x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფრთხილად იყავით ფიქრის დროს – აზრი მატერიალურია

image

image

ერთი ადამიანი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და შემთხვევით, ნატვრის ხესთან აღმოჩნდა. მისი ჯადოსნური ძალის შესახებ მან, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა.
დაღლილი იყო და ხის ჩრდილის ქვეშ ჩაეძინა.
როდესაც გაიღვიძა, საშინელი შიმშილის შეგრძნება ჰქონდა და გაიფიქრა: «როგორი მშიერი ვარ... კარგი იქნება, რამე რომ მეჭამაო», - და უეცრად, ხის ქვეშ, სუფრა გაიშალა, სხვადასხვა სახის კერძებით.

ადამიანს არ უფიქრია იმის შესახებ, თუ ეს ყველაფერი საიდან გაჩნდა. დაჯდა და კარგად დანაყრდა. ამის შემდეგ, მას მოსწყურდა და ეს სურვილიც მაშინვე შეუსრულდა: გაჩნდა დოქი, რომელშიც სუფთა წყაროს წყალი იყო.
ადამიანმა დალია წყალი და დაფიქრდა: «საიდან გაჩნდა საჭმელი და წყალი? სავარაუდოდ, ამაში, ავი სულების ხელი ურევია და ისინი მე დამცინიანო."
ამის გაფიქრება იყო და მის ირგვლივ, უსხეულო, გამჭვირვალე არსებები გაჩნდნენ, რომლებიც დამცინავ ხმებს გამოსცემდნენ.
შეშინებულმა ადამიანმა გაიფიქრა: «მათ ჩემი მოკვლა უნდათო!» და სულებმა მოკლეს ადამიანი.

მორალი: აზრი მატერიალურია. ჩვენ, ჩვენს ცხოვრებას, საკუთარი წარმოსახვით ვაყალიბებთ. ამიტომ, წესად უნდა მივიღოთ: საკუთარ თავთან დაკავშირებით, მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ.

2
643
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
643
  
2016, 11 ივლისი, 11:56
მე კი შენზე ვფიქრობ და მალე გნახავ!!!!!!!!!!!
2016, 6 ივლისი, 23:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2