x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ქალის საცურაო კოსტუმების ევოლუცია, უკანასკნელი 100 წლის მანძილზე
image

image

ზაფხულის მოსვლის თანავე, ყველა საცურაო კოსტუმის შეძენაზე იწყებს ზრუნვას. ჩვენს დროში, მისი შეძენა, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მაღაზიებში, იმდენად დიდია არჩევანი, რომ ძალიან რთულია რომელიმე, ერთი მოდელის შერჩევა. სულ რაღაც 100 წლის წინ, იმ დროინდელი საზოგადოების წარმომადგენლებს, დღევანდელი საცურაო კოსტუმების ტრენდები რომ ენახათ, ნამდვილად შოკში ჩაცვივდებოდნენ.

გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, საცურაო კოსტუმმა დიდი ევოლუცია განიცადა და დღეს, თანამედროვე და იმ დროინდელი კოსტუმების შედარებაც კი არ შეიძლება.

image

XIX საუკუნე



image


სქელი ქსოვილის ჟილეტი, ქვედაბოლო, წინდები და სპეციალური თავსაბურავი თმისთვის. და ეს არის საცურაო კოსტუმი, რომელშიც ქალები, ზაფხულის ცხელ დღეებში, რუჯს კი არ იღებდნენ, იწვებოდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.


1900 წელი

image

XX საუკუნის დასაწყისში, ქალბატონები ბანაობდნენ სამოსით, რომლის კომპლექტშიც შედიოდა: პერანგის ამხანაგი, მოკლე ქვედაბოლო და მაისური. იმ დროს, ასეთი საცურაო კოსტუმი, მეტისმეტად თამამად და გამომწვევად ითვლებოდა.


1910 წელი

image

ანეტ კელერმანი, პროფესიონალი მოცურავე, მსახიობი და მწერალი იყო და ის პლაჟზე მყოფ საზოგადოებას შოკში აგდებდა, როდესაც მათ წინაშე, ტანზე მეტისმეტად მოტკეცილი საცურაო კოსტუმით ჩნდებოდა. ერთხელ ის დააპატიმრეს კიდეც, უღირსი გარეგნობის გამო. მაგრამ, მოდის შეჩერება პოლიციას არ შეეძლო. მალე კელერმანის საცურაო კოსტიუმი პოპულარული გახდა და ანეტმა საცურაო კოსტუმების ხაზი გახსნა.


1920 წელი

image

10 წლის შემდეგ, შიშველი ფეხების და ხელების გამოჩენა აღარ იყო აკრძალული. თუმცა, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ კოსტუმის სიგრძის კონტროლი. იმ პერიოდის საცურაო კოსტუმის განმასხვავებელი ნიშანი ის იყო, რომ მას სპეციალური საცურაო ქუდიც ჰქონდა.


1930 წელი

image

გასული საუკუნის 30-იანი წლები, ექსპერიმენტების პერიოდი იყო, საცურაო კოსტუმებზე მომუშავე დიზაინერებისთვი: ქსოვილი, ფერი, ნახატი, შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ ერთი რამ უცვლელად მეორდებოდა – კოსტუმი ყოველთვის ხაზს უსვამდა ქალის სხეულის ფორმებს. ამავე პერიოდში გაჩნდა ორად გაყოფილი საცურაო კოსტუმებიც.

image


1940 წ.

image

40-იან წლებში საცურაო კოსტუმი მეტისმეტად მოკრძალებული იყო, ძალიან ჰგავდა მინი-კაბას და აქცენტირებას ქალის სხეულის სილამაზეზე ახდენდა.

image


1950 წელი

image1946 წელს ახალი ერა დაიწყო საცურაო კოსტუმების ისტორიაში. ამ წელს, ფრანგმა დიზაინერმა ლუი რეარდმა ბიკინი გამოიგონა.


1960 წელი

image1962 წელს, ფილმში «ექიმი ნოუ», მსახიობი ურსულა ანდრესი ზღვიდან თეთრი ბიკინით ამოვიდა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. სულ ცოტა ხანში, ამ სტილის საცურაო კოსტუმებმა წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა.

თუმცა, უფრო მოკრძალებული ვარიანტებიც (მაგ., ისეთი, როგორიც ე. ტეილორს ეცვა ფილმში «უეცრად, გასულ ზაფხულს») რჩებოდა მოდაში.

image


1970 წელი

imageალბათ, შეიძლებოდა ბიკინზე შეჩერება, მაგრამ 70-იან წლებში, დიზაინერმა რუდი გერნრაიხმა ტანგა შექმნა და მოდაში საცურაო კოსტუმები შემოვიდა, თითქმის ღია თეძოს არეებით.


1980 წელი

imageროგორც კი საცურაო კოსტუმებმა შეწყვიტა შემცირება, დიზაინერებმა ისევ ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს. ღრმა დეკოლტე – 80-იანი წლების უკანასკნელი ტრენდი იყო.


1990 წელი

imageყველას ახსოვს მსახიობი გოგონები, პოპულარული სერიალიდან «მალიბუს მაშველები». სწორედ პამელა ანდერსონის წითელი საცურაო კოსტუმით დაიწყო მოდა სპორტული სტილის საცურაო კოსტუმებზე.


2000 წელი

image

ამ საუკუნის დასაწყისში, საცურაო კოსტუმების სპორტული სტილი, მიკრობიკინმა ჩაანაცვლა, რომელიც მეტისმეტად პირობითად ფარავდა შიშველი სხეულის ცალკეულ ადგილებს.

image

ჩვენი დრო

imageდღეს საცურაო კოსტუმების მოდა დემოკრატიული არის და არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. ეს შეიძლება იყოს ერთიანი ან ორ ნაწილად გაყოფილი კოსტუმი, ბიკინი ან მინი ბიკინი, ყველაფერი გემოვნებაზე და იმაზე არის დამოკიდებული, თუ როგორ «ზის» კოსტუმი სხეულზე.
image

შეზღუდვები არც ფერზე და ქსოვილზე არის დაწესებული და დღეს, უკვე, ჯინსის საცურაო კოსტუმის შეძენაც არის შესაძლებელი.

image

0
751
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0