x
ევთნაზია



მკვლელობა თუ ჰუმანურობა?



ევთანაზია წარმოშობით ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს სასიკვდილო სენით დაავადებული, ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაზე მყოფი პაციენტისთვის სიცოცხლის განზრახ მოსწრაფებას. ევთანაზია ახალგამოგონებული მეთოდია, თუმცა მას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია გააჩნია, რომელიც ჰიპოკრატეს დროიდან იღებს სათავეს.მიხედავად იმისა რომ ჰიპოკრატე მოიხსენიებს ევთანაზიას და ეწინააღმდეგება მას თავის ჰიპოკრატეს ფიცში, ძველი ბერძნები და რომაელები თვლიდნენ რომ არავითარი აზრი არ ჰქონდა იმ ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, რომელსაც სიცოცხლისადმი ინტერესი აღარ გააჩნდა.
ამგვარად ნებაყოფლობითი ევთანაზია ნებადართული იყო ძველ რომაულ და ბერძნულ ცივილიზაციებში.


ევთანაზიის 2 სახე არსებობს:პასიური და აქტიური. პასიური ევთანაზიის დროს წყდება დამხმარე თერაპია.აქტიური ევთანაზიის დროს კი ავადმყოფის მიმართ გამოიყენება ისეთი პრეპარატი, რომელიც აჩქარებს სიკვდილს.


image
















მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ნაცისტურ გერმანიაში ევთანაზია ხორციელდებოდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც "ეკონომიურ ტვირთს" წარმოადგენდა.დღეს ევროპის ბევრი ქვეყანა ერიდება აქტიური ევთანაზიის ლეგალიზაციას, რათა არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება.ზოგ ქვეყანაში ევთანაზია ლეგალიზებულია, ზოგან მას მკვლელობად განიხილავენ, ხოლო ზოგ ქვეყანაში მას დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევენ.საინტერესოა ის ფაქტი რომ ექიმებს შორის დამკვიდრებულია აზრი თუკი პაციენტის სიცოცხლე აპარატის გარეშე შეუძლებელია, შესაძლებელია მისი გამორთვა, რადგან ხდება უკვე არა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ სიკვდილის გაჭინნაურება.


საქართველოში პასიური ევთანაზია დაშვებულია, ხოლო აქტიური ევთანაზია დანაშაულად ითვლება, თუმცა დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად არის აღიარებული, რომელიც ისჯება.
ევთანაზიისთვის აუცილებელია არსებობდეს რამოდენიმე პირობა:


1.მსხვერპლის მოთხოვნა უნდა იყოს არაერთჯერადი.მოთხოვნის დროს უნდა იმყოფებოდეს საღ გონებაზე.

2.ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან განთავისუფლების მიზნით.

3.მოთხოვნა უნდა განიხილოს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და ექიმებმა.



საინტერესოა ევთანაზიასთან დაკავშირებული ფილოსოფიური, რელიგიური, სამედიცინო და ეთიკური ასპექტი.

რელიგიური ასპექტი. ევთანაიზიას ეწინააღმდეგება ეკლესია, ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ამქვეყნიური განსაცდელი ღვთის ნებითაა მოვლენილი, რომლითაც უფალი ჯოჯოხეთისაგან იხსნის მას.ჩვენ კი ევთანაზიით მას ჯოჯოხეთისთვის ვიმეტებთ.


ფილოსოფიური ასპექტი. თუკი ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას სიკვდილის უფლება?

ეთიკური ასპექტი. როცა ვკრძალავთ ევთანაზიას, ამით ჩვენ პაციენტს სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ, თუ სიკვდილს?

სამედიცინო ასპექტი.უნდა ეცადოს თუ არა ექიმი პაციენტი სიცოცხლის შენარჩუნებას ბოლო წუთამდე?


ჩვენ, ადამიანებს ხშირად გვიწევს სხვა ადამიანის ტანჯვის ყურება, იქნება ეს ახლობელი თუ სრულიად უცნობი ადამაინი და ძნელი წარმოსადგენია იმის განცდა რასაც ისინი განიცდიან.

2
207
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაურა ყალიჩავა
ლაურა ყალიჩავა
207
  
2016, 10 ივლისი, 11:51
დედა მეწვინა რამდენიმე ხნის წინ ონკოლოგიურში... რაც იქ ვნახე, მე, პირადად, ხელს ახლავე მოვაწერდი ყველანაირ დოკუმენტს, ოღონდ არ ვიტანჯო...
2016, 9 ივლისი, 11:37
ჩემი აზრით დაშვებული უნდა იყოს. ადამიანი თუ კი ავადმყოფობით იტანჯება და გამოსავალი არ არსებობს უნდა ქონდეს არჩევანის უფლება.
0 1 2