x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ცნობილები, რომლებიც კილოგრამების დაკარგვასთან ერთად დამახინჯდნენ
ვინ თქვა, რომ სილამაზე სიგამხდრეშია? სეზონი შესაბამისია იმისა, რომ ვიფიქრო უმეტესი თქვენგანი მკაცრი დიეტებით იკლავთ თავს, სწორედ ბედზე მოგისწროთ ამ სტატიამ, ვინაიდან მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც ცოცხალი მაგალითები იქნებიან თქვენთვის და შთაგაგონებენ სასწრაფოდ შეწყვიტოთ მკაცრი დიეტა.

image


1. Nicole Richie (ნიკოლ რიჩი) ჰოლივუდის პირველი მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი იძულებული გახდა საჯაროდ განეცხადებინა, რომ აწუხებდა ანორექსია. ჭორების თანახმად, 65 კგ-დან 38 კილომდე ჩამოსულიყო, შთააგონა საკუთარმა დაქალმა Paris Hilton-მა, რომელიც თავად ებრძოდა ამ დაავადების საწყისს. ნიკოლს ორი წელი დაჭირდა ამ დაავადებასთან გასამკლავებლად, რაშიც ასევე ორსულობა დაეხმარა. მშობიარობის შემდეგ მან კვლავ შეიძინა ქალური, ლამაზი ფორმები.

image






2. ANGELINA JOLIE (ანჯელინა ჯოლი) ჯოლის ანორექსია საჯარო ტრაგედიად იქცა. საამისოდ კი მას ჰქონდა მეტად მტკივნეული მიზეზი-დედის სიკვდილი, რის შემდეგაც მსახიობი ჩავარდა დეპრესიაში და სრულიად გადაერთო სამუშაოზე ტკივილის გასაქარწყლებლად, ამიტომ აღარ იკვებებოდა. "მას უკვე რამდენჯერ წაუვიდა გული უჭმელობის შედეგად, თუმცა არავისი არ ესმის, ვერ ვაძალებ"- ხშირად უთქვამს მის მეუღლეს- ბრედ პიტს. მძიმე სტრესის შემდეგ კვება დაიწყო, თუმცა ფიგურის შენარჩუნების მიზნით მკაცრ დიეტებს იცავდა, მიირთმევდა მხოლოდ წიწიბურასა და "კინოას", რის გამოც 169 სმ სიმაღლის მსახიობი 40 კილომდე იწონიდა. მისი დღევანდელი ფიგურა კი გაიძულებთ იფიქროთ, რომ დიდი ხნის მივიწყებული ისტორიის გმირი- მეამბოხე ჩონჩხი საფლავიდან წამოდგა.

image





3. Victoria Beckham (ვიქტორია ბექჰემი) მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ფეხბურთელი დევიდ ბექჰემის მეუღლეს საკუთარი სხეულის მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. ყოფილი მომღერალი და წარმატებული დიზაინერი მწვავე შიმშილითაა გატაცებული. ტრანსატლანტიკური ფრენის დროს სტუარდესამაც განაცხადა, რომ ვიქტორია მხოლოდ ლიმნიან წყალს მიირთმევდა.

image





4. Claudia Schiffer (კლაუდია შიფერი) "მსოფლიო მოდა ხელს უწყობს სიგამხდრეს, თუმცა რაც დღეს პოდიუმზე ხდება, ნამდვილად შოკისმომგვრელია, გოგონები სულ მალე გაქრებიან"- 2006 წელს განაცხადა ერთ-ერთ გერმანულ გამომცემლობასთან ცნობილმა მოდელმა.

image






5. Keira Knightley (კირა ნაითლი) ორსულობის პერიოდშიც კი ალაპარაკდა პრესა და ჟურნალისტებიც, რომ მსახიობი გატაცებულია მკაცრი დიეტებით, თუმცა მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ ზის დიეტაზე და ძალიან უყვარს ტკბილეული და ბურგერები. "ლამაზი ფიგურა მას მემკვიდრეობით ერგო, თუმცა ეხლა ძვალი და ტყავია"- ამბობს მსახიობის დედა. აი, მამა კი არ ეთანხმება დედის აზრს და აღიარებს, რომ კირა "ტანადია".

image





6. Mila Kunis (მილა კუნისი) ფილმში "შავი გედი"-ს გადაღებისთვის 163 სმ სიმაღლის მსახიობს მოუწია 44 კილომდე დაკლება, რისთვისაც რაციონიდან ამოიღო ცხიმიანი საკვები და ნახშირწყლები, ასევე დღეში რამოდენიმე საათით კავდებოდა ბალეტით. თუმცა ფილმის გადაღების შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას და დაიბრუნა დაკარგული 12 კილოგრამიც.

image

0
1480
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0