x
image
ინტერ-გოგონა
დამივიწყე, თუ შეძლებ ... დასასრული
imageახალი დილა და ახალი ცხოვრების დასაწყისი...

თინამ გაღვიძებისთანავე საკუთარი თავი გაამხნევა“შეუძლებელი არაფერია, წყენა გაუვლის და შემირიგდება...

თაზო მიფრთხილდი ასე იოლად ვერ დამივიწყებ არ მოგცემ მაგის უფლებას..ვნახოთ რამდეხან შეძლებ და იქნები ჩემზე გაბუტული...

ტელეფონი აიღო თაზოსთან საუბარი სცადა მაგრამ პასუხად ტელეფონი გაუთიშეს....


თინამ ჩანთა აიღო და გარეთ გავიდა სამსახურში მისვლამდე საათნახევარი ქონდა დრო...პირველივე კაფეში შეიარა ორი ყავა აიღო და თაზოს სამსახურისკენ აიღო გეზი...

ადმინისტრატორ გოგონებს მიესალმა და თაზოს კაბინეტისკენ წავიდა ისე რომ ადმინისტრატორი გოგონასთვის არც კი მიუხედავს რომელიც დაჟინებით ეკითხებოდა თუ სად მიდიოდა...

კარებზე არც კი დაუკაკუნებია ისე შევიდა ოთახში თაზოსთან ერთად ორი ექთანი იყო რომლებიც ინტერესით უმზერდნენ უცნობ გოგონას რომელიც კარებში იდგა ყავის ჭიქებით ხელში და ეშმაკურად იღიმოდა...

გაოცებული იყო თაზოც ვერ ხსნიდა თინას ასეთ საქციელს...

-გატყობ გაკვირვებისგან ჩემი მიპატიჟება დაგავიწყდა ამიტომ თავად შემოვალ...

-უკაცრავად ჩვენ გავალთ თაზო ექიმო და მოგვიანებით შემოვალთ...თაზო დაელოდა როდის გავიდოდნენ ექთნები კაბინეტიდან...

-სამსახურში მიჭრა ახალი სტილია...

-როცა ტელეფონზე არ გპასუხობენ სხვა გზა უბრალოდ არ გრჩება..

-მაგ დროს უნდა მიხვდე რომ შენი ნახვა უნდათთ...

-არა უნდა მაგრამ სულელია და ვერ ხვდება...

-რა გინდა რატომ მოხვედი?

-შენს სანახავად მოვედი...

-მე არ მეკითხები მინდა თუ არა შენი ნახვა..?

-არა...იმიტომ რომ არ აღიარებ ხისტავიანი ხარ ... ისევ ეშმაკურად ჩაიცინა თინამ...რამდენი რამ შეუძლია ამ ღიმილს...აი მაგალიდათ შეუძლია თაზოს წყენა დაავიწყოს და შეირიგოს კიდეც...მაგრამ არაა..ამჯერად გაუძლებს თაზო ამ ცდუნებას...

-ცდები საერთოდ არ მაქვს შენი ნახვის სურვილი...

-არ შეგეშვები სანამ არ დამიჯერებ რომ მართლა მიყვარხარ და შენი გულის ტკენა არასდროს მდომებია...

-შენ მე მომატყუე...

-ხო მოგატყუე..მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ შენ გული არ გტკენოდა...

-თინა წადი...არ არის ლამაზი შენი აქ ყოფნა, შენ ხომ დანიშნული ხარ...

თინა თაზოს მიუახლოვდა თვალი თვალში გაუყარა...

შენი ცინიზმის უკან დიდი სიყვარულია დამალული.. შენს თვალებში ვკითხულობ...

რაც შეეხება ჩემს ნიშნობას მე თავისუფალი ვარ...

თინამ თავისუფალი ხელი სახესთან მიუტანა თაზოს...თაზომ მხოლოდ ეხლა შემოხედა თვალებში თინას...პირველი რაც თვალში მოხვდა თინას სევდიანი თვალები და ჩალურჯებული სახე იყოო..

-ამისთვის ვწუხვარ, ჩემი ბრალი იყო ..

-ნუ წუხხარ, ეგ დამსახურებული სასჯელი იყო იმიტომ რომ შემეშინდა და ვერ ვთქვი სიმართლე თავის დროზე...
თაზომ თითქოს გუშინს მერე პირველად ამოისუნთქა უნდოდა თინა გულში ჩაეკრა და აღარასდროს გაეშვა მაგრამ ამის გაკეთების უფლება ტელეფონის ზარმა არ მისცა...

თინა პასუხის გაცემას არ აპირებდა მაგრამ არც ტელეფონი აპირებდა გაჩერებას...

-უპასუხე ტელეფონს თინა...

თინას ეკრანისთვის არც დაუხედავს ისე გააგონა ტელეფონს...

-გისმენ დედა...

- --------------

-უკვე გამცნო შენმა საყვარელმა შვილმა..

- -----------

-გიოს ნუ კი ჯავრობთ თქვენი შვილი იჯავრეთ...

- -----------------

-სამსახურში მივდივარ შეგიძლია საღამოს დამსაჯოთ...

თინამ ტელეფონი გათიშა...

-ხომ ხედავ თინა შენ არ ხარ თავისუფალი...ჩვენ ორივემ შევცდით ნებით თუ უნებლიეთ დაუბრუნდი შენს ცხოვრებას... ყველასთვის ასე აჯობებს..

-თავად მივხედავ ჩემ ცხოვრებას...

თინამ კარები გაიჯახუნა, თაზო ფანჯარასთან მივიდა და უყურებდა თუ როგორ ტოვებდა თინა სავადმყოფოს ეზოს..მოიხედე გთხოვ..თუ მართლა ვუყვარვარ მოიხედავს...

თუმცა თინა ჩქარი ნაბიჯებით შორდებოდა სავადმყოფოს, ის იყო ეზოდან უნდა გასულიყო რომ შეჩერდა მობრუნდა და თაზოს კაბინეტის ფანჯრებს მიაპყრო მზერა...თაზო პატარა ბავშვივით კედელს აეკრაა..

"გაუშვი, ნუღარ აწვალებ და ნურც თავს იტანჯავ, ხომ იცი არასწორია მისთვის ბრძოლა" საკუთარ თავს უბრაზდებოდა თაზო..დღე საშინლად გაიწელა..სახლში მისულ თაზოს ლევანი და დათა დახვდა ხოლო თინას დედმამა და ძმა..

-სახეზე რა გჭირს დანახვისთანავე კითხა თინას მამამ..

-არაფერი მამა კარები მომხვდა..იცრუა თინამ და წყენით სავსე თვალებით გახედა ნიკას..

-თინა გამაგებინე შვილო რა ხდება შენს თავს..

-დედა გამაგებინეთ რატომ არის თქვენთვის ასეთი ძნელი იმის გაგება რომ გიო არ მიყვარს და არ მინდა გათხოვება...

-შვილო მე შენ გათხოვებას არ გაძალებ.გვაშფოთებს ის ფაქტი რომ ვიღაცის გამო რომელსაც არ კი იცნობ ცხოვრებას ირთულებ..გიო კარგი ბიჭია შვილო შენ შეგიყვარდა ჩვენ ხო არ აგვირჩევია შენთვის?ჩვენ შენს არჩევანს პატივი ვეცით შენი რჩეული მივიღეთ და შევიყვარეთ..

-დედა გთხოვთ ეხლაც გაითვალისწინეთ ჩემი აზრი..აღარ მიყვარს გიო ..გინდათ თქვენი შვილი უსიყვარულოდ გათხოვდეს და უბედური იყოს?..

-შვილო შენ გონება გაქვს არეული დამშვიდდები და მიხვდები რომ გიო გიყვარს.ეგ წამიერი გატაცებაც მალე გაგივლის..

-არა დედა არაფერიც არ გაივლის, მე არ ვლაპარაკობ არავინ სხვაზე..მე უბრალოდ აღარ მიყვარს გიო..

არ მინდა რომ მას გავყვე ცოლად.მორჩა და გათავდა არავინ აღარასოდეს დამელაპარაკოთ ამ თემაზე..

-თუ არავი არის მაშინ რატომ აქამდე არაფერი თქვი რატომ მიიყვანე საქმე ნიშნობამდე?ჩემს შვილს ვერ ვცნობ, ის ასე არ დაელაპარაკებოდა მის მშობლებს...

-ვიპოვი ვინც აურია მაგას ტვინი და იმას მოვთხოვ პასუხს...

-მამა გთხოვ უთხარი აღარასოდეს ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში...

-ჩავერევი, იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი რადგანაც შენ ვერ ხვდები რა არის შენთვის კარგი...

-და თუ არ გავაკეთებ რასაც შენ მეტყვი რას იზამ? იქნებ დედასაც და მამასაც უთხრა?

-ორივე გაჩუმდით...

შვილების ჩხუბი ვეღარ აიტანა თინას მამამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ხედავდა საკუთარ ქალიშვილს და ესმოდა მისი..თანაც რატომღაც არ მოწონდა გიოს იდიალურობა...

-თინა შვილო ნუ ბრაზობ ნიკა ძმაა შენი და შენთვის კარგი უნდა...ვინ უნდა ჩაერიოს შენს ცხოვრებაში თუ არა შენი ძმა...ყველამ გაიგო თქვენი ნიშნობის ამბავი, გიოს მშობლები გაგიჟდებიან, სირცხვილით თვალებში როგორ ჩავხედოთ გუშინ მთელი საღამო მილოცვებს ვიღებდით ყველანი...გთხოვ შვილო დაბრუნდი სახლში, ყველაფერი ჩაივლის, გიოც გაპატიებს და

-რა უნდა მაპატიოს დედა გიომ? მამა ხალხი ოჯახს ანგრევს და იმათ პატიობენ მე ბავშვობის სიყვარულთან დაშორება არ მეპატიება?

-შვილო დაფიქრდი და ეცადე სწორი გადაწყვეტილება მიღო..მე მინდა რომ ჩემი შვილები ბედნიერი იყოს...მამის სიტყვებმა გამბედაობა შემატა თინას...

-ხო შენ დაიცავი, შენი გათავხედებულია ეს ბავშვობიდან თავის ჭკუაზე ატარებდი..

-საკუთარი აზრის ქონა სითავხედე არა...გეყოთ ეხლა, მე მჯერა ჩემი შვილის...დარწმუნებული ვარ ნაჩქარებ გადაწყვეტილებას არ მიიებს და ისეთ არაფერს ჩაიდენს ოჯახი რომ შეარცხვინოს..


ოჯახს საუბარი კარზე ზარმა შეაწვეტინა თამომ კარები გააღო და ოთახში გიო შემოვიდა...გიომ თინას მშობლები ნახა მერე მაგიდასთან მივიდა ბეჭედი მაგიდაზე დადო..

-თინა მგონი ავჩქარდი და შენც შეგაშინე ჩემი ბრალიც არის ალბათ! რაღაც ამ ბოლო დროს საკმარის ყურადღებას ვერ გაქცევდი..კიდევ ერთხელ შენი მეგობრების და ოჯახის თანდასწრებით გთხოვ გულს და ხელს, ეხლა ნურაფერს მეტყვი დაფიქრდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება, მე დაგელოდები...

თინას აღარაფერი უთქვამს მიხვდა რომ ამ ოთახში არავინ ან არ იყო ამწუთას მის მხარეს არავის ესმოდა მისი...

-თინა მე გამოგყვები...გაყვა თამო

-არა თამო არავინ არ გამომყვეს, მარტო მინდა ყოფნა...

ოთახში სამარისებული სიცუმე ჩამოწვა ყველა ერთმანეთის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა და ერთმანეთს სახეს არიდებდნენ...

-წამო აივანზე მოვწიოთ..გიოც გაყვა

-რამე ახალი გაიგო გოგამ?

-თაზო ახვლედიანია, ექიმი ყოფილა... რავი ბიჭო ამბობენ კაი მასტიაო..

-ანუ სიტყვა გაჭრის არ მოგვიწევს დალეწვა?

-.პირადად მაგას არ იცნობენ ბიჭებიო მაგრამ საძმოს იცნობენ მაგისას და პატივსაცემი და აზრს საკითხავი ხალხიაო..

-გოგოები ამბობდნენ არაფერი იცოდა გიოს შესახებო, მგონი მართალს ამბობენ...

-არ მაინტერესებს იცოდა თუ არ იცოდა, ვინც არ უნდა იყოს მაინც დავლეწავ ძვლებში, ჩემს საკუთრებას არ უნდა შეხებოდა...

გიომ სიგარეტი აივნის მოაჯირზე ჩააქრო...

ოთახში მარტო დარჩენილმა თინას დედამ გოგოები გამოიჭირა...

-ვინ არის ის ბიჭი, ვინ აურია ჩემს შვილს გონება?

უთხარით აუხსენით დაელაპარაკეთ რომ თავს იღუპავს..

-ლია დეიდა ეხლა ჩემი ნათქვამი არ მოგეწონებათ მაგრამ მაინც გეტყვით, ეხლა სჯობს თინამ თავისით მიიღოს გადაწყვეტილება...ეს მისი ცხოვრება.მე მჯერა მისი ვიცი რომ ჩემი მეგობარი არასწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს...სცადა საუბრისთვის თავის არიდება თამომ..

-თქვენ მას იცნობთ?რა გაუკეთა ასეთი ჩემ შვილს თავი რომ ჭკუა სულ დააკარგვია?

-მეც ვეთანხმები ლია დეიდა თამოს..თინას აღარ უყვარს გიო და სჯობს ერთმანეთს დაშორდნე..გიოს რომ გაყვეს თინა ნამდვილად უბედური იქნება...

-ჯულია შვილო გულს ის მიხეთქავს რომ ჩემი შვილი ორი დღის გაცნობილი ბიჭისთვის მთელ ცხოვრებას უსვამს ხაზს მზადა ყვლაფერი დათმოს მის ბიჭისთვის რომელსაც საერთოდა არ იცნობს...

-მესმის თქვენი თავიდან მეც ვბრაზობდი თინაზე მაგრამ როდესაც თაზო გავიცანი მიხვდი რომ ადამიანის შესაყვარებლად ერთი ნახვაც კი საკარისია..

-არც კი იცნობთ თქვენ არაფერი იცით მის შესახებ...

-დიახ ლია დეიდა ჩვენ ტაზოს ნამდვილად არ ვიცნობთ კარგად მაგრამ სამაგიეროდ თინას ვიცნობთ კარგად და არასდოს ასეთი ბედნიერი არ მინახავს...ნუ ინერვიულებთ ყველაფერი კარგად იქნება... სალო გადაეხვია ლიას რათა დაემშვიდებინა ის...


-ლია, მორჩი ეხლა ნუ დატანჯე ეს ბავშვები..შენ ჯობია თინას დაურეკო დიდი ხანი გავიდა რაც გასულია.თინასთან დარეკვა სცადეს მაგრამ ამაოდ ტელეფონი გამორთული ქონდა..იქნებ მასთან არის ჩუმად უჩურჩულა თამოს ლიამ ისე რომ ბიჭებს არ გაეგონათ...

-არა ლია დეიდა რაც თაზომ სიმართლე გაიგო ერთმანთს აღარ ელაპარაკებიან...

-კარგი მე გავალ როგორც ჩანს თინა შეყვა სეირნობას, იქნებ სადმე ვიპოვო გვიანია..

-კარგი გიო შვილო, ალბათ ვერ გაიგო დრო როგორ გავიდა...

გიო წავიდა და ნიკაც თან გაყვა..

თამო მართალი იყო.თინა თაზოსთან მართლა არ იყო...მესამე ჭიქის შემდეგ, სასმელმაც თავისი ქნა და თაზომ ძმაკაცებს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა..

სწორედ ამ დროს ლევანს დაურეკეს

-გისმენ ძმაო ხომ მშვიდობა...

- ---------------------

-ხო ვიცი ძმაო და არა პრობლემა შევხვდებით...

- ---------------------

-რაზეა ბაზარი, გაურკვეველი და მოუგვარებელი არაფერია...

ლევანმა ტეეფონი გათიშა და ბიჭებს მიუბრუნდა...

-უბნიდან დამირეკეს ჩვენთან შეხვედრა უნდათ საქმროს და ძმას...

-რაღამც ასე იოლად გამოვიდნენ ჩვეზე ესეიგი არიან ცხოვრების აზრზე ჩვენ კი არასწორები ვართ...

-კარგი ეგ მოგვარდება თაზო შენ რას აპირებ დათმობ ასე იოლად არ იბრძოლებ?

-ლევან უფლება მაქვს ბრძოლისთვის, სხვის საცოლეს ვეჩალიჩებოდი.ნებით თუ უნებლიდ სხვის პირადში გადავედი..

-თინა რას ამბობს,?

-დათა თინა რას ამბობს და ცდილობს ჭკუიდან გადამიყვანოს, დღეს სამსახურში დამადგა ყავით.. ხელი ცხვირწინ ამიფრიალა თავისუფალი ვარო...მაგრამ ცდება, არ არის თავისუფალი ძმა მშობლები ნათესავები საქმრო...არც ისე იოლია როგორც მას გონია...

-გიჟია ეგ გოგო ...მომწონს...იმისიც მჯერა რმ უყვარხარ და ვერ გატეხავენ იოლად...

-კი ლევან შენნაირი გიჟია...

უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა მაგრამ სათქმელი მესიჯის ზარმა გააწყვეტია



თინამ რომ არ გამოჩნდა თამომ ვეღარ მოითმინა და მიწერა თაზოს..

"თაზო როგორ ხარ?"

"თინა როგორ არის? თაზო მიხვდა რომ თამო ტყუილად არ მოწერდა.."

"ალბათ კარგად, მე შენთან მეგონა...სახლში ცოტა იკამათეს გაბრაზდა და გარეთ გამოვიდა ვერ ვურეკავ ტელეფონი გამორთული აქვს"

" საქმროსთან გადაამოწმეთ, იქნებ შერიგდენ კიდეც"

"ცნობისთვის ისიც ეძებს, თინა იბრძვის თქვენი სიყვარულისთვის და იბრძოლე შენც"

-რაიყო რა სახე წაგეშალა რახდება? ლევანმა ტელეფონი აიღო და თამოს მესიჯები წაიკითხა

-თინას ეძებს და ეგონა ჩემთან ხომ არ იყო...

-შენ იცი არა სადაც შეიძლება იყოს?

-სავარაუდოდ კი..

-მერე არ იპოვი?

-ახლა თუ ვიპოვი იმედი მიეცემა..არასწორი საქციელი იქნებაა...

-გიყვარს?

-არუნდა მიყვარდეს მაგრამ მაინც მიყვარს...

-ხოდა ადექი და მასთან წადი..სიყვარულში წესები არ არსებობს...

სიყვარულისთვის ხვალ ერთ გალახვასს როგორ ვერ გაუძლებთ..ლევანმა თაზოს ბეჭზე ხელი დაარტყა და მანქანის გასაღები ჩაუდო ხელში...თაზომ დათას გახედა მისგანაც სჭირდებოდა ნებართვა, დათაც მიუხვდა სურვილს...

-წადი ძმაო დაიბრუნე შენი გოგო...

თაზო გიჟივით გამოვარდა გარეთ...სად წავიდოდა?იქნებ ჩვენს კაფეში?არა ხალხმრავალ ადგილას არ წავიდოდა ეხლა...იქნებ ჩემს პატარა კუნძულზე წავიდა?იქ მარტო ვერ წავიდოდა? არა წავიდოდა! წავიდოდა ეგ ხომ გიჟია...

ჩემი ეშმაკუნა...

თაზო მართალი აღმოჩნდა თინა სწორედ იქ დახვდა...

-აქ მარტო ყოფნა საშიშია...

-იმედი მქონდა რომ მიპოვიდა..

-ვინ?

-არის ერთი ადამიანი რომელსაც აქ მოსვლა უყვარს როცა ცუდადაა, მეც ჩავთვალე რომ უჩემოდ ცუდ იქნებოდა და გაუჩნდებოდა სურვილი აქ მოსვლის...

-ადექი, სახლში წაგიყვან ნერვიულობენ შენზე...

-სულ ცოტახანს გაჩუმდი...უბრალოდ მხარზე თავს დაგადებ და ცოტას დავისვენებ..თორემ ზალიან დავიღალე..ძალებს აღვიდგენ ბრძოლის გასაგრელებლად...

-თინა ხვდები მაინც რამდენ ადამიანს ვატკენთ გულს?ჩვენი ერთად ყოფნა არ არის სწორი...

-ნუ დამიბრუნები უბრალოდ მაპატიე სიმართლე რომ დაგიმალე...

თინა ადგა და წავიდა...

ოცი ნაბიჯიც არ ექნებოდა გადადგმული თაზოს ძახილზე ადგილზე გაშეშდა...

-გაპატიე, მაგრამ ჩემგან წასვლის ნება არ მომიცია...

-ანუ? თინას თვალები აუციმციმდა სიხარულისგან და ცრემლიც მოერია..

-ანუ, შენს ლამაზ ციმციმა თვალებს უმადლოდე ეშმაკები რომ დაგირბიან შიგ

მოვკვდები თუ მუდამ სიყვარულით არ შემომხედავენ...

-ხომ გიხარი ვერ შეძლებ ჩემს დავიწყებასთქო...

-სურვილიც არ მაქვს...

-მიყვარხარ...

-მე კი შენ მიყვარხარ...

სახლში წასვლაზე არ უფიქრიათ თინას იმ ღამეს თავი თაზოს კალთაში ჩაედო და მშვიდად ეძინა..თაზოს კი წამითაც არ მოუშორებია თვალი თინასთვის..უყურებდა და ფიქრობდა: რა სულელი ვიყავი კინაღამ დაგკარგე...მსგავს შეცდომას არ დაუშვებ...

-თინა გაიღვიძე, ჩქარა გაღვიძე...

-რა მოხდა შეშინებული წამოხტა თინა...

-ცოლად გამომყვები?...

-რა პოპულარული ვარ დღეს არ აგდებენ ცოლობა რომ არ მთხოვონ...

ისევ ეშმაკურად გაიცინა თინამ..

-მე არ ვხუმრობ ეხლავე დავიწეროთ ჯვარი ...

შენ თამოს დაურეკე მე დათას..

-გაგიჟდი, ასე მალეე...

-შენ ხელში ვინ არ გაგიჟდება...თანახმა ხარ?

-თანახმა ვარ...

ზუსტად ერთ საათში თამო, ჯული, სალო, დათა და ლევანი ეკლესიაში იყვნენ ..ჯვრისწერა ყველაზე მოკლე წრეში შედგა

უფალის კურთხეულ სიყვარულს უკვე წინ ვინ და რა დაუდგებოდა...


დ ა ს ა ს რ უ ლ ი . . .

7
374
7-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
374
  
2016, 28 ივლისი, 22:59
კარგი იყო საყვარელო
2016, 10 ივლისი, 16:30
აჰაა..მე დზან ხშირად წაუკიტხავად ვიწონებ რატქმაუნდა ტუ მეგობარია
2016, 10 ივლისი, 11:07
წაუკითხავად და უნახავად მასალას არ ვიწონებ, ერთხელ ისეთ დღეში ჩამაგდო წაუკითხაობამ :))))
2016, 10 ივლისი, 10:43
დაგიჯერო რომ წაიკიტხეე .?
2016, 10 ივლისი, 10:42
ხო მაგრამ კიდე გაგრძელება მოსაწყენი იქნებოდა მადლობა შეფასებისთვის
2016, 9 ივლისი, 20:38
"მაგადია".
2016, 9 ივლისი, 18:30
ძალიან ლამაზი და ამაღელვებელი ისტორიაა..

სამწუხაროა რომ დასრულდა ...

:(((((((
0 1 7