x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყველაზე საშინელი 10 ძაღლის ჯიში მსოფლიოში!

როგორი აზრის ხართ ადამიანის ერთგულ მეგობრებზე? მე პირადად ძალიან მიყვარს და სახლშიც მყავს, მაგრამ ყოველთვის რიდი მაქვს ძაღლების. თუმცა ეს სტატია ჩვენს შინაურ ცხოველებს არ ეხება! წარმოგიდგენთ 10 ყველაზე საშინელ ძაღლის ჯიშს, რომლებთანაც ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ!




1. ამერიკული ბულდოგი


image


XIX საუკუნეში ევროპიდან აშშ-ში ჩასულ ემიგრანტებს თან თავისი ძაღლები ჩაჰყავდათ. ამერიკული ბულდოგი ამ ძაღლების შთამომავალია. იგი სხვადასხვა ზომისა და შეფერილობისაა და თავის წინაპარს — ინგლისურ ბულდოგს ჰგავს. არის ძლიერი და დაკუნთული. სინამდვილეში ამ ჯიშის ძაღლებს არ უყვართ ადამიანების მიმართ გადამეტებული აგრესიის გამომჟღავნება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ხვდებიან ისეთ ადამიანიების მეთვაყურეობის ქვეშ, სადაც მაქსიმალურად აგრესიულები და ავები ხდებიან.





2. ამერიკული პიტბულ ტერიერი


image


სხვადასხვა ისტორიულ ეპოქასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს გამოჰყავდათ მებრძოლი ძაღლის ჯიშები. ამერიკული პიტ ბულ ტერიერი სტაფორდშირული ტერიერის და სხვა მებრძოლი ძაღლების შეჯვარების შედეგია. გამოყვანილია აშშ_ში XIX საუკუნეში. პიტბულ ტერიერი მტერს მანამდე არ ეშვება, სანამ არ მოკლავს! არიან ძალიან მეგობრულები და აქვთ განსაკუთრებული წინათგრძნობები... ანუ მარტივად ხვდებიან ვინ როგორ არის განწყობილი მათ მიმართ!!! შესაძლოა ბევრი ნაკლი ჰქონდეთ ამ ჯიშის ძაღლებს, მაგრამ ფაქტია, რომ პატრონების ერთგულები არიან!!!





3. ბანდოგი მასტიფი


image


წარმოუდგენლად ძლიერი ძაღლი, რომელიც არის ამერიკული პიტბულ ტერიერისა და ნეაპოლიტანური მასტიფის შენაჯვარი. დღესაც ამ ძაღლის ჯიშს სხვადასხა ქვეყნებში საჩხუბრად იყენებენ. როგორც მოჩხუბარი, ასევე აგრესიული... წარმოიდგინეთ როგორი საშინელი იქნება ამ ძაღლთან შეხვედრა. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ თუ ბანდოგი მასტიფი ოჯახურ პირობებში იზრდება, არის ძალიან მეგობრული და უსაფრთხო.






4. ბოერბოელი


image


სამხრეთ აფრიკული ჯიშის უძლიერესი ძაღლი. გასულ საუკუნეებში მას ძირითადად იყენებდნენ ლეოპრადების და ლომებისაგან ფერმის დასაცავად. არიან ძალიან მშვიდები, გასაკუთრებულად თავაზიანად იქცევიან ქალების და ბავშვების მიმართ. სამწუხაროდ ბოერბოელის ძაღლის ჯიში სკანდინავიურ ქვეყნებში აკრძალულია, განსაკუთრებით დანიაში!!!






5. დოგო არგენტინო


image


დიდი, ძლიერი და კუნთოვანი. არგენტინული დოგი ჩინებული ძაღლია, იაგუარზე ან პუმაზე ნადირობა კი მის გარეშე წარმოუდგენელია. სამშობლოში არგენტინულ დოგებს იყენებენ ასევე პოლიციაში და ჯარში საყარაულო სამსახურისათვის. დოგო არგენტინოების ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, პორტუგალიაში და კიდევ 10 ქვეყნაში შენახვა აკრძალულია. რატომ? იმიტომ, რომ ამ ძაღლებს ბევრჯერ იყენებენ "ძაღლების ჩხუბში", ლომებთან შერკინებაში და ა.შ. სინამდვილეში კი არის ძალიან მეოჯახე ჯიშის ძაღლი, განსაკუთრებით უყვარს პატრონის მოფერება!





6. ფილა ბრაზილეირო


image


ეს ძლიერი მასტიფი ორი ადგილობრივი ბრაზილიური ჯიშის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ის მიიღეს ესპანური და პორტუგალიური მასტიფების და ბლადჰაუნდების შეჯვარებით დაკარგული შინაური ცხოველების მოსაძებნად და სანადიროდ. ფილა ბრაზილეირო ძლიერი, შთამბეჭდავი გარეგნობის მქონე ძაღლია და პატრონის მიმართ ერთგულებით გამოირჩევა, თუმცა ზოგჯერ ეჭვით უყურებს უცნობებს. გამოყვანილია ბრაზილიაში XIX საუკუნეში. მას ზედმეტსახელად ბრაზილიურ მასტიფსაც ეძახიან. არ უყვარს სხვა შინაური ფრინველები, ახასიათებს ძლიერი წინათგრძობები!






7. ტოსა ინუ


image


ეს ჯიში პირველად იაპონიის პრეფექტურა კოტიში, კუნძულ სიკოკუს მებრძოლი ძაღლების და ჩამოყვანილი მასტიფების, დოგების, ბულდოგების და ბულტერიერების შეჯვარებით მიიღეს. ადრე მათ იაპონურ მასტიფებს უწოდებდნენ. ამა თუ იმ დროს ძაღლების ბრძოლები გავრცელებული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. არიან ძალიან ძლიერები და ვერ გრძნობენ ტკივილს. ოჯახური პირობებისთვის მიზანშეწონილი არა, რადგან ემსახურება მხოლოდ ერთ პატრონს, მის ნამდვილ აღმზრდელს. უნდა მოექცეთ მაქსიმალურად მკაცრად!






8. ნეაპოლიტანური მასტიფი


image


ნეაპოლიტანური მასტიფი უძველესი ჯიშია, რომლის სათავეები ალექსანდრე მაკედონელის მართველობის ეპოქაში უნდა ვეძებოთ. ამ ჯიშის ძაღლები რომშიც ჰყავდათ და ომებში იყენებდნენ. თანამედროვე ხაზი მეტად განსხვავდება ხასიათით ძველისაგან. ნეაპოლიტანური მასტიფი ძალიან წყნარია. ნეაპოლიტანური მასტიფი აკრძალულია სინგაპურსა და რუმინეთში. ბავშვებთან ძალიან კარგად ეწყობიან.






9. პრესა კანარიო


image


ამ ჯიშის ძაღლები დაცვისთვის გამოიყენება, მან თავდასხმის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანი მოკლას. ამის ძალიან დიდი შანსია. ყველაზე საშიში კი მათ ბუნებაში მათივე უშიშრობაა. აკრძალულია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრესა კანარიო ნებისმიერ პიტბულზე ძლიერია! ამერიკაში პოლიციელებსაც ეხმარებიან.






10. საარლოსის მგლის ძაღლი


image


1921 წელს ჰოლანდიელმა ლინდერტ ლაარლოსმა დაიწყო ნაგაზის გაუმჯობესების ექსპერიმენტი მგელთან შეჯვარების გზით. ამ ექსპერიმენტს მთელი მისი სიცოცხლე დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგაზების გაწვრთნა არ გაადვილდა, 1975 წელს ახალი ჯიში მაინც დაარეგისტრირეს. ეს იშვიათი ჰოლანდიური ძაღლი ჩეხოსლოვაკიურ მგლის ძაღლთან შედარებით ადვილად იწვრთნება და უფრო ეგუება ქალაქის პირობებს.


პ.ს - ამ ძაღლის მოშინაურებას ნამდვილად არ გირჩევთ!











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
3170
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3170
  
2022, 31 იანვარი, 1:47
ამ ცუციკუნა ძაღლებს რომ აბლატავებთ და ამდენი რო გიწერია ქართველ ადამიანს ძაღლებზე რაღაცპონტში სირცხვილია სუფთა ქართული აბორიგენების შესახებ რომ არგსმენია არიცი ან იცი და რატომღაც არ შეიყვანე ამ სიაში რადგან ფიზიკური ძალით თუ ბრძოლაში ჩართულობით ქართული დაღესტნური და აზიური ძაღლები ნომერ1 ია და ლომებთან ბრძოლას რაც შეეხება ეგ უბრალოდ სასაცილოა :Dდდდ ასე მგონია პროსტო ფანიხარ ამძაღლების და შენი ფანტაზიებით დაწერე ესენი :Dდდ
2016, 5 ივლისი, 18:43
ბოლო ძაღლის მოშინაურებას არ გვირჩევ? ისე,ჩემი აზრით ძალიან ლამაზია, რადგან მგლის გარეგნობა აქვს.
0 1 2