x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დამივიწყე,თუ შეძლებ 6 ....
image


გოგოებმაც გაიღვიძეს და უკვე ყველანი ერთად ისხდნენ მისაღებში...

თინა თვალს არიდებდა ძმასაც და ყოფილ შეყვარებულსაც...

თავს დამნაშავედ გრძნობდა მათ წინაშე მაგრამ სიყვარულის დათმობას არ აპირებდა...

თინას სევდიანი სახე არ გამოპარვია არც ნიკას და არც გიოს...თინამ მოიბოდიშა და ოთახში გავიდა...ლოგინზე დაემხო ღმერთო დამეხმარე სადაცა გავგიჟდები...ოთახში გიო შემოვიდა...


-თინო რა გჭირს? რამე გაწუხებს სიხარულო..

-თავი მტკივა...

-ვფიქრობდი გავისეირნებთქო...

-კარგი..

-რა კარგი თინო?

-გავისეირნოთ...

-ესე არ მინდაა.შენ თუ ცუდად იქნები...დაისვენე და საღამოს გამოგივლი....

-კარგი...

–თინ, მომენატრე შენ მგონი არა...

-მეც...

-არ გეტყობა...შენ რაღაც გაწუხებს და ვერ მეუბნები სიყვარულო

-საღამოს ვილაპარაკოთ გიო...

-კარგი..დაისვენე, ამ საღამოს ყველაზე ლამაზი უნდა იყო...

-რახდება?...

-შეხვედრა მაქვს პარტნიორებთან და მინდა გვერდი დამიმშვენო...

-კარგი გიო...

-ჩემი ჩამოტანილი კაბა ჩაიცვი, ჩემი საცოლე ყველაზე ლამაზი უნდა იყოს იცოდე...

საცოლე რამდენჯერ გაუგონია ეს სიტყვა გიოსგან თინას მაგრამ ეხლა განსაკუთრებით უხეშად მოესმა..

გიომ თინას შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა...კარებთან ნიკა შეეფეთა...

-თინას ვნახავ, რაღაც ცუდად გამოიყურება..

–თავი მტკივაო, დაისვენოს...საღამომდე გამოკეთდება...

-კარგი გავიდეთ მაშინ...

გოგოებს დაემშვიდობენ და სასტუმროში წავიდნენ...

-ნიკა მგონი აჯობებს გოგოებმაც არაფერი იცოდეს თორემ აუცილებლად წამოცდებათ და სურპრიზს ჩამიშლიან...

-კარგი აზრია გოგოებს მე წამოვიყვან....ბიჭებიც ჩამოვლენ სადაცა...

-ვნერვიულობ...საღამოდან უკვე ოფიციალური სასიძო ვიქნები...

-ჩემს დას არ აწყენიო იცოდე...

-არ მიცნობდე მაინც...სასტუმროში მისულებს საძმაკაცო ჩამოსული დახვდა...

-აჰა მეჯვარეც აქ ვარ...მაგრამ რატომ ემშვიდობები ასე ადრიანად თავისუფალ ცხოვრებას ვერ ვხვდები... გადაეხვია ბავშვობის ძმაკაცი გიოს...

-გოგა ღირს ძმაო....

თინა ძალისძალით მოემზადა საღამოსთვის, დღეს ყველაფარს დავამთავრებ გიოს ყველაფერს ვეტყვი, მერე კი თამამად შემეძლება ვიყო მასთან...ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია...

-ჩემო ლამაზო ჩამოდი გელოდები...

-მოვდივარ...

ტელეფონს დახედა უნდოდა ჩანთაში ჩაედო მაგრამ გადაიფიქრა ... თაზო დარეკავს მე კი ვერ გავაგონებ...ტელეფონი გათიშა და საწოლზე დატოვა....

თინას გაუკვირდა როცა სადარბაზოს წინ გიოს მაგივრად გოგა დახვდა...

-ვა, გოგა, როდის ჩამოხვედი...გიო სად არის? ...

-დღეს, იქ გველოდება ცოტა ადრე მოუწია წავლა და მე მთხოვა მიმეყვანე...

თინა აზრზე არ იყო რა ელოდა წინ... ბიჭთან რომელთანაც დაშორებას დღეს აპირებდა მთელი საძმაკაცო ფეხზე დაყენა რათა მისთვის ხელი ეთხოვა იდიალურ გარემოში...

გოგოებმაც გაიგეს თუ რას გეგმავდა გიო თამო მაშინვე ტელეფონს ეცა მაგრამ თინას ტელეფონი უკვე გამორთული ქონდა...

"გიომ ხელი უნდა გთხოვოს“, იმედია აქ არ მოხვალ" დაწერა თამომ მესიჯი და თინას გაუგზავნა

გოგამ მანქანა რესტორანთან ახლოს გაჩერა...

თინა ადრეც ყოფილა ამ რესტორანში გიოსთან ერთად მაგრამ ეხლა იქაურობა ზედმეტად ლამაზი იყოო...მანქანიდან ფეხი გადმოდგა თუ არა ვიღაცამ ვარდების დიდი თაიგულია მიაჩეჩა ხელში წარწერით "თინო გიოს უყვარხარ"

თინა მიხვდა გიომ რაც ჩაიფიქრა ადგილზე გაშეშდა ნაბიჯი უკან გადადგა მაგრამ გოგამ წელზე ხელი მოხვია "წავედით გველოდებიან" და თიქმის ძალიათ წაიყვანა... ეზოში შევიდნენ თუ არა ირგვლივ ყველაფერი განათდა რესტორნის შესასვლელთან ბილბორდი იდგა რომელზეც დიდი ასოებით ეწერა ისევ იგივი სიტყვები "თინო გიოს უყვარხარ"

-არა ამას არ გამიკეთებს ... გოგა წამიყვანე აქედან გთხოვ...

გოგას თინას სიტყვები სერიოზულად არ მიუღია იფიქრა სიხარულიდან ეიფორიაშიაო...

რესტორაში ისე შევიდნენ ვერც კი გაიგო თინამ გარემო მოათვალიერა და შეცბა...მისი გოგოები და გიოს მთელი სამეგობრო...თვალებით გიო მოძებნა რომელიც ბენდთან ერთად იდგა...

მუსიკა, ბენდთან ერთად ამღერებული გიო უამრავი ნაცნობი და უცნობი ადამიანები ყველა მათგანის მზერა თინას და გიოს წყვილისკენ იყო მიპყრობილი ....მუსიკა დამთავრდა...

გიო თინასკენ წამოვიდა.ვიღაცამ ყვავილები მიაწოდა....

თინას მიუახლოვდა ყვავილები მაგიდაზე დადო და თინას ხელი ჩასჭიდა...

"გთხოვ ეგ არ გაკეთო" თვალებით ევედრებოდა თინა მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა...


" მიყვარხარ, მინდა რომ ყოველი დილა დავიწყო შენით და ეს გაგრძელდეს მთელი ცხოვრება...

თინო თანახმა ხარ გახდე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი?? "

თინა დადუმდა... თავი დახარა...

ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა... როგორ უნდოდა რომ აქედან უკანმოუხედავად გაქცეულიყო მაგრამ არ შეეძლო... არც უფლება ქონდა... რჩებოდა და საკუთარ ბედნიერებას ასამარებდა...თავი ასწია...გარშემომყოფები მოათვალიერა თითქმის ყველა თვალები ეუბნებოდა დათანხმდიო...

" თანახმა ვარ"

თინას ცრემლები წასკდა...ყველამ ჩათვალა რომ ეს სიხარულის ცრემლები იყო მხოლოდ სამმა ადამიანმა იცოდა ამ ცრემლების ნამდვილი მიზეზი მაგრამ სამივენი დუმდნენ..

გიომ თინას თითზე ბეჭედი გაუკეთა, აკოცა და გარშემომყოფებს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის... ყველანი მაგიდას მიუსხდნენ...

ყველა კარგ ხასიათზე იყო ვერავინ ამჩნევდა რა ხდებოდა თინას გულში...

-თამო თინას რა ჭირს?ვხედავ და ვხვდები რომ კარგად არ არის... ნიკას გულს მოხვდა მისი დის სევდიანი სახე...

-თინასთვის რომ გეკითხა აქამდე კარგი იქნებოდა ეხლა არამგონია აზრი ქონდეს რამეს...აწი სჯობს არაფერი გაიგო

-რახდება?

-არაფერი...

-ტელეფონია შენი უპასუხე და ამიხსენი რახდება ნუ მაგიჟებ...

თამომ ეკრანს დახედა და თინას სევდიანი თვალებით გახედა...ეკრანზე თაზოს ნომერი ამოიცნო...

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა ი ქ ნ ე ბ ა . . .



სიყვარულით ინტერ-გოგონა


1
208
7-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
208
  
2016, 6 ივლისი, 0:04
აუ მალე დადე რა დასასრული ისეთ ადგილას დამთავრდა რო
0 1 1