ და სურათს მხოლოდ ცალ გვერდზე იღებდნენ. ამის შემდეგ, ადამიანი გადადიოდა მეორე მხარეს და პოზას იცვლიდა და მისი გადაღება მეორედ ხდებოდა. ამ შემთხვევაში, დაფარული იყო გადაღებული ნეგატივის მხარე.


image


ამ მეთოდით, სურათზე, ორზე მეტი ადამიანის ასახვაც შეიძლებოდა.


image


XIX საუკუნის ბოლოს, მოდაში შემოვიდა ფოტოები მოკვეთილი თავებით. ასეთი ეფექტის მისაღებად, ფოტოგრაფები ნეგატივიდან ჭრიდნენ ადამიანის თავებს და იქ ათავსებდნენ, სადაც კლიენტი მოისურვებდა.


image


imageზოგს საკუთარი თავი ხელში ეჭირა, სხვებს სარზე ჰქონდათ ჩამოცმული ან წამოცმული დაშნაზე. იყო უფრო ორიგინალური ფოტოებიც. მაგ., ჟონგლიორობა თავებით. ფოტოგრაფები კლიენტის ყველ სურვილს და ახირებას ასრულებდნენ.
XIX საუკუნის 50-იან წ. ბოლოს, ფოტოსტუდიები გაჩნდა, რომლებიც მომხმარებლებს, სურათების გადაღებას მოჩვენებასთან სთავაზობდნენ.
მოჩვენებიანი ფოტოსურათის შესაქმნელად, ორმაგი ექსპოზიციის ეფექტი გამოიყენებოდა და ამგვარი სურათების შექმნა ძალიან მარტივი იყო.
მოჩვენებების გარდა, მსგავსი მეთოდით, აკეთებდნენ სპირიტულ სურათებსაც. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ფოტოებზე ასახული იყო გარდაცვლილი ადამიანის სულები, რომლებიც, ვითომ და, ოჯახის წევრებს ეცხადებოდნენ.


image


XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკელმა ფოტოგრაფებმა, სარეკლამო სააგენტოების დაკვეთით, დაიწყეს ღია ბარათების შექმნა, რომლებზეც ზოგიერთი ობიექტი მეტისმეტად გადიდებული იყო. ასეთი ღია ბარათები, ამერიკის სხვადასხვა რეგიონში, მუშა ხელის მისაზიდად გამოიყენებოდა. ძირითადი მიმართულება ასეთი ფოტომონტაჟის დროს, იყო სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეთევზეობა.


image


უნდა აღინიშნოს, რომ იმ წლებში, ამ სტილის ღია ბარათი სავსებით რეალისტურად გამოიყურებოდა და კარგი სატყუარაც იყო ღარიბი ოჯახებისთვის, რომლებიც უკეთესი ცხოვრების ძიებაში, ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში გადადიოდნენ.


image


ციფრული ტექნოლოგიების გამოგონებასთან ერთად, ახალი ფურცელი გადაიშალა ფოტოეფექტების ისტორიაში.

1987 წელს, პროგრამისტმა თომას კნოლმა დაასრულა ფოტოშოპის პროგრამაზე მუშაობა და დაიწყო ახალი ეპოქა ფოტოგრაფიის ისტორიაში. ამ ფოტორედაქტორის გამოყენებით, ათასობით ფოტოეფექტის შექმნა შეიძლება და უამრავი სახელმძღვანელო არსებობს ეფექტების შექმნის დეტალური გაკვეთილებით. მაგ.,


სურათიდან გამოსვლა (3D ეფექტი)


image

http://intermedia.ge/სტატია/67890-სურათიდან-გამოსვლა-3D-ეფექტი-პრაქტიკუმი-Photoshop-CS-4-5/165/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel


ნახატი ფოტოსურათიდან


image

http://intermedia.ge/სტატია/68836-ნახატი-ფოტოსურათიდან/165/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel



ნახატი ფანქარში


image


http://intermedia.ge/სტატია/68833-ნახატი-ფანქარში/165/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel


ასევე არსებობს პროგრამები, რომლის მეშვეობით, შეიძლება ერთი ან რამდენიმე ეფექტის დამატება ფოტოსურათზე და არსებობს პროგრამები, რომლის მეშვეობით, სურათის «გაცოცხლება» არის შესაძლებელი. ასეთ ფოტოეფექტს სინემატოგრაფია ჰქვია.


image


ცოცხალი ფოტოსურათები ვიდეო კადრების და ფოტორედაქტორების გამოყენებით იქმნება. პირველად, ასეთი კომპოზიციები, ფოტოგრაფმა ჯემი ბეკმა და მონტაჟიის რედაქტორმა კევინ ბურგმა შექმნეს და თავიანთ ქმნილებას «სინემაგრაფი» (cinema + photograph) დაარქვეს: უძრავი ფოტო, პატარა მოძრავი ელემენტებით.
ბეკისა და ბურგის თქმით - მათი ნამუშევრები, ცოტა მეტია, ვიდრე ფოტოსურათი და ცოტა ნაკლები, ვიდრე ვიდეო.
სინემაგრაფიული გამოსახულების შექმნა ადვილი არ არის და შეიძლება ერთ გამოსახულებაზე მუშაობა, მთელი დღეც გაგრძელდეს. ასეთი გამოსახულების შესაქმნელად, სპეციალური პროგრამები არსებობს. მაგ.:




imageimageimageimage
მაგრამ, ამის გაკეთება ფოტოშოპშიც არის შეიძლება (პორტატულში არა), იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამასთან ერთად, კომპიუტერში ინსტალირებული გაქვთ Quick Time პროგრამაც.
ფოტოშოპში, ბრძანებით File > Import > Video Frames to Layers... (ფენები ვიდეოკადრებიდან...) შესაძლებელია ვიდეოს დაშლა კადრებად და შემდეგ, ანიმაციის ფუნქციის გამოყენებით, «ცოცხალი» ფოტოსურათის შექმნის.
ფოტოშოპის პროგრამაში, ასეთი ფოტოსურათის შექმნის სრული პროცესი, ქვემოთ მოცემულ ვიდეოში არის ასახული.


0
199
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0