x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გენდერს შორის კომუნიკაცია: რთული პროცესი

image




მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კაცებსა და ქალებს არ ესმით ერთმანეთის, ჩვენი უმრავლესობა სულაც არ ცდილობს, რომ ცხოვრება გაურთულოს საწინააღმდეგო
სქესს. მაგრამ ჩვენ ხშირად გვეშლება და არასწორად აღვიქვამთ ერთმანეთის ქცევებს, სიტყვებსა და გრძნობებს.





ჰარვარდის ფსიქოლოგი ქეროლ გილიგანი, თავის წიგნში (Different Voice (1982) ) აღწერს პრობლემას და აღნიშნავს, რომ „კაცები და ქალები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, რაც ქმნის უთანხმოებებს, რომელიც შემდგომში ამცირებს კოოპერაციის ალბათობას.“

თვითონ კომუნიკაციის აქტი მრავალმხრივია, გენდერის დამატებით კი ის უფრო კომპლექსური ხდება.

კვლევები ფსიქოლოგიაში, ლინგვისტიკაში, სოციოლოგიასა და ანთროპოლოგიაში გვაჩვენებს რომ სქესთა შორის განსხვავებები კომუნიკაციის პროცესში რეალური პრობლემაა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით სამსახურსა თუ ოჯახებში.

კაცები და ქალები შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ორი აშკარად ცალკეული სუბკულტურა, ერთი დიდი კულტურის შიგნით. ყოველ სუბკულტურას გააჩნია საკუთარი წესები, რწმენები, ქცევითი მოლოდინები, ვერბალური და არავერბალური სიმბოლოები. როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, მეტყველება და არავერბალური მანიშნებლები არის გამამტკიცებელი იმისა, თუ რა სტილსა და სანქციებს გამოიყენებენ, როდესაც „სხვის ტერიტორიაზე ცდილობენ შეჭრას“. მაგალითად ცდილობენ მოთავსდნენ მოლოდინში: „დიდი ბიჭები არ ტირიან“, „კაცივით მოიქეცი“ და სხვა.


დავამატებ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ სქესს. სქესი არის ადამიანის მოცემული მახასიათებელი, რომელიც შეუცვლელი ფაქტია დაბადებისას (მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი ზრდასრულობის პერიოდში იცვლის სქესს). გენდერი კი ყალიბდება კომუნიკაციის შედეგად; გენდერი არის დასწავლილი კომუნიკაციური ქცევა. ადამიანების დიდი ნაწილი ბიოლოგიურ სქესსა და შექმნილ გენდერს ერთსა და იმავედ მიიჩნევს. მაგრამ ეს ასე არ არის. ბეითი ( Bate (1992) ) ასხვავებს სქესს, როგორც ბიოლოგიურად დეტერმინირებულსა და თანდაყოლილს. გენდერს კი აღწერს როგორც, სოციალურად დასწავლილ ქცევას, ქცევითი იდეალებისკენ სწრაფვას.


გენდერთან დაკავშირებული უთანხმოებები კომუნიკაციის პროცესში იწყება დაბადებისას და არის ყველა ჩვენგანის ნაწილი ცხოვრების ბოლომდე. მაგალითად, როგორც ვიცით, სანამ ჩვილი პირველ სუნთქვას გააკეთებს, მანამ ხდება სქესის განსხვავება. საბავშვო ოთახის ფერი და დიზაინი სპეციფიურია სქესთან მიმართებაში. 2–3 წლის ბავშვები უკვე სწავლობენ რომელ სქესს მიეკუთვნებიან და რა გენდერული
მოლოდინები აქვთ მათ მიმართ. რაღაც მოკლე დროის განმავლობაში, ბავშვები ორივე სქესისათვის დამახასიათებელ თამაშებს თამაშობენ, შესაძლოა გოგოები უარს ამბობდნენ კაბების ჩაცმაზე, ბიჭები კი ირჩევდნენ თოჯინებს მანქანების ნაცვლად. მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ირჩევენ მათი გენდერისთვის შესაფერისს.

გოგო შესაძლოა უფრო „ყაჩაღანა“ ტიპად ჩამოყალიბდეს და უფრო ბიჭური ქცევები ახასიათებდეს, მაგრამ მაინც მისაღებად ითვლებოდეს თანატოლებსა და უფროსებში. მაგრამ თუ ბიჭი დემონსტრირებს რაიმე ქალისათვის დამახასიატებელ ქცევებს, მას ქალაჩუნად და სუსტად აღიქვამენ. მათ შესაძლოა შეუცვალონ წარმოდგენები ფემინურ ნატურაზე, არასწორი მესიჯებით ქალურობის შესახებ. მას აღარ შეუძლია შეისწავლოს ფემინურობა, იმიტომ რომ მისთვის ამ თემას ტაბუ ედება. ამის საწინააღმდეგოდ, გოგონებს შეუძლიათ მამაკაცური ქცევების შესწავლა და გამოცდა, მათ გარკვეული უპირატესობა გააჩნიათ, რადგან შეუძლიათ გადაკვეთონ გენდერული განსხვავებები, ბიჭებს კი –არა. მისთვის ერთადერთი გზა მასკულინობის გაძლიერება და გამაგრება ხდება და რჩება მათთან მთელი ცხოვრება.


რეალურად ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება ისწავლონ ფემინურობა და ის, რომ ეს სულაც არ არის რაიმე ცუდი.
პირიქით, იგი ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრრის საშუალებას მოგვცემს.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბაგაური
მარიამ ბაგაური
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0