x
image
ინტერ-გოგონა
დამივიწყე,თუ შეძლებ 7 ...
imageროგორც იქნა ეს საღამოც დასრულდა...

ტელეფონი არც ჩაურთავს თინას რადგანაც თაზოსთან საუბრის თავი არ ქონდა...უყურებდა საკუთარ ხელზე წამოცმულ ნიშნობის ბეჭედს და ცრემლები ახრჩობდა..

ოთახში თამო შემოვიდა...

-როგორ ხარ?


-როგორ ვიქნები..

-მე გირეკავდი, მართლა არაფერი ვიცოდი მაპატიე..

-თამო რას ამბობ?შენ რაშვაში ხარ...

-თაზო მთელი საღამოა მირეკავს, არ ვპასუხობ არ ვიცი რა უთხრა...

-უპასუხე და უთხარი რომ მოვკვდი...

-რას აპირებ?

-არვიცი, უარის თქმა არ გამოდიოდა ასე ვერ დავამცირებდი გიოს ამდენი ხალხის წინაშე მაგრამ თაზო მიყვარს...არ მითხრათ არავინ გაივლის ყველაფერიო არაფერი არ გაივლის...

-არვიცი რა გირჩიო..ასე უბრალოდ მიხვალ და ერტყვი აღარ მიყვარხარო?

-ისე მოვიქცევი რომ თავად მიმატოვებს...

სწორედ ამ დროს თაზო გიჟს გავდა თინას ტელეფონი გამორთული ქონდა თამო კი არადა არ აგონებდა...ასე ვერ ვიჯდები წავალ სახლში მივაკითხავ ის იყო სახლიდან უნდა გასულიყო კარებში დათა შეეფეთა...

-სად მიდიხარ?

-საქმე მაქვს...

-შემოდი ცოტახანს საქმე მაქვს.... თაზოც პატარა ბავშვივით შეყვა ოთახში...

რა სახე გაქვს რა გჭირს?

-თინას მთელი დღე გამორთული აქვს ტელეფონი არც მისი დაქალი მაგონებს ვერ ვისვენებ“უნდა ვნახო...

-არამგონია კარგი აზრი იყოს სჯობს დაელოდო თავად გამოჩნდება...

-შენ რა გჭირს თავად, თითქოს რაღაცას მიმალავ ისე მარიდებ თვალებს...

-თაზო რაღაც თქვენი ამბავი ისე მალე მოხდა არარეალურად მეჩვენება..რამდენად იცნობ თინას?

-დათა ნუ მივლი შორიდან თქვი რის თქმა გინდა..

-სალომემ პოსტზე მოგნიშნა ... თან კომენტარი მოაყოლა "ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებსო"

-რა არის იმ პოსტზე?

-თავად ნახე ..თაზო ნოუთბუქთან მივარდა..ვიდეოზე თინას და გიოს ხელის თხოვნა იყო აღბეჭდილი...თაზოს სიმწრისგან თვალები ჩაუსისხლიანდა რომ არა დათო ალბათ ყველაფერს დალეწავდა."ასეთი დებილი ვარ..როგორ მატყუებდა?როგორ ვერაფერს მივხვდი?" გიჯივით ერთი და იგივე სიტყვებს

იმეორებდა და პასუხებს ვერ პოულობდა...

-თაზო დამშვიდდი ალბათ ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს...

-რათქმაუნდა! ყველაფრის ახსნა მოუწევს...

-თაზო ეხლა ნუ წახვალ..თუმცა თაზოს უკვე მისი ხმა აღარ ესმოდა...

მანქანას გიჟივით მართავდა მისდა ბედად ქუჩები ცარიელი იყო...ალბათ იმიტომ რომ წვიმდა გამეტებით და ყველას სახლში ყოფნა ერჩიათ.."არა არ იქნება სიმართლე ასე არ მომექცეოდა ალბათ ხუმრობა"თავს იმედებდა თაზო

მანქანა ბინის წინ გაჩერა და სადარბაზოში შევარდა ...

კარეზე ბრახუნი ატეხა...

თინა ლოგინიდან პერანგით წამოხტა, კარები გააღო და ადგილზე გაშეშდა...ესეთი თაზო არასდროს ენახა..თვალები რომლებიც მუდამ სიყვარულით უმზედნენ ეხლა ბრაზით და ტკივილით იყო სავსე...


-თაზო...

-მითხარი რომ ეს ყველაფერი ხუმრობა..

-თაზო გთხოვ დაწყნარდი...

-დავწყნარდე...ხელი მაჩვენე...თინამ ხელი დამნაშავესავით დამალა მაგრამ თაზომ ხელი ხელზე წავლო და სახის წინ მიუტანა...ესე იგი თხოვდები?

-გთხოვ ნება მომეცი აგიხსნა...ხმაურზე გოგონებსაც გაეღვიძათ და ოთახში შემოვიდნენ

-ამიხსნი? არ გეყო რაც მომატყუე?


ხელი ცივად გაუშვა თინას და კიბეზე დაეშვა...წამით შეჩერდა, ."გილოცავ" ჩაილაპარაკა ისე რომ თინასთვის არც შეუხედავს და გზა განაგრძო... თინას სახლში შესვლა და ტანსაცმლის ჩაცმა არ უფიქრია ადგილს მოწყდა და თაზოს დაედევნა...თაზოს უკვე მანქანა დაექოქა თინასაც ბევრი არ უფიქრია კარები გამოაღო და მანქანაში ჩახტა...

-გადადი მანქანიდან...

-არ გადავალ..გთხოვ მომისმინე...

-გადადი...დაიღრიალა თაზომ და საჭეს მუჭები დაუშინა...

-არა..

-მაშინ მე გადავალ.... თაზო მანქანიდან გადავიდა და გზას ფეხით გაუყვა თინაც უკან მიყვა..უსიტყვოდ იარეს კარგახანს...

-სადამდე აპირებ რომ მდიო?...

-მანამდე სანამ არ მომისმენ...

-რის თქმას აპირებ? როგორ იოლად მომატყე და დამაჯერე შენს სიყვარულშიი?.

-მართალი ხარ, სამართლიანად მიწყრები მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გონია..ხო მოგატყუე, რაღაცეები დაგიმალე .. ეხლა თითზე ბეჭედი მიკეთია რომელიც შენ არ დაგიბნევია ჩემთვის მაგრამ არ გაბედო და ჩემს სიყვარულში ეჭვი არ შეიტანო...ჩემი შენდამი სიყვარული ნამდვილია და წმინდაა...

-ამბობ რომ გიყვარვარ მაშინ ეს ბეჭედი რა არის შენს თითზე...

-გიო ჩემი შეყვარებული იყო მანამ სანამ შენ არ გაგიცნობდი, თავიდან მეგონა რომ ჩვენს შორის მხოლოდ მეგობრობა იყო მაგრამ მერე შემიყვარდი“გეფიცები მინდოდა თქმა მაგრამ შემეშინდა შენი დაკარგვის შემეშინდა..

-რატომღაც შენი ერთი სიტყვისიც არ მჯერა...

-მინდოდა გიოსთვის დღეს სიმართლე მეთქვა და მერე შენთან გამოვქცეულიყავი თავისუფალი მაგრამ ბედის ირონით გიომ ასეთი სურპრიზი დამახვედრა..სხვა გზა არ მქონდა...სხვა გზა არ მქონდა გესმის..

-თინა არ გინდა ზღაპრები გთხოვ..უბრალოდ წადი თინა...წადი ჩემი ცხოვრებიდან...

-ვერ წავალ! არ შემიძლია... შენ რა გონია არ ვცადე?

-თურმე სხვისი შეყვარებული მიყვარდა...რომ მცოდნოდა ...

-არ შემიყვარებდი..

-სხვის საკუთრებას არ შევეხებოდი...

-მე არავის საკუთრება არ ვარ, მე ადამიანი ვარ რომელსაც გრძნობები აქვს...

-არა შენ არც გული გაქვს და არც გრძნობები...შენ ერთი გატუტუცებული გოგო ხარ რომელსაც უნდა რომ მსოფლიოს უყვარდე...შენ კი არავინ არ გიყვარდეს...შენ არა მარტო მე მასაც ატყუებდი..თავად მითხარი რა ქვია შენნაირ ადამიანს..

-ასე არ მომექცე, მე შენ მართლა შემიყვარდი...

-შენ სიყვარული არ იცი რა არის....

-ცდები, გეფიცები დაგაჯერებ რომ ცდები...

-სახლში წადი... დაუბრუნდი შენს ბედნიერებას...

-ჩემი ბედნიერება შენ ხარ.

-მეც მეგონა რომ შენ იყავი ჩემი ბედნიერება, სანამ ასე მწარედ მომატყუებდი...

-მაპატიე...

-ნუ ითხოვ პატიებას..

-ნუ მიყურებ სიძულვილით სავსე თვალებით.გთხოვ ამას ვერ გადავიტან...

-რატომ ადრე არ გაგიცანი.მშვიდობით თინა...

-გთხოვ, ასე ნუ წახვალ...არ შემიძლია შენი გაშვება...

-მშვიდობით...

-ეს არის შენი სიყვარული, ასე მიმატოვებ არ იბრძოლებ?

-ვიბრძოლო? და მაქვს ბრძოლის უფლება...ყველაფერი დამთავრდა...შენი ტყუილით ჩვენი სიყვარული გაანადგურე..

-თაზო...

-როგორც შეგიყვარე ისე დაგივიწყებ...

-დამივიწყე, თუ შეძლო...თუ მოგეცი ამის უფლება....

"თინა" თინას ნაცნობი ხმა შემოესმა და ადგილზე გაქვავდა, ნიკას არ მოეწონა გუშინდელი და დღევანდელი თინას საქციელი იგრძნო რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და როცა დრო იხელთა დასთან სასაუბროდ წამოვიდა მაგრამ თინა სახლში არ დახვდა რამაც ძალიან გაამწარა...


-აქ რა ხდება და ეს ვინ არის?კბილებში გამოცრა ნიკამ..

-სახლში წავიდეთ ყველაფერს აგიხსნი..

-რათქმაუნდა ამიხსნი მაგრამ მანამდე ჩვენ ვისაუბრებთ..

-აბა გისმენ ვინ ხარ და რა გინდა ასეთ დროს ჩემი დის გვერდით..

-გუშინ რომ გეკითხა გეტყოდი ის ადამიანი ვარ ვისაც შენი და სიგიჟემდე შეუყვარდა და მზად არის მისთვის მოკვდეს კიდეცთქო მაგრამ ეხლა უკვე აღარ ვიცი რა გითხრა...

-რა სიყვარულზე მელაპარაკები როცა ჩემს დას საქმრო ყავს...

-ხო, მეც გავიგე...ასე რომ მე არავინ არ ვყოფილვარ...

თაზოს ცინიკური საუბარი ბოლო წვეთი აღმოჩნდა ნიკასთვის... თაზო დარტყმისგან თვალს დაუბნელდა მაგრამ წონასწორობა არ დაუკარგავს არც განძრევა და ხელის შებრუნება უფიქრია...

-ახია ჩემზე მეტი მეკუთვნის..მის ტონში კიდევ უფრო მეტი ცინიზმი იგრძნობოდა მაგრამ ამჯერად უკვე საკუთარი თავის მიმართ..

-არ გაბედო, ის არაფერ შუაშია, დამნაშავე მე ვარ და შეგიძლია პასუხი მე მომთხოვო..

-თინა გამეცალე.გითხარი ჩვენ სახლში ვილაპარაკებთქო..

-არა! არ მოგცემ უფლებას მას რამე დაუშავო..თინა თაზოს აეფარა.. ნიკას თვალს ბინდი გადაეკრა გაშლილი ხელი თინას სახეში გაარტყა.. თინას ტკივილისგან სახე მოეღრიცა მაგრამ წარბი არ შეუტოკებია...ლოყაზე მეტად გული ტკიოდა ეს ხომ პირველი სილა იყო უროსი ძმისგან...ნიკა შეცბა.ინანა მაგრამ უკვე გვიან იყო...


თაზომ მაინც ვერ აიტანა თინაზე ხელის დარტყმა მიუხედავად იმისა რომ ეს სილა ძმისგან იყო და ალბათ დამსახურებულიც... ის იყო ბიჭებს ხელჩართული ბრძოლა უნდა გაემართათ რომ თინას ხმამ შეაჩერა ორივე...

-ორივე გაჩერდით და წადით აქედან...არცერთის დანახვა არ მინდა...

თაზო წავიდა ნიკა კი გაუნძრევლად იდგა...

-შენც წადი ...

-სახლში წამოდი...

-ამას არასდროს გაპატიებ...დაივიწყე რომ ვარსებობ...აღარასდროს გაბედო ჩემს ცხოვრებაში ჩარევა...

-შენ არ ხარ ასეთი თინა..დღეს შენ გიორგის ცოლობაზე დათანხმდი, ეს ვინ ჯანდაბა საერთოდ?

-მკითხე მინდოდა თუ არა გათხოვება მასთან ერთად სურპრიზს რომ მიწყობდი?... არ გავთხოვდები...

-გათხოვდები...შენ გიოს გაყვები და მორჩა...

-ნუ მიბრძანებ ვის გავყვე და ვის არა ცოლად...ჩემი მოკვლა მოგიწევთ მაგისთვის...


-არ მოგცემ უფლებას რომ შეგვარცხვინო?

-შეგარცხვინო?შენ და უკვე მას შემდეგ აღარ გყავს რაც ხელი გაარტყი მაგრამ იცოდე რომ მე ცუდი არაფერი გამიკეთებია...

-გავიგებ ვინ არის და ვაჩვენებ როგორ უნდა სხვისი საცოლისთვის თავგზის აბნევა..

-ნეტა ცოდნოდა რომ შეყვარებული მყავდა...ეხლა ხომ არ იქნებოდა ჩემზე გაბრაზებული...

თინას მეტი არაფერი უთქვამს სახლში ასულს არც გოგოებითვის უთქვამს არაფერი პირსახოცი აიღო და სააბაზანოში გავიდა...

ხვალვე ყველაფერს დავამთავრებ გიოსთან მერე კი აუცილებლად დავიბრუნებ ჩემს სიყვარულს...

წვეთი არ უძინია როგორც კი გათენდა გიოს მესიჯი მიწერა გიოც ოც წუთში დათქმულ ადგილას გაჩნდა..

-დილამშვიდობის ჩემო სიხარულო..ადრიანად ამდგარხარ...ის იყო უნდა ეკოცნა რომ თინას დალურჯებული ლოყა შეამჩნია...სახეზე რა გჭირს?

-არაფერი...თინამ ბეჭედი მოიძრო და მაგიდაზე დადო...

-რა ხდება თინა?

-არ შემიძლია, არ შემიძლია ცოლად გამოგყვე...

-თინა თუ ფიქრობ რომ ავჩქარდი ქორწილს მაშინ გადავიხდით როცა შენ გენდომება, თუ გინდა უნივერსიტეტს რომ დაამთავრებ მაშინ დავქორწინდეთ...

-არა გიო დრო არაფერს შუაშია ...

-აბა?

-სხვა შემიყვარდა...

-ეგ შეუძლებელია...

-მაპატიე...

თინა ადგა და უკანმოუხედავად გამოვარდა ქუჩაში...

ძველი სიყვარული წარსულს ჩააბარა ჩიტივით თავისუფალია მაგრამ მიიღებენ კი იქ სადაც ასე მიეჩქარება?

მოუწევს, ბოლომდე ვიბრძოლებ, ვერ შეძლებს ჩემს დავიწყებას...

თავად უპასუხა ყველა მის გონებაში წარმოქმნილ ფიქრს..სახლში დაბრუნებულს არც გაუხდია ისე ჩაწვა საწოლში და საღამომდე პატარა ბავშვივით ეძინა...

თაზომ მაინც ვერ მოითმინა და თამოს მიწერა "თამო როგორ ხარ?"

"თინა არც ისე კარგადაა, ძინავს ეხლა ძალიან განიცადა გუშინდელი ამბები..არვიცი როგორ იქნება"

"კარგად იქნება“, ბედნიერიც იქნება..არ მეგონა ჩვენი ისტორია ასე თუ დასრულდებოდა"

"თინა აპირებდა სიმართლის თქმას მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა...არავინ იცის რა როდის დასრულდება, მაგრამ ის ვიცი რომ სიყვარულიბ უკვალოდ არ ქრება"

"კარგად თამო, გთხოვ არ უთხრა რომ მისი ამბავი ვიკითხე"

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა ი ქ ნ ე ბ ა .....

ინტერ–გოგონა



-

0
297
8-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0