x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ისლანდიაში

image
2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიის ნაკრებმა და მათმა გულშემატკივარმა ერთნაირი სიმპატია დაიმსახურა. რთულია, ნახო ასე ერთგუნდად შეკრული ქვეყანა, სადაც თითოეულ ადამიანს ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდან ერთი მიზანი
ამოძრავებდეს - უგულშემატკივრო საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს. ისლანდიის ასეთმა ერთიანობამ დიდი პოპულარიზაცია გაუწია ქვეყანას. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი რუსული საიტი გვთავაზობს რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ისლანდიაში..




ლურჯ ლაგუნაში, თბილ წყლებში ცურვის შესაძლებლობა
image
ლურჯი ლაგუნა ისლანდიის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. გეოთერმული, მინერალებით მდიდარი ტბა ტურისტებს თავისი რძისფერ-ლურჯი წყლით იზიდავს.





თბილი, ისლანდიური სვიტერი.
image
ნაქსოვი სვიტერი, რომელიც ულამაზესია, თითქმის ყოველ მეორე ისლანდიელს აქვს. ეს თითქოს ამ ქვეყნის შემადგენელი ნაწილია.




ჩრდილოეთის ნათება
image
საუკეთესო დრო, ნახო ჩრდილოეთის ნათება, ეს არის ყველაზე ცივი პერიოდი, სექტემბრის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე. თუმცა, მისი ნახვის
გარანტია არავის აქვს ამ პერიოდშიც კი. სწორედ ეს იზიდავს უამრავ ტურისტს, გახდეს სასწაულის მოწმე და საუკეთესოა იღბლის ტესტის გასავლელად.





უგემრიელესი ჰოთ-დოგი
image
თქვენ აქ ბევრ ჯიხურს შეხვდებით, სადაც ყველაზე გემრიელი ჰოთ-დოგები იყიდება მსოფლიოში. ნუ დაიშურებთ დროს და ენერგიას გაიაროთ კილომეტრები, ამ გემრიელი საჭმლის მისართმევად.





ულამაზესი ცხენებით სეირნობის შესაძლებლობა
image
ისლანდიური ცხენები ყველაზე გამორჩეული სილამაზის და თუ შეიძლება ითქვას, საუკეთესო სტილის მქონენი არიან. ისინი ასევე ყველაზე დიდი მეგობრობის
გრძნობით გამოირჩევიან.





ფესტივალი „რუნტური“
image
რუნტური - ეს არის ცნობილი ისლანდიური ფესტივალი, რომელიც გვიან ღამით იწყება და დილამდე გრძელდება. მისი დანიშნულება კი არის ის, რომ დალიო რაც შეიძლება მეტი. ისლანდიელები, როგორც წესი, ძალიან ბევრ სასმელს მიირთმევენ.






ჩიტი, რომელიც მხოლოდ ისლანდიაშია
image
იპოვო ჩიტის ეს სახეობა, ძალიან რთულია. თუმცა, თქვენ მისით ნამდვილად მოხიბლული დარჩებით.





ვულკანის კრატერში ჩასვლის შესაძლებლობა
image
ვულკანი, რომელსაც ტრიხნიუკაიგიურს უწოდებენ, ბოლოს 4000 წლის წინ ამოიფრქვა. ეს ადგილი შესაძლებლობას იძლევა, დაათვალიერო ვულკანის ქანები და კრატერი.





წრიული გზა
image
ისლანდიისთვის წრიული ავტობანები ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი ერთმანეთს მსგავსი გზით უკავშირდება. თუ თქვენ ამ მარშუტს აირჩევთ, თამამად შეგეძლებათ თქვათ, რომ მთელი ქვეყანა ნახეთ.





მუსიკალური ფესტივალი
image
ისლანდიაში ძალიან უყვართ მუსიკალური ფესტივალები და თქვენ ნამდვილად ძალიან უიღბლო იქნებით, თუ ისლანდიაში მოგზაურობისას ვერცერთ მუსიკალურ
ფესტივალს დაესწრებით.





ცისარტყელის ნახვის შესაძლებლობა ჩანჩქერზე
image
მზიან ამინდებში ისლანდიის ნებისმიერ ჩანჩქერზე თავისუფლად შეგიძლიათ ცისარტყელის ნახვა.





ბრენივინის გასინჯვის შესაძლებლობა
image
ბრენივინი - ისლანდიური ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ნამდვილად განთქმულია მთელ ისლანდიაში.





დიდი მყინვარები
image
ისლანდიაში ბევრი ტბაა, რომლებზეც შეგიძლიათ ნახოთ დიდი მყინვარის ლოდები. ეს ყველაფერი კი სურეალიზმის განცდას ქმნის.





გადასაღები მოედნების ნახვის შესაძლებლობა
image
ისლანდიელები ამაყობენ იმით, რომ მათ ტერიტორიაზე არაერთი ცნობილი ფილმია გადაღებული. ერთ-ერთი ასეთია „ლარა კროფტი“.





იხილო ადგილი, სადაც ორი კონტინენტი იყოფა
image
სწორედ ისლანდიაშია ის ადგილი, სადაც ევროპა და ამერიკა ერთმანეთისგან იყოფა. მდებარეობს ისლანდიიდ ნაციონალურ პარკში. ამ ადგილას წყალი ისეთი სუფთაა, რომ შეგიძლიათ პირდაპირ დალიოთ.


0
278
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0