x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც თქვენ მძიმე წონით "გასაჩუქრებენ"

თქვენ დადიხართ სავარჯიშოდ სპორტულ დარბაზში, ყიდულობთ მხოლოდ უცხიმო იოგურტებს, მაგრამ სასწორის ისრები მაინც ჯიუტად დგას ერთ ადგილზე? -გასაკვირი არაფერია, რადგან თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი სულაც არ უწყობს ხელს ტანადობას.

ამ პოსტში თქვენ შეიტყობთ, თუ რომელი მავნე ჩვევა უწყობს ხელს ზედმეტი კილოგრამების აკრებას და როგორ შეიძლება მათგან თავის დაღწევა.


image


მუშაობა ოფისში


image

თუ ოფისში მუშაობთ, თქვენ არამარტო დიდი ხნის განმავლობაში გიწევთ ერთ ადგილზე ჯდომა, არამედ უკონტროლოდ ნთქავთ ტკბილეულს: ფინჯანი ყავა ან ჩაი, რომელსაც სიამოვნებით აყოლებთ ორცხობილას, თანამშრომლების დაბადების დღეების აღსანიშნავად მორთმეული ტორტები, შესვენებაზე ნაუცბადევად გადასანსლული პიცის ნაჭერი... და რატომ გიკვირთ, თუ დღითიდღე გემატებათ კილოგრამები? - სულაც არ გეუბნებით, რომ სამსახურს თავი უნდა დაანებოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა აკონტროლოთ კალორიების რაოდენობა.



შორი გზა სამსახურამდე


image

სამსახურისაკენ მიმავალი გზის ფეხით გავლა-ეს გარკვეული ფიზიკური ვარჯიშია, ხოლო მეტროთი ან მანქანით გავლილი გრძელი გზა - უმოძრაოდ ყოფნის 30-40 წუთია, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას. გირჩევთ სახლიდან ათიოდე წუთით ადრე გამოხვიდეთ, რათა ფეხით გზის ნაწილი მაინც გაიაროთ - მანქანა მოშორებით დააყენოთ პარკირებაზე, ან ავტობუსიდან ორიოდე გაჩერებით ადრე ჩამოხვიდეთ.


სამეგობრო წრეში მსუქანი ადამიანების სიჭარბე


image

ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ თქვენს ირგვლივ ყოველდღიურად ბევრი მსუქანი ადამიანი ტრიალებს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ უახლოეს ხანებში თქვენც მათ დაემსგავსოთ. აქ ლაპარაკია ჩვევაზე, რომლის გამოც თქვენი თანამეინახენი უპირატესობას ანიჭებენ ცხოვრების უმოძრაო წესს და ცხიმიან, მსუყე საკვებს.


ყავის სიყვარული


image

მწარე შავი ყავა ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ცხიმების წვას, მაგრამ იშვიათია ადამიანი, რომელიც ასეთ ყავას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო ამ გემრიელ სასმელში დამატებული შაქარი, ნაღები და რძე-ყოველგვარი დიეტის უპირველესი მტერია.


ტკბილი სასმელების ხშირი მირთმევა


image

ის, რომ ტკბილ გაზიან სასმელებში ბევრი კალორიაა, თითქმის ყველამ იცის, ხოლო ის, რომ ქარხნული შეფუთვის თითქმის ყველა ნაწარმში მათი სოლიდური რაოდენობაა, ბევრი თქვენგანისათვის მოულოდნელობა იქნება: ცივი ჩაი, ნექტარები, ხილის წვენები... სპორტულ იზოტონიკებშიც კი შაქარი უხვი რაოდენობითაა. არ გსურთ, რომ სითხეების საშუალებით ზედმეტი კალორიები დაიმატოთ?– მიირთვით სუფთა წყალი ან ახალგამოწურული ხილის წვენები.


ლიფტით მგზავრობა


image

ლიფტით სარგებლობის დროს თქვენ კარგავთ შესანიშნავ საშუალებას დაწვათ ზედმეტი კალორიები და შეასრულოთ უმარტივესი ფიზიკური ვარჯიში; ამიტომ, თუ ხელთ მძიმე ჩანთა არ გაქვთ და ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ გაცვიათ, ჯობს ფეხით აიაროთ რამოდენიმე სართული.


ძილის უკმარისობა


image

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძილის გამუდმებული უკმარისობა საგრძნობლად ანელებს მეტაბოლიზმს-ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ მიღებული კალირიები ნელა გადამუშავდება. უახლესი კვლევების თანახმად, თუ თქვენ დღე-ღამეში 5 საათზე ნაკლები გძინავთ, მაშინ რისკის ქვეშ ხართ ზედმეტი ნახევარი კილოგრამი აკრიფოთ დღე-ღამეში.



გრცხვენიათ, რომ სახლიდან წაიღოთ სამსახურში საუზმე?


image

პერგამენტის ქაღალდში შეხვეული სენდვიჩი ან პლასტმასის კონტეინერში ჩადებული სალათი გაცილებით სამარცხვინოდ გამოიყურება, ვიდრე ბიზნეს-ლანჩი თანამშრომლებთან ერთად უახლოეს კაფეში?– უნდა იცოდეთ, რომ სახლიდან წაღებული საუზმე გაცილებით ჯანსაღია - თქვენ ხომ თავად შეგიძლიათ გააკონტროლოთ მასში კალორიების რაოდენობა. ყოველ შემთხვევაში, ის იმ პიცაზე მეტად მარგებელია, რომელსაც ოფისის თანამშრომლები ყველაზე ხშირად უკვეთავენ ხოლმე.


გადამეტებული სურვილი უცხიმო საკვების მიღებისა


image

ცხიმგამოცლილი პროდუქტები არც ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მართალია, ცხიმი მათში ნაკლებია, მაგრამ მწარმოებლები გემოს გასამდიდრებლად მათ ათასნაირ დანამატებს და შაქარს ამატებენ, რითაც პროდუქტის საერთო კალორიულობა სულაც არ კლებულობს.


საუზმის ან სადილის გამოტოვება


image

ისევე, როგორც ძილის უკმარისობა, საკვების იშვიათად მიღებაც ანელებს მეტაბოლიზმს და ამასთან ერთად კალორიები იმის ნაცვლად, რომ ენერგიად გადამუშავდეს, ცხიმებად ილექება სხეულში. ასე რომ, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით.


სწრაფად ჭამის ჩვევა


image

როცა ძალიან სწრაფად მიირთმევთ საჭმელს, გაცილებით მეტს ჭამთ, ვიდრე საჭიროა. ტვინი უბრალოდ ვერ ასწრებს ინფორმაციის გადახარშვას მიღებული საკვების საკმარისობაზე და აგვიანებს სიგნალის მიწოდებას კუჭისთვის, რომ ის უკვე სავსეა.


ალკოჰოლი


image

გიყვართ საღამოობით მეგობრებთან ერთად ერთი ჭიქა ლიქიორის წრუპვა?- რა თქმა უნდა, ამით ალკოჰოლიკი არასოდეს გახდებით, მაგრამ თქვენს წონას კი სერიოზული საფრთხე დაემუქრება, რადგან ხილისა და ნაღების ტკბილი ლიქიორები გაცილებით მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე შოკოლადის ფილა.


ტელევიზორის და კომპიუტერის წინ ჭამა


image

ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ ჭამა გაცილებით ცუდია, ვიდრე ოფისში მირთმეული პიცა, რადგან ფილმის ან საყვარელი ტელეპროგრამის ყურების დროს თქვენი ტვინი დაკავებულია, ამიტომ ის ვერ მოგაწვდით სიგნალს გაძღომის შესახებ, რათა დროულად შეწყვიტოთ სუსნაობა.


სტრესი


image

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კორტიზოლის - ეგრეთ წოდებული ''სტრესის ჰორმონის'' მაღალი მაჩვენებელი მადას საგრძნობლად აღვიძებს. გარდა ამისა, ის აძლიერებს მისწრაფებას მავნე საკვებისადმი. ამიტომ, როცა სამსახურში გადატვირთული დღეები გაქვთ და დაძაბულ მუშაობაში ხელი უნებურად გაგირბით ჩანთაში გადამალული შოკოლადის ბატონისაკენ, დროულად შეაჩერეთ ის - შოკოლადი თქვენ კი არა, კორტიზოლს სურს. უკეთესია ფინჯანი უშაქრო ყავითა შემოიფარგლოთ - ენერგიასაც მეტს მიიღებთ და კალორიებიც ნაკლები იქნება.


პ.ს. ყველას გისურვებთ მოხდენილ, ჯანმრთელ გარეგნობასა და სულიერ სიმშვიდეს!

3
641
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
641
  
2016, 9 ივლისი, 16:22
რისთვის არაფრის?
0 1 3