x
image
alex999
Mediator image
14 000 წლიანი მამონტის ნამარხი მექსიკაში აღმოაჩინეს!
მექსიკა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობია 1 964 375 კვ.კმ. (მსოფლიოში მე-14 ადგილი). მექსიკა საოცარი ქვეყანაა. იგი გამოირჩევა ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებით. აქ ჩვენ ვხვდებით უდაბნოებს, გაუვალ ჯუნგლებს და ვულკანებს. ულამაზესი სანაპიროები დ კურორტები, მრავალფეროვანი ბუნება, ხელსაყრელი კლიმატი მკვეთრად გამოხატული წელიწადის დროების გარეშე, უძველესი ისტორია და კულტურა უამრავ ტურისტს იზიდავს მექსიკაში.


დედაქალაქი მეხიკო - მექსიკისა და მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს უძველესი ქალაქია. იგი დააარსეს აცტეკმა ინდიელებმა XIV საუკუნეში. ადრე მას ტენოჩტიტლანი ერქვა და აცტეკების იმპერიის დედაქალაქი იყო. თუმცა იგი ესპანელმა კონკისტადორებმა, კორტესის მეთაურობით დაანგრიეს XVI საუკუნეში. დღევანდელი მეხიკო ისტორიის ცოცხალი მუზეუმია. აქ წარმოდგენილია 1400 მონუმენტი და ისტორიული რელიქვია, 10 არქეოლოგიური ზონა, 80-ზე მეტი მუზეუმი და ხალხური შემოქმედების ათეულობით ცენტრი.



მექსიკაში ბევრ არქეოლოგიურ აღმოჩენას მოეწერა ხელი, კიდევ ერთი ამჯერად ქვეყნის
დედაქალაქ მეხიკოსთან ახლომდებარე რეგიონში, 14 000 წლიანი მამონტის ნამარხი
იქნა ნაპოვი.


image



მექსიკელი პროფესორების და ექსპერტების აზრით, მამონტი ძველ პერიოდში შესაძლოა
ხალხის მიერ იქნა მოკლული, რათა მისი ხორცი და ქონი საკვებად გამოყენებულიყო.


image


ექსპერტების, მეცნიერების და პროფესორების ვარაუდით, მიწის ქვეშ,
2 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილი კარგად შენახული მამონტის ნამარხი 14 000 წლის
წინანდელი უნდა იყოს!


image


ცნობილი მექსიკელი ანთროპოლოგი და ეროვნული ისტორიის ინსტიტუტის
წარმომადგენელი, არქეოლოგი ლუის კორდობა:


"დიდი ხანია მექსიკაში არქეოლოგიურ სამუშაოებს ვასრულებთ, ძალიან ბევრ

აღმოჩენას მოვაწერეთ ხელი. დაახლოებით 50-მდე მამონტის ნამარხი აღმოვაჩინეთ,

თუმცა ასეთ გიგანტურს პირველდ შევხვდით!!!"


image


უახლოეს მომავალში იგეგმება ნამრახების შეკრება და გამოფენა!!!


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
164
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0