x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კლუბი საუზმე 2

imageკლუბი საუზმე 2

- ეს კაცი უბრალო ლაქიაა, - ხელი მიათითა ბ. ვერნონს ბენდერმა („კრიმინალმა“).

ყურადღება არავის მიუქცევია, ყველამ უკან გაიხედა „უიმედო შემთხვევისაკენ“ რომელიც გამალებული ბრჩხილებს იჭამდა.

- ხელს ახლა თუ შეჭამ, სადილი აღარ დაგჭირდება, - უთხრა „ზრდილობიანად“ ბენდერმა, - ადრეც გნახე.

- ჩემი აზრით ვინ ვარ? - დაიწყო ჯონსონმა („გენიოსმა“) და კალამი პირში ჩაიდო, - ვინ ხარ? .. მე ვეშაპი ვარ, - გახედა ბენდერს.

ბენდერმა წითურს („პრინცესას“) ქაღალდი ესროლა. ყურადღება არავის მიუქცევია. მერე სიმღერა დაიწყო. ბოლოს ყურადღება ამით მიიქცია: - ჯანდაბა! ტუალეტში თუ მოგვინდება, რა უნდა ვქნათ?

მერხის ქვეშ მოფსმა დააპირა (რათქმაუნდა ხუმრობით).

- იმედია აქ არ მოფსამ, - უთხრა „სპორტსმენმა“.

- ჩუმად ნუ ლაპარაკობ!

- თუ მოფსამ, მანამდე გცემ სანამ ერთი წვეთი იატაკზე დაეცემა!

- ძალიან სექსუალური ხარ როცა ბრაზდები, - შემდეგ ჯონსონს გახედა, - დედიკოს ბიჭო, წადი კარი დახურე. ჩვენ გამოსაშვების დედოფალს გავანაყოფიერებთ, - გახედა წითურს.

- არ გამაბრაზო! - თქვა „სპორტსმენმა“.

- არ გინდა მოკეტო, - შეუღრინა „პრინცესამ“, - არავის ანიტერესებ.

- სპორტსმენო შენ რის გამო ხარ აქ? არ ჩაიბანე?

- შენი გაბრაზება უნდა, - უთხრა მის გვერდით მჯდომმა „გამოსაშვების დედოფალმა“, - ყურადღებას ნუ მიაქცევ.

- რომც ცადო, ჩემს იგნორირებას ვერ მოახერხებ. კარგი, კარგი, თქვენ შეყვარებულები ხართ? სერიოზული პაემნები გაქვთ? ერთად ხართ? მიდი რა სპორტსმენო, მომიყევი, უკვე შეუდე?

- იდიოტო! - იყვირა წითურმა და ორივემ ბენდერისკენ გაიხედა.

- საკმარისია! - კაბინეტიდან დაიძახა ბ.-მა ვერნონმა, - გაფუჭებული იდიოტები...

- რას იტყვით, კარები რომ დავკეტოთ? წვეულება მოვაწყოთ და ვერნონი წამში ერთხელ შეგვამოწმებს.

- მოკეტე, აქ შენს გარდა კიდევ ოთხი ადამიანია, - უპასუხა „სპორტსმენმა“.

- კარგია, თვლა იცი, ვიცოდი, რომ მოჭიდავეებს ჭკუა ჭირდებოდათ.

- შენ ვინ ხარ, სხვებზე რომ ლაპარაკობ? ბედნიერო, შენ არავინ გაქცევს ყურადღებას, სამუდამოდ რომ გაქრე, არაფერი შეიცვლება, სკოლაში რომ აღარასოდეს გამოჩნდე ვერავინ მიხვდება.

- კარგი, ხვალვე რესლინგის კურსებზე ჩავეწერები. და სხვა კლუბებიც ვცადო.

- არა, არ მიგიღებენ.

- გული მეტკინა, - თქვა დამწუხრებით „კრიმინალმა“.

- იცი რატომ აფუჭებ ყველაფერს, - ჩაერთო წითური, - იმიტომ რომ გეშინია.

- ღმერთო, მდიდრები ძალიან ჭკვიანები არიან, ამიტომ არ ვარ მე ასეთი აქტიური სტუდენტი.

- შენ ლაჩარი ხარ.

- მე მათემატიკურ კლუბში ვარ, - წამოიძახა ჯონსონმა, რომლისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია.

- შენ გეშინია, რომ არსად მიგიღებენ, - განაგრძო „მდიდარმა“, - და ამიტომ ყველას თავს არიდებ.

- და თუ ვერ ვიტან აქტიურ ადამიანებს, ეს იმიტომ რომ იდიოტები არიან. რას იტყვი?

- საიდან იცი? არცერთს გვიცნობ.

- კეთროვნებსაც არვიცნობ, მაგრამ არ ვაპირებ გავიქცე და მათ კლუბში გავწევრიანდე.

- სიტყვებს დაუკვირდი, - ჩაერთო სპორტსმენი.

- მე კიდევ ფიზიკის კლუბში ვარ, - არ ნებდებოდა ჯონსონი.

- რას ბოდავ?

- ვამბობდი, რომ მე ვარ მათემატიკის, ლათინურისა და ფიზიკის კლუბში.

- ლამაზო, შენც ფიზიკის კლუბში ხარ?

- მე აკადემიური კლუბის წევრი ვარ.

- მერე?

- აკადემიური კლუბი, სხვა კლუბებს არ გავს.

- რასაკეთებთ კლუბებში? - გახედა ჯონსონს.

- ფიზიკიზე ვლაპარაკობთ, მის დანიშნულებაზე.

- შეიძლება ჩვენ კლუბებს, შეკრებების სოციალური აქტივობა დავარქვათ...

- თუ ლაპარაკს გააგრძელებთ ვერნონი შემოვა, - გააწყვეტინა „სპორტსმენმა“, - მომავალ შამათს შეხვედრა მაქვს და არ ვაპირებ თქვენს გამო გამოვტოვო.

- საშინელება იქნება, - თქვა ირონიულად ბენდერმა, - რესლინგის კრებას გამოტოვებ.

- შენ არაფერი იცი პედარასტო! არასდროს არავის შეჯიბრებიხარ.

- ვიცი ამის გამო გულში ისეთ სიცარიელეს ვგრძნობ, - დამწუხრებულ-ირონიული სახით თქვა „კრიმინალმა“, - ძალიან გაფასებთ ბიჭებს რომლებიც ძირს ერთმანეთზე ეცემით .

- ვერასოდეს მიხვდები, მიზანიც კი არ გაქვს.

- მაქვს, მინდა რომ შენ დაგემსგავსო, ამისთვის უნდა გავიკეთო ლობოტომია და ელასტიკი ჩავიცვა.

- ელასტიკები გაცვია? - ჰკითხა ღიმილით ჯონსონმა.

- არა, მე სავალდებულო უნიმორმა მაცვია.

- ანუ ელასტიკები?

- მოკეტე!

- ბიჭებო დაასრულეთ დავალება?! - ვერნონის ხმით დაიძახა ბენდერმა.

- ბენდერ რას აპირებ? - იკითხა წითურმა.

როგორც კი ბ. ვერნონი გავიდა ბენდრმა დრო იხელთა და კარები გააფუჭა.

- კარი რატომ არის დახურული?! - იკითხა ბ.-მა ვერნონმა, - რატომ არის დახურული?!

- ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ, - თქვა ბენდერმა და უცოდველ ბავშვს დაემსგავსა, - ჩვენ ხომ არ უნდა გავინძრეთ.

- რატომ?!

- ჩვენ ადგილზე ვისხედით, - ჩაერთო წითური.

- ვინ დაკეტა კარი?!

- ჩემი აზრით ხრახნი ჩამოვარდა, - თქვა ბენდერმა.

- მომეცი ხრახნი!

- არ მაქვს.

- გინდა აგწიო და დაგფერთხო?!

- არმაქვს, არმაქვს, - თქვა პირველკლასელი ბავშვივით, - სამყარო ისეთი არასრულყოფილია...

- მომეცი ბენდერ, - გააწყვეტინა ვერნონმა.

- ბოდიში სერ, ვის რად უნდა ხრახნი, - ჩაერთო წითური.

ვერნონი კაბინეტში შვიდა. კარები თავისით დაიხურა. რა არ სცადეს: სკამი, მერხი, ყველა დიდი ინვენტარი რაც საკლასო ოთახში მოიძებნა, მაგრამ ბენდერი მართალი გამოდგა: - კარი ძედმეტად მძიმეა სერ...

- ბენდერ, ვერავის გაასულელებ, შემდეგი ხრახნი, რომელიც მოიხსნება შენ იქნები.

- წადი შენი...

- უკაცრავად, გამიმეორე...

- არაფერი სერ.

- კიდევ ერთი შაბათი დაიმსახურე. ჩემი ხარ ბენდერ...

- რა უნდა ვთქვა, ბედნიერი ვარ.

- ჩემი აზრით უბრალოდ გინდა, რომ ამ ხალს დააჯერო ასე, იცი ჯობს საკუთარ თავზე იმუშაო და სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენაზე არ იფიქრო, უკეთ იქნებოდი. კარგი სულ ეს არის, კართან ვიდგები, კიდევ ერთხელ თუ მომიწევს შემოსვლა...

- თავებს წააგაცლით! - დააბოლოვა ბენდერმა.

ბ. ვერნონი კაბინეტში დაბრუნდა. ბავშვებს კი საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ სიჩუმით უკვე დახურულ საკლასო ოთახში, მაგრამ თქვენც ხვდებით, რომ სიჩუმე ვერასოდეს დაისადგურებს იქ სადაც „კრიმინალი“ ბენდერია.

გაგრძელება იქნება...


0
23
შეფასება არ არის
ავტორი:უცხო 2
უცხო 2
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0