x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
80 წლის ბოდიბილდერი ბებო ერნესტინა შეპარდი ოფიციალურადაა აღიარებული ყველაზე ასაკოვან ბოდიბილდერად მსოფლიოში.

image მინდა მოგითხროთ ღრმად ასაკოვან ქალბატონზე, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 80 წელი და რომელსაც მსოფლიოში გაუთქვა სახელი არც მეტი და არც ნაკლები პროფესიულმა ბოდიბილდინგმა.
დიახ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ქალბატონი პროფესიონალი ბოდიბილდერია.
ამ ქალბატონის ასაკის ქალბატონები ან სახლში ფუსფუსებენ ან შვილიშვილების აღზრდით და "ჭკუის სწავლებით" არიან დაკავებულნი, ეს ქალბატონი კი რკინის სავარჯიშო ინვენტართან ატარებს მეტ დროს და ყოველდღიურად ახალგაზრდებისათვის შესაშურ მანძილზეც დარბის.
პროფესიულმა ბოდიბილდერობამ და სირბილმა საოცარი კვალი დატოვა 80 წლის ქალბატონის გარეგნობაში, ვერავინ იტყვის მისი სხეულის შემხედვარე, რომ ეს ბალტიმორელი ქალბატონი 80 წლისაა.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს 1936 წელს დაბადებული ერნესტინა შეპარდი სპორტულ დარბაზში სავარჯიშოდ პირველად მივიდა 1992 წელს, როცა ის 56 წლის იყო!
მიუხედავად ასაკისა მან შესძლო ამ არცთუ მარტივ სპორტში მოეგო რამდენიმე ტურნირი და მიეღო რამდენიმე პრესტიჟული ტიტული.
მისი მიღწევები არ დარჩენილა გინესის რეკორდების წიგნის მესვეურების ყურადღების მიღმა და მას მიანიჭეს ყველაზე ასაკოვანი ბოდიბილდერი ქალბატონის ტიტული, რომელსაც კი მონაწილეობა მიუღია ოფიციალურ შეჯიბრებებში ბოდიბილდინგის ისტორიაში.
თავად "რკინის ბებო" გულღიად საუბრობს მისი წარმატებების მიზეზებზე, მისი აზრით ესაა: მკაცრი დისციპლინა, მაღალი მოტივაცია და ჯოჯოხეთური შრომა (ვარჯიში).
ეს ქალბატონი ამინდის მიუხედავად დგება ღამის 3 საათზე და იწყებს სირბილს (საშუალოდ კვირაში 130 კილომეტრს გადის სირბილით), მიირთმევს დაბალკალორიულ საკვებს და იღებს დიდი რაოდენობით წყალს.
ერნესტინა შეპარდი ოფიციალურადაა აღიარებული ყველაზე ასაკოვან ბოდიბილდერად მსოფლიოში.
ქალბატონი მიღწეულ წარმატებებს არ სჯერდება და მომავალი წარმატებებისათვის თავდაუზოგავი ვარჯიშით ემზადება.
imageimageimageimageimageimageimage


























































































































































3
339
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
339
  
2019, 3 აპრილი, 4:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 4 ივლისი, 15:31
აი ბებოოო :D
0 1 3