x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნინო ჭელიძე:"პაპიძის საქმეზე,რაც ჩემი ინტევიუებიდან მახსოვს"


image

ჟურნალისტი ნინო ჭელიძე, რომელიც სულ ახლახან ყურადღების ცენტრში იყო "მის მკერდი-2016" კონკურსში მონაწილეობის გამო და გაიმარჯვა კიდეც ნომინაციაში "მის დეკოლტე"(თუმცა ლენტზე, "მის დეკოდტე" მიუწერეს) "ფეისბუქის" საკუთარი გვერდიდან მაგდა პაპიძის საქმეზე მის ჟურნალისტურ მუშაობას იხსენებს და ზოგიერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.


"პაპიძის საქმეზე, რაც ჩემი ინტერვიუებიდან მახსოვს:



1.
პაპიძეები აპირებდნენ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ხენაწერზე,
ამაზე ლანა საუბრობდა აქტიურად, მას შემდეგ რაც პროკურატურამ
მტკიცებულებები
გამოაქვეყნა. ჯერ კიდევ არსებითი განხილვის დაწყებამდე ვკითხე პაპიძეებს, (
ისევ ამბობდნენ რომ ხელნაწერი მაგდას არ ეკუთვნოდა), თუ ჩაატარეს
ალტერნატიული ექსპერტიზა, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღე. (როგორ შემდეგ
წერდნენ 50 ლარი ჯდებოდა), როგორც იცით, ეგ ხელნაწერი ამტკიცებს მკვლელობის
დაგეგმვას. რატომ არ ჩაატარეს ექსპერტიზა პაპიძეებმა?



2. ინტერვიუს დროს ლია შამუგიამ მითხრა, რომ ნაპოვნია
ზომით დიდი ტანსაცმელი, რომელიც თორნიკეს ბავშვის ზომის არ იყო და სხვა,
10-12 წლის ბავშვს თუ ჩაეტეოდა.
საუბარი იყო იმ ეჭვზე, რომ ვიღაცამ ეს ტანსაცმელი ურნაში სპეციალურად
ჩაყარა. მოგვიანებით მაგდამ განაცხადა რომ დიდი ინვესტიცია ჩადო ბავშვი და
მას წინასწარ წიგნები და ტანსაცმელიც კი უყიდა



3. დაანონსებული "ბომბა"იმის შეასხებ, რომ მაგდას
მანქანა აედევნა ურნამდე- ლანა ამბობდა, რომ იყო ვერცხლისფერი მერსედესი,
რომელიც ვიდეოდან ამოჭრილ ფოტოებზე ჩანდა, რომ ვკითხე თუ დაადგინეს ვის
ეკუთვნოდა მანქანა ან რა ნომერი იყო, მიპასუხა რომ არ იცის .
image



4. ლია შამუგია მიყვებოდა, როგორც კი ჩასვეს მანქანაში მაგდა
თავი არტყმევინეს, ისე რომ ლამის გათიშეს, ასეთი დარტყმისას რაღაც კვალი
აუცილებლად დარჩებოდა, თუ მართლა აყვანის დროს მანქანაშივე სცემეს მაგდა,
რატომ არ მიეცა ამ საქმეს ბოლომდე მსვლელობა, აქვე დაუმატა, რომ ეჭვი
გაუჩნდათ ვიღაცამ სპეციალურად მიაწოდა მაგდაზე ინფორმაცია პოლიციას.





5.
ტელე შოუებში ლანა ამბობდა რომ ორსულობის მესამე თვეს ასრულებდა მაგდა,
რაც პროცესის დაწყებამდე დედამისმა უცნაურად უარყო- ლანას რიცხვები და
თარიღები ეშლება, დაახლოებით 1 თვის ორსული იყოვო.



6. ადვოკატი ამბობდა, რომ ოთახში მხოლოდ 1-2 სისხლის
წვეთი იყო, რომელიც შეიტანა მაგდამ, როცა მანქანის გასაღები აიღო, რომ
საავადმყოფოში გადაეყვანა ბავშვი და ომარი.

7. ლანას მტკიცება, რომ მაგდამ ბავშვი საავადმყოფოში მიიყვანა, იქ უთხრეს
რომ უკვე გვამია და უკან წამოიყვანა, არაფრით არ დასტუდება.

8.ადვოკატების თქმით გათრევის კვალი არ იწყებოდა სახლიდან, იწყება
სადარბაზოდან, ხოლო რაც ჩანდა ის არა გარეთ გათრევის, არამედ შიგნით
შემოთრევის კვალი იყო, როცა მაგდა ცდილობდა ქმარი გადაერჩინა



9. მაგდა ამბობდა რომ ბეჭებით გაათრია ომარი რათა ეშველა, იმავე დღეს პროცესამდე
ლანა ჰყვებოდა, რომ მაგდამ თქვა, ომარის დახარება მიდნოდა, მაგრამ ისეთი
მძიმე იყო თავიც ვერ ავაწევინეო



10. ადვოკატი ამბობდა, რომ მომხდარის ღამეს, დათვალიერების ოქმის მიხედვით უროზე სისხლის კვალი არ ჩანდა

11. არსებითი განხილვის დაწყებამდე ლიანა შამუგია ამბობდა, რომ მახოს
მიმართ მისი ბრალდებები იყო ემოციური და ცოტა გადაჭარბებული, მაგრამ ასევე
ყვებოდა მის თურქეთში საეჭვო გაქრობას სამსახურიდან, რომელიც ლიანამ უშოვა.

12. ლია შამუგია ყვებოდა, რომ სისხლის კვალი, რომელიც კარადაზე და
სარკეზე იყო ეკუთვნოდა ომარის, ოღონდ იმ დროიდნელია როცა ავარია მოუვიდა,
მათ გამოიძახეს სასწრაფო და გადაიყვანეს ღუდუშაურში, სასწრაფოში ამის
ჩანაწერი არსებობსო, ეს მოხდა მის გარდაცვალებამდე მაქსიმუმ თვე ნახევრით
ადრეო.



13. ლანა ჰყვებოდა, რომ დივანზე არ იყო სისხლის კვალი, შემდეგ
ეს დივანი გაიტანეს ოთახიდან, (ლია ამბობდა, რომ კარგად ვიცი ეს დივანი
ვისთანაც გაიტანესო) ხოლო განმეორებით დათვალიერებისას (23 თებერვალს)
დივანზე იპოვეს სისხლის კვალი, ხოლო დივანის შიგნით რაც ეწყო წიგნები და
ნივთები, მათზე სისხლის კვალი არ იყოვო. (დედამთილი განხვავებულ ვერსიას
ყვება)



14. არსებითი განხილვის დაწყებამდე ოჯახი მაგდას სასიყვარულო ურთიერთობებს კატეგორიულად უარყოფდა.



დანარჩენი არ მაქვს შენახული და არ მახსოვს."

1
1701
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1701
  
2016, 5 ივლისი, 20:46
ვაა "ზნამენიტი სექსი–ბიცოლა" თბილისის ფორუმიდან...
0 1 1