x
image
Lerato
ნახეთ რა საოცარ შედევრებს ქმნის ხელოვანი სუფრის მარილის მეშვეობით
image


მისი სახელია დინო ტომიკი და მან სულ ახლახანს დაიწყო ჩვეულებრივი სუფრის მარილისგან ხელოვნების შედევრების შექმნა.

"უნდა გამოსცადო ახალი ტექნიკა, გააფართოვო მხატვრული სფერო და მიიღო ახალი ცოდნა იმისგან რასაც აკეთებ. ასე ქმნი შენი მხატვრული შესაძლებლობების ხასიათს და მრავალფეროვნებას. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ერთ თემაზე მუშაობ თუ ბევრზე, იმ შემთხვევაში თუ მიზანდასახულობა გექნებათ, პროგრესს განიცდით და საბოლოოდ წარმატებასაც მიაღწევთ. რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო უკეთესი იქნები შენს სფეროში და უკეთესად გაართმევ თავს კომპლექსური ამოცანების შესრულებას. ძალიან რთულია თუ საფუძვლიანი ცოდნა არ გაქვს.

მარილით ხელოვნების ნიმუშების შექმნა ჩემთვის ერთ-ერთი საფეხური და წინ გადადგმული ნაბიჯია. მსგავსი პროექტებისთვის ხელის მოკიდება, რუკაზე აღუნიშნავ ტერიტორიაზე შესვლის მსგავსია. ის არა მხოლოდ ჩემთვისაა ახალი, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ხელოვნების ამ მიმდინარეობის განვითარებაში სერიოზულად დავინტერესდი. დღეს მსოფლიოში ერთი მუჭა ხალხია, ვინც მარილით ქმნის ხელოვნების შედევრებს და ის პროექტები რასაც ისინი აკეთებენ, ძალიან მცირე ნაწილია იმისა რასაც მე ვქმნი.

მე შევძელი და ხელოვნების ეს დარგი გაცილებით მაღალ დონეზე ავიყვანე, რაშიც ჩემი წარსული ცოდნა და განხორციელებული პროექტებიდან მიღებული გამოცდილება დამეხმარა. მსგავსი ხელოვნების ნიმუშების კეთების მეშვეობით, საკუთარ, მხატვრის შესაძლებლობებს ვცდი, რაც მეხმარება ჩემი ხედვისა და შეგრძნებების გამოცოცხლებაში."


მარილის გამოყენებით შექმნილი მანდალა (ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში წარმოადგენს "წმინდა ხელოვნებას").


imageimage


მარილით დახატული ულამაზესი ვარდი

image



არაბული ცხენი

image


ბენგალის ვეფხვი

image


Daenerys Targaryen – სამეფო კარის თამაშები

image


პერსონაჟები ფილმიდან – სამეფო კარის თამაშები

image


საოცრად ლამაზი და მასშტაბური მანდალა

imageimage


ხელოვანი თვალის ხატვის პროცესში




1
184
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
184
  
2016, 8 ივლისი, 22:34
ფანტასტიკა რეალობაში....
0 1 1